ლუის ენრიკემ ჯგუფის შეფასებისას საქართველოს ნაკრები არც ახსენა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა. წილისყრის შედეგები ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტთან ვიდეოინტერვიუში "ფურია როხას" მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შეაფასა:

"საერთო ჯამში, ნორმალური ჯგუფია. ზოგიერთ მათგანს არ ვიცნობთ. შვედეთს ადრეც შევხვდით. ეს არც ცუდია და არც კარგი. შესაძლოა, ეს არც ჩვენ და არც შვედებს არ მოგვეწონა, რადგან ერთმანეთს ევროპირველობის შესარჩევ ციკლში დავუპირისპირდით და ერთმანეთს საკმაოდ კარგად ვიცნობთ.

ყველა გუნდი ბოლომდე იბრძვის და ადვილი მატჩები არავისთან გველის. ჩვენ პირველი ადგილის დასაკავებლად და მუნდიალზე გასასვლელად უნდა
ვიბრძოლოთ".

დაახლოებით იგივე თქვა შვედეთის ეროვნული გუნდის თავკაცმა იანე ანდერსონმაც.

მკითხველის კომენტარები / 47 /
საბერძნეთი ან კოსოვო ახსენა ? ვინ ხართ რა ხალხი ხართ, რატომ უკეთებთ ასეთ სათაურებს.
QT
08 დეკემბერი 2020 12:32
4
რეალისტ ერთს გეტყვი და დაიმახსოვრე ეს არაა ევროპა და აქ თუ ვინმეს გააკრიტიკებ უაზროთ და დამცინავათ ამით ვერაფერს ვერ მოიგებს თუარ დააზარალებ ეგ გაიგე და გავითავისე კარგათ რადგან ყოველ სიტყვას ასეთ ვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს რაგონიათ მე ვერ ვხვდები ჯგუფს რა მნიშვნელობისაა უბრალოთ მეტად უნდა შეაქო და გვერდში დაუდგე იმედია ხვდები რასაც გეუბნები კრიტიკა საჭიროა მაგრამ არა ასეთი დაიმახსოვრეთ სომხებთან წაგება ჩვენი ბრალიცააა გულშემატკივრების ნუ ვიქნებით მარტო მათზე გადაბრალებაზე გაგვემხნევებინა მეტათ და გვერდში დავდგომოდით რეალობა ასე მესმის
Gio
08 დეკემბერი 2020 12:16
16
არა ჩემო ძმა, ქართულ ფეხბურთს რაც ჭირს კარგა ხანია მოვხისენი მაგაზე პასუხისმგებლობა. ჩემი ბრალი აღარაფერი აღარაა მაგათ წაგებებში, და ვერ ვერავინ დამაკისრებს პასუხისმგებლობას.
ზიზუ
08 დეკემბერი 2020 16:35
0
ხოდა,მართალია...კვდრებზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს.
08 დეკემბერი 2020 12:14
1
ჰმ "ლუიშ", როგორი ცივი შხაპი გელოდება რო იცოდე!!!!! ჩვენ კოსოვოსნაირ უხერხულ გუნდებთან ვაგებთ თორემ თქვენთან მინიმუმ 4 ქულა გვაქვს დაგეგმილი!!!!!! (ამ ბოლო დროს სადაც შევხვდით ყველგან დავახიეთ თავზე, ამათ გერმანია ხო არა ვგონივართ 6-0 ზე რომ მოუგეს?)
rigiti
08 დეკემბერი 2020 11:33
2
ყოჩაღ, რიგითო! თქვენი სიმამაცე სამაგალითოა!:)
 გიგლია
08 დეკემბერი 2020 12:41
2
სანამ ლუის ენრიკეს კომენტარს და შესარჩევის ჯგუფს გავუკეთებთ ანალიზს, სჯობს იქიდან დაგვეწყო, ფარერებზე ნათრევი უსუსური "დინამო" რომ გახდა საქართველოს ჩემპიონი, აი სადაა პრობლემის თავი და საწყისი.
ირაკლი
08 დეკემბერი 2020 11:20
1
მართალი ხარ, ოღონდ ერთი ნიუანსიც უნდა დაგემატებინა იმ უსუსურ და უვარგის დინამოზე, რომელიც ფარერებზე მოყვარულებმა ათრიეს: ჩემპიონი მეტწილად იმის წყალობით ხდება, რომ ლამის ყოველ თამაშში პენალტებს უნიშნავენ მსაჯები
patrioti
08 დეკემბერი 2020 14:22
1
მშვენიერი ჯგუფია ერთი ესპანეთია ფავორიტი დანარჩენებთან შანსი ყველასთან გვაქვს თუ გაგვიმართლა გასვლა შეიძლებაა
ძალიან კარგი
08 დეკემბერი 2020 11:10
22
რა გინდათ? თუარ გულშემატკივრობთ ნურც წერთ თქვენს გესლიანი კომენტარებს და ნუ ეუბნებით ამ ჭაბუკებს არ შეგიძლიათო მაგრამ ვიცი და მჯერა უფლის მადლით დადუმდებით თამაში რომ დაიწყება მერე იქნებ გეყოთ კაცობა და ბოდიში მოუხადოთ ყველა ცინიკოს მივმართავ
Gio
08 დეკემბერი 2020 10:47
19
და თუ ისე არ მოხდა, როგორც შენ ამბობ, შენ თვითონ გამოხვალ და მოიხდი ბოდიშს?! ცინიზმი არაფერ შუაშია, ჩვენ აქ ნაკრებზე გულდამწვარი ქომაგები ვართ და არსებული რეალობიდან გამოვდივართ, შენნაირებისგან განსხვავებით (რომლებიც ცაში დაფრინავენ)
რეალისტი
08 დეკემბერი 2020 11:26
4
დარწმუნებული ვარ ეს ციკლი რომ დამთავრდება ბევრს შერცხვება ახლა გაკეთებული დამცინავი კომენტარების გამო....
დონ დიეგო
08 დეკემბერი 2020 09:41
29
დიეგო დაეშვი მიწაზე, კარგია რომ 6 გუნდია ჯგუფში, მეშვიდეზე ნამდვილად არ გავალთ,
zviadi
08 დეკემბერი 2020 12:59
4
უკვე იმდენჯერ შეგვრცხვა,რომ ამასაც რამენაირად გადავიტანთ.ამათ ღირსეულად ითამაშონ და საქვეყნოდ მოვუხდით ბოდიშს.ოპტიმიზმი კარგია,მაგრამ ცოტა რაციონალიზმიც არ გაწყენდათ პატივცემულო.
ზურა
08 დეკემბერი 2020 10:13
2
მაკედონიასთან გადამწვრელები გამოვიდნენო, არაა ეს მიზეზი უბრალოდ გული და სული არ ჩადეს, გაუფრთხილდნენ ფეხებს, რომელზეც დაიკიდეს საქართველოსა და ხალხის სითბო და სიყვარული. ეს იყო ღიპიანების დოღი,თუ ვინმეს კვიპროსის ჩემპიონატი და მასში მონაწილე ფეხბურთელები რაიმე კლასის გონიათ ძალიან ცდებიან.
კოტე
08 დეკემბერი 2020 09:13
11
კოტე გადახედე,ნაკრების ბიჭების თამაშებს,იმ მატჩების შემდეგ.ნახევარი გუნდი,დამტვრეული იყო და პირველი ტურები გამოტოვა.ოქრიაშვილი კი,ჯერაც მკურნალობს და ვერ თამაშობს.ფეხების დამზოგავ ხალხს,ასე არ მოსდის.შეიძლება ცუდად ითამაშესო,თქვა,არ შეუძლიათო,ტექნიკა არა აქვთო,ფიზიკურად არ იყვნენო მზად და კიდევ ნებისმიერი,მაგრამ არ უნდოდათ და ფეხები დაზოგესო,ეგ არა.არ ვიქნებით მართლები.მხოლოდ კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ხომ არ იყვნენ მართლაც და მართლაც ნაკრებში?11 კაცი იბრძოდა,აკეთებდა თავის გასაკეთებელს და გუნდი იგებდა.დამრტყმელი ძალა დაკარგა და იბრძოლეს,მაგრამ გამტანის გარეშე,ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლეს და გატყდნენ.ჩვენ რომ გვერდზე დავდგომოდით,შეიძლებოდა მომდევნო ორი თამაში, ასე აღარც ჩაეგდოთ.გაჭირვებულს უნდა,გულშემატკივრის გვერდში დადგომა,თორემ გამარჯვებულის გვერდით,ყველა დადგება.ამაში,მართლა ჩვენც ვართ დამნაშავეები.ცოცხლებს ვმარხავთ და მკვდრები რატომ თამაშობენო,მერე გვიკვირს.ვიცი,ბევრს ძალიან გააღიზიანებს,ჩემი სიტყვები,მართლაც ძალიან მძიმე ასატანი იყო ეს მარცხი,მაგრამ ამ ბიჭების კისერზე გადაიარა მანამდე გამარჯვებებმაც და ბოლო წარუმატებლობებმაც.ჩვენ რომ ამ დღეში ჩავვარდით,მათი თავის ადგილზე წარმოიდგინეთ,თქვენ რა მდგომარეობაში იქნებოდით და იქნებ მერე ცოტა სხვანაირად შეგეხედათ ყველაფრისათვის.კრიტიკაზე არაფერს ვამბობ,საჭიროცაა და აუცილებელიც,მაგრამ ასე ერთიანად გინება და მიწასთან გასწორებაც,არ შეიძლება.ხვალ ხომ ისევ ამ ბიჭებს მოუწევთ რაღაცისთვის ბრძოლა(არ გვყავს იმდენი ტალანტი,რომ ყოველი წაგების შემდეგ,ახალი ნაკრები შევკრიბოთ) და ისე არ უნდა გავუხადოთ საქმე,რომ ნაკრებისაკენ გამოხედვაც აღარ უნდოდეთ.
სოსო
08 დეკემბერი 2020 17:49
1
როგორები გამოვიდნენო? ჳინ თქვა მაგი?:)
იმანო
08 დეკემბერი 2020 10:44
1
ყველა გამოხმაურება
100%-ით გეთანხმები გიო.
არაგველი
08 დეკემბერი 2020 09:13
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული