ჭიაბრიშვილმა საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე გააკეთა კომენტარი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ძიების პროცესშია. პრესაში უკვე არერთი სპეციალისტის გვარმა გაიჟღერა, მათ შორის ერთ-ერთი თბილისის "ლოკომოტივის" დამრიგებელი გია ჭიაბრიშვილია.

Sportall.ge ჭიაბრიშვილს დაუკავშირდა და რამდენიმე თემაზე გაესაუბრა. ჩვენ დავინტერესდით, დაუკავშირდა თუ არა მას ფედერაცია და არის თუ არა ის მზად ნაკრების ჩასაბარებლად.

"მადლობა ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც თვლის, რომ მე შემიძლია ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვიყო.

ამ ეტაპზე სფფ-იდან არავინ შემხმიანებია. რაც რაიმე ინფორმაცია გავრცელებულა, ეს მხოლოდ ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების მოსაზრებაა.

ვარ თუ არა მზად საქართველოს ნაკრები ჩავიბარო?
- ვფიქრობ, სადაც ვარ იქაც მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ. ჩვენი გუნდიდან ახალგაზრდულ ნაკრებში ბევრი ფეხბურთელები თამაშობენ და იმედი მაქვს, რომ მალე ისინი ეროვნულშიც მოხვდებიან.

არ ვიტყვი იმას, რომ გამოცდილება მაკლია და რაიმე საფეხბურთო საკითხში არ ვიყო მზად, მაგრამ ნაკრები ცოტა სხვა რაღაცაა და ვფიქრობ იქ ისეთ დროს უნდა მიხვიდე, რომ არა კონკრეტულ გულშემატკივრებს ჯგუფს სჯეროდეს შენი, არამედ ბოლომდე დამტკიცებული გქონდეს შენი შესაძლებლობები და შენი დანიშვნა ყველას უნდოდეს.

ამ შემთხვევაში უფრო მეტი ნდობა და დროც მოგეცემა. ახლა არის რაღაც კითხვის ნიშნები... ეს, ის და რაღაც... მინდა, რომ ნაკრები ისეთ დროს ჩავიბარო, როცა არანაირი კითხვის ნიშანი ჩემს მიმართ არ იქნება".

ჩვენ გია ჭიაბრიშვილს კითხვა იმის შესახებაც დავუსვით, ნაკრების მომავალი მწვრთნელი ქართველი უნდა იყოს თუ უცხოელი და ასევე როგორც მწვრთნელი, როგორ შეაფასებდა ის ვლადიმერ ვაისის გაწეულ სამსახურს.

"სიმართლე გითხრათ, ვინ იქნება ნაკრების მომავალი მწვრთნელი არც მიფიქრია... ეგ ალბათ უფრო სფფ-ში უნდა იფიქრონ. მომავალი მწვრთნელი ქართველი იქნება თუ უცხოელი აზრი არ აქ. ვფიქრობ, მთავარია წარმატება მოვიპოვოთ, რადგან საქართველოს ნაკრები ყველასია...

ზოგადად, უნდა განისაზღვროს, რა არის ჩვენი ნაკრებისთვის წარმატება და რა წარუმატებლობა და ამის შემდეგ დაინიშნოს ახალი დამრიგებელი.

რაც შეეხება ვლადიმერ ვაისის გაწეულ სამსახურს, ბოლო თამაშამდე ამ ადამიანმა რაღაც სამუშაო, რომ გასწია ფაქტია და ჩვენ ფინალამდე მივედით.

ფინალამდე ვერ ვიტყვი მან რა სწორი გააკეთა და რა არასწორი, მაგრამ მთავარი რაც იყო ფინალში ის ვერ გააკეთა რაც საჭირო იყო და დატოვა პოსტი.

ჩვენ, რომ ისეთი ქვეყანა ვიყოთ, რომ სულ გავდიოდეთ დიდ ტურნირებზე ცუდადად შევაფასებდი, მაგრამ ეს ხომ ასე არაა.

ცუდად შევაფასებდი კონკრეტულად ფინალურ მატჩს, მაგრამ ფაქტია, რომ კონკრეტული სამუშაო მან გასწია, თუმცა ფინალურ შეხვედრაში წააგო და პოსტი დატოვა", - გვითხრა ჭიაბრიშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
სადაა ჩემი კომენტარი, მაგ კაცს არარატ-არმენიასთან თამაში,რომ შერჩა ისიც ეყოფა.
დათო
07 დეკემბერი 2020 11:22
15
გია, არ აჩქარდე...
tngh
07 დეკემბერი 2020 10:17
2
არ აჩქარდეს კი არა არც იფიქროს...
tngh-ს
14 დეკემბერი 2020 15:19
0
მოზგაჩოვი!
suares
07 დეკემბერი 2020 09:59
0
ლოპოტეგი
მამუკა
07 დეკემბერი 2020 01:51
0
პეპ გვარდიოლა (Josep Guardiola i Sala)
1
07 დეკემბერი 2020 10:04
1
საკმაოდ პერსპექტიული მწვრთნელია, მაგრამ მისი დანიშვნა ნაკრების მწვრთნელად ამ ეტაპზე მისი როგორც მწვრთნელის დაღუპვის ტლფასია. რეგულარული თამაშებით უფრო განვითარდება, თან იქნებ ძლიერ ჩემპიონატშიც მიიწვიონ. რაც შეეხება არარატ არმენიას, საკმაოდ ძვირად ღირებული და თანაც რამდენიმე ლეგიონერი ჰყავდა (მოკლედ ჩვენზე ძვირადღირებული გუნდი ჰყავდა). აშკარად ჩვენზე მაღალ ტემპში თამაშობდნენ იმ დღეს. თანაც ევროტურნირებზე დებიუტი იყო ამისთვის.
mmm
07 დეკემბერი 2020 01:50
5
ჭიაბრიშვილი ცეცაძე...ორივე კარგად მუშაობს ახალგაზრდებთან და სწორედ ნაკრების გაახალგაზრდავების დროა რამოდენიმე გამოცდილ ფეხბურთელთან ერთად...თან სანახავ და შემტევ ფეხბურთს მომხრეები არიან, რაც ზუსტად ეგ ჭირდება ჩვენს მომავალ ნაკრებს...
romandro
07 დეკემბერი 2020 01:09
7
მე მხარს ვუჭერ!!!
შოთა
07 დეკემბერი 2020 01:03
12
ჭია გამოდი გიცანით :)))
წრწე
07 დეკემბერი 2020 12:06
0
კარგია გია იქიდან ვინც გვყავს, ანუ სბვა ქართველ მწვრ.შორის, მაგრამ ის რომ თავისი შეხედულებით იმუშავებს ცოტა საეჭვოა.
ჯაბა
07 დეკემბერი 2020 00:32
5
მე ვფიქრობ-ჯობია ძლიერი უცხოელი მწვრთნელი ჩამოიყვანონ და ხელშეკრულებაში ჩაუდონ ჭიაბერაშვილთან ერთად იმუშაოს. ეს ბიჭი მართლაც უნიჭიერესი მწვრთნელია, თან უფრო პროფესიონალიზმს აიმაღლებს ძლიერ მწვრთნელთან და რაც მთავარია მომავალში სრულფასოვნად ჩაიბარებს ჩვენს ნაკრებს.
ზაზა
07 დეკემბერი 2020 00:12
8
ძალიან კარგი მწვრთნელია !!!
გურამი
06 დეკემბერი 2020 21:37
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული