საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ ესტონეთთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.
"საბოლოო ჯამში, ძალიან რთული შეკრება გამოგვივიდა. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ მიზანს, რაც დასახული გვქონდა და რისთვისაც ორი წელი ვითამაშეთ და ვიბრძოლეთ. სამწუხაროა, რომ ვერ გავედით. გულდაწყვეტილები ვართ ფეხბურთელები, იმედგაცრუებულები.
მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ არ იყო საკმარისი. პირველი თამაშის შემდეგ, ალბათ, რთული იყო ფსიქოლოგიურად შემდეგი თამაშისთვის მომზადება, იმიტომ, რომ დიდი თამაში იყო თითოეული ფეხბურთელისთვის, ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვირთულა შემდეგ შეხვედრებზე თამაში.
დღევანდელ თამაშში მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ. სამწუხაროდ,
გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ საერთო ჯამში, უკეთესი გუნდი ჩვენ ვიყავით. რამდენიმე მომენტი შევქმენით და ვერ გამოვიყენეთ, რაც სამწუხაროა. უნდა მოგვეგო აუცილებლად ეს თამაში, მაგრამ არ გამოგვივიდა", - აღნიშნა გურამმა.
დღევანდელ თამაშში მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ. სამწუხაროდ,