საქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა კახაბერ ცხადაძემ "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" ეროვნული გუნდის გასულ მატჩებზე ისაუბრა.
"საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა?! ბევრად მომზადებული ვარ, ვიდრე 5 წლის წინ ვიყავი. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ გავჩერებულვარ, ვმუშაობდი, მეტი ცოდნა მივიღე და ბევრად წინ ვარ. ნებისმიერი მწვრთნელისთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობა. არც მე ვარ გამონაკლისი.
გრიგალავასა და კვირკველიას მინდა მივმართო. თავს მიხედეთ, ბიჭებო. სირცხვილია ასეთ ფორმაში ნაკრებში ჩამოსვლა. არ შეიძლება, რადგან ასეთი წონით ჩამოსვლა ნაკრებისა და გულშემატკივრების უპატივცემულობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა წამყვანი
ფეხბურთელები არიან", - აღნიშნა ცხადაძემ.