ჭიაბრიშვილმა საქართველოს ნაკრების გაწვრთნაზე გააკეთა კომენტარი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ძიების პროცესშია. პრესაში უკვე არერთი სპეციალისტის გვარმა გაიჟღერა, მათ შორის ერთ-ერთი თბილისის "ლოკომოტივის" დამრიგებელი გია ჭიაბრიშვილია.

Sportall.ge ჭიაბრიშვილს დაუკავშირდა და რამდენიმე თემაზე გაესაუბრა. ჩვენ დავინტერესდით, დაუკავშირდა თუ არა მას ფედერაცია და არის თუ არა ის მზად ნაკრების ჩასაბარებლად.

"მადლობა ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც თვლის, რომ მე შემიძლია ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვიყო.

ამ ეტაპზე სფფ-იდან არავინ შემხმიანებია. რაც რაიმე ინფორმაცია გავრცელებულა, ეს მხოლოდ ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების მოსაზრებაა.

ვარ თუ არა მზად საქართველოს ნაკრები ჩავიბარო?
- ვფიქრობ, სადაც ვარ იქაც მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ. ჩვენი გუნდიდან ახალგაზრდულ ნაკრებში ბევრი ფეხბურთელები თამაშობენ და იმედი მაქვს, რომ მალე ისინი ეროვნულშიც მოხვდებიან.

არ ვიტყვი იმას, რომ გამოცდილება მაკლია და რაიმე საფეხბურთო საკითხში არ ვიყო მზად, მაგრამ ნაკრები ცოტა სხვა რაღაცაა და ვფიქრობ იქ ისეთ დროს უნდა მიხვიდე, რომ არა კონკრეტულ გულშემატკივრებს ჯგუფს სჯეროდეს შენი, არამედ ბოლომდე დამტკიცებული გქონდეს შენი შესაძლებლობები და შენი დანიშვნა ყველას უნდოდეს.

ამ შემთხვევაში უფრო მეტი ნდობა და დროც მოგეცემა. ახლა არის რაღაც კითხვის ნიშნები... ეს, ის და რაღაც... მინდა, რომ ნაკრები ისეთ დროს ჩავიბარო, როცა არანაირი კითხვის ნიშანი ჩემს მიმართ არ იქნება".

ჩვენ გია ჭიაბრიშვილს კითხვა იმის შესახებაც დავუსვით, ნაკრების მომავალი მწვრთნელი ქართველი უნდა იყოს თუ უცხოელი და ასევე როგორც მწვრთნელი, როგორ შეაფასებდა ის ვლადიმერ ვაისის გაწეულ სამსახურს.

"სიმართლე გითხრათ, ვინ იქნება ნაკრების მომავალი მწვრთნელი არც მიფიქრია... ეგ ალბათ უფრო სფფ-ში უნდა იფიქრონ. მომავალი მწვრთნელი ქართველი იქნება თუ უცხოელი აზრი არ აქ. ვფიქრობ, მთავარია წარმატება მოვიპოვოთ, რადგან საქართველოს ნაკრები ყველასია...

ზოგადად, უნდა განისაზღვროს, რა არის ჩვენი ნაკრებისთვის წარმატება და რა წარუმატებლობა და ამის შემდეგ დაინიშნოს ახალი დამრიგებელი.

რაც შეეხება ვლადიმერ ვაისის გაწეულ სამსახურს, ბოლო თამაშამდე ამ ადამიანმა რაღაც სამუშაო, რომ გასწია ფაქტია და ჩვენ ფინალამდე მივედით.

ფინალამდე ვერ ვიტყვი მან რა სწორი გააკეთა და რა არასწორი, მაგრამ მთავარი რაც იყო ფინალში ის ვერ გააკეთა რაც საჭირო იყო და დატოვა პოსტი.

ჩვენ, რომ ისეთი ქვეყანა ვიყოთ, რომ სულ გავდიოდეთ დიდ ტურნირებზე ცუდადად შევაფასებდი, მაგრამ ეს ხომ ასე არაა.

ცუდად შევაფასებდი კონკრეტულად ფინალურ მატჩს, მაგრამ ფაქტია, რომ კონკრეტული სამუშაო მან გასწია, თუმცა ფინალურ შეხვედრაში წააგო და პოსტი დატოვა", - გვითხრა ჭიაბრიშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
დაანებეთ ამ ქართველებს თავი.არ მისცემენ მაგათ საკუთარი გადაწყვეტილებების განხორციელების საშუალებას.გვჭირდება უცხოელი ვისიც ცოტა მაინც მოერიდება ფედერაციას და ყველაფერს არ იკადრებს
Georgian
06 დეკემბერი 2020 21:34
9
კარგია რომ ჭიაბრიშვილზე დავიწყეთ საუბარი,ჩემი აზრით მეტი გაბედულებაა საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად,ბოლოს და ბოლოს ეს ადამიანი ყველგან საინტერესო და სანახაობრივ ფეხბურთს ათამაშებს გუნდებს და არა აქვს მუხლების კანკალი ავტორიტეტების წინაშე. იქნებ გაბედონ მისი დანიშვნა?
gia jashi
06 დეკემბერი 2020 19:50
11
არარატ-არმენია აღარ გვახსოვს? სწორედ ის თამაში იყო თავისებური რეპეტიცია ერთა ლიგის ფინალის. მუხლების კანკალი მაქვს მხედველობაში. ამჯერად უცხოელი, ნაკრებში უკვე წარმატებების მიღწეული, მკაცრი დისციპლინის მიმდევარი მწვრთნელი გვჭირდება.
გიზოგ
06 დეკემბერი 2020 22:35
11
საქართველოს ნაკრებს ჭირდება ქართველი მწვრთნელი , არველაძე უარზეა დარჩა გეგუჩაძე რომელიც ვფიქრობ იდეალური ვარიანტი იქნებოდა .
სოსო
06 დეკემბერი 2020 19:40
42
გია გეგუჩაძე კარგი მწვრთნელია,მაგრამ ტიპიური საკლუბო განხრით.მას დრო სჭირდება,რომ გუნდი დაალაგოს.ნაკრებს კი სხვანაირი სპეციფიკა აქვს და მაინც და მაინც,ვერც ახალგაზრდულ ნაკრებში გამოავლინა,რომ ასეთი სპეციფიკა,მისი სტიქიაა.თუმცა ვინ იცის,ასაკობრივში მცირე გამოცდილება მიიღო და მეორე ცდაზე,იქნებ უკეთ გამოუვიდეს.დიდი რისკი კი იქნება და ამიტომ, არა მგონია მის კანდიდატურაზე შეჩერდნენ.
სოსო
06 დეკემბერი 2020 21:59
1
გია ჯობია მიხედე შენს საქმეს ჯერ უნდა დაამტკიცო, რომ შეგიძლია. ვფიქრობ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი.
ნუ გაქვთ უცხოელ მწვრთნელებზე კომპლექსი. მთავრია კონტრაქტში ჩაუდონ , რომ მინიმუმ წელიწადის ნახევარი იცხოვროს აქ იაროს ეროვნულ ჩემპიონატებზე და დაესწროს თამაშებს. ასევე ჩაატაროს მასტერკლასები ადგილობრივ კლუბებშიც. როდესაც კონტრაქტს უდებთ და ხალხის მილიონებს აძლევთ, კეთილი ინებეთ და მაქსიმალური მოთხოვეთ. აბა ტურისტები ისედაც უამრავლია!
ქომაგი
06 დეკემბერი 2020 19:17
2
ყველა იმ შესაძლებელ კანდიდატურაში, რომელიც თეორიულად მაინც შეიძლება დაინიშნოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელად მხარს ვუჭერს ორს: იური სიომინს და გია ჭიაბრიშვილს. პირველის ეროვნებაზე თუ დაიწყებთ საუბარს მაშინ ვიტყვი, რომ მარტო ხვიჩას მიმართ მისი დამოკიდებულება კმარა და მეორეს რაც შეეხება, გია ჭიაბრიშვილმა ყველაზე მეტი დაამტკიცა სწორედ და არის მომენტები, როცა დაღვინება და დროის გაწელვა კი არა, სანამ ცხელია და სანამ მუღამშია ადამიანი და მისდის, მაშინ უნდა დანიშნო. ბოლოს კი იმას დავწერ, რომ არ მჯერა არც ფედერაციის და არც იმის, რომ სწორი გადაწყვეტილება ვინმეს აწყობს, რადგან მაშინ გამოჩნდება პრობლემები. თუ კაცები ხართ დანიშნეთ ეს კაცი და დავიჯერებ, რომ პატრიოტები ხართ სადაც საჭიროა იქ. გია გეგუჩაძე, როცა დრო იყო არ დანიშნეს, მერე არ აეწყო იმ კაცს საქმე და ეხლა არავინ აღარ საუბრობს ამაზე, ასეა ხოლმე , დაუნახავები ხართ და იმიტომაც გევნგრევა ქვეყანა თავზე. დღეს ორი ფეხბურთელის ბედზე დგას მთელი ქართული ფეხბურთის ბედიც. ჩაკვე და კვარა - და ამ ორს სჭირდება კარგი მწვრთნელი, რომ დანარჩენმა ბიჭებმა მათზე შეძლონ აწყობა. მარა დანიშნავთ ან ჩუტკევიჩს, ან ბარამბოვიჩს ან რომელიმე არველაძეს, სხვა ფანტაზია არ გაქვთ თქვენ და მერე ისევ წრეზე წავა ყველაფერი. მოკლედ გეტვყვით, გინდა დაბლოკეთ გინდა არა :) ვაი თქვენს პატრონს, ვინც საკუთარ კარიერაზე და კეთილდღეობაზე ფიქრობს ფეხბურთის ნაცვლად და არადა ეს ევალება. ფიფია მომიკითხეთ ფიფია და დინამო თბილისი. ლამისაა დავანებო ფეხბურთის ყურებას თავი.
გადასარევი გიორგი
06 დეკემბერი 2020 19:11
8
გენას - ჰაჰაჰა, მართლა მაგრად ვიცინე :)
გადასარევი გიორგი
07 დეკემბერი 2020 03:39
0
არ დაანებო ყურებას თავი არ დაგვღუპო
გენა
07 დეკემბერი 2020 01:32
1
მაგას თუ ელოდე , ლიგაზე უნდა გაიყვანო გუნდი.
ddgfdf
06 დეკემბერი 2020 18:40
1
იმის ლოდინი, რომ ყველას უნდოდე აზრს მოკლებულია. ეგეთი არ იქნება. დღეს ისეთი დროა, აღარავის უკვირს ახალგაზრდა, გამოცდელი მწვრთნელები. წავიდა როი ჰოჯსონების დრო
ზურა
06 დეკემბერი 2020 16:31
14
ძალიან ადრეა ჯერ. ერთ 10 წელიწადში თუ დადებ შედეგს და განვითარდები.შეგეხვრწება ფედერაცია
beqa
06 დეკემბერი 2020 15:52
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული