"საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფი ვნახე და პერსპექტივა..." - ჟურნალისტი ვახო სანაია წილისყრას ეხმაურება

AutoSharing Option
7 დეკემბერს ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.

წილისყრას სოციალურ ქსელში "ფორმულას" ჟურნალისტი ვახო სანაია ეხმაურება, რომელიც წერს:

"საქართველოს ნაკრების ქვეჯგუფი ვნახე.  კაროჩე, ეკონომიკაში, კოვიდის მართვაში, სამართლიან არჩევნებში უკეთესი პერსპექტივა აქვს ქვეყანას", - წერს სანაია.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ მიმოსვლითი შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება. ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში იბრძოლებენ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 43 /
სანაია შენ შხამზე კი ვარ ეხლა დავაი რა. ჩვენი გაგვჭირვებია.
dato
08 დეკემბერი 2020 17:42
14
სანაიასნაირები ქართველები მრავლად არიან ფეხბურთშიც და მოკლედ რაცვართ ესა ვართ..ეს ჩვენი ნაკრებია მიუხედავად ყველაფრისაა..ვახოსნაირ ლიბერასტებს ნაკლებად ესმით ეგ.
პაატა
08 დეკემბერი 2020 17:24
12
სანაიას აზრი ფეხბურთის შესახებ ნამდვილად უინტერესოა. არც იმათი მოსმენაა რამის მომცემი, ვინც ქართულ ფეხბურთს საბჭოთა კავშირის პერიოდისას ადარებს არ უნდა დაიჯეროს, რომ სრულიად სხვადასხვა განზომილებაა, იყო მსოფლიოში უდიდრსი, უძლიერესი, იდეოლოგიაზე დაფუძნებული სამხელმწიფოს სპორტის შემადგენელი, ან იყო უმცირესი, სუსტი, უსასხსრო, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი, ტერიტორიებწართმეული, დამარცხებული ქვეყნის ფეხბურთის გუნდი. შესაბამისად, ნუ უყენებთ იმ მოთხოვნებს, რასაც საბჭოთა თბილისის "დინამოს" ჰქონდა. სხვა გუნდური სახეობებიდან განსხვავებით, ქართულმა კალათბურთმა წარმატებას რატომ მიაღწია? იმიტომ რომ, ყველაფერი თავიდან, ნულიდან დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ იმ საბჭოთა კავშირში ფეხბურთელებზე მეტი შედეგი ჰქონდათ: ევროპის ჩემპიონთა თასი, თასის ფინალისტი, საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი. გვყავდა ევროპის, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები. არ დაიწყეს წარსულით ტრაბახი, შეაფასეს სიტუაცია, რეალობიდამ გამომდინარე, თამასა დაბლა დასწიეს, მეთოდურად, ნელ-ნელა მიყვნენ და ახლა უძლიერეს გუნდებს: საბერძნეთს, ლიტვას, სერბეთს, იტალიას და ა.შ. ამარცხებენ. ფინეთს რომ გასვლაზე მოვუგეთ, იცით, რომ მათთან პირად შეხვედრებში უარყოფითი ბალანსი გვქონდა? არავინ სთხოვდა მათ 10-15 წლის წინ მაღალ შედეგებს, არათუ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი, საერთოდ, დაბალ ლიგაში თამაშიც უჭირდათ. ახლა, ევროპის ჩემპიონატის შინ ჩატარების უფლება აქვთ, რაც საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს.
ფეხბურთის სპეციალისტები და გულშემატკივრებიც უნდა მიხვდნენ, რომ რეალური სიტუაცია ის არის, რომ საქართველო არ არის საფეხბურთო ქვეყანა. ყველაფერი ნულიდან, შესაძლოა, მინუსებიდანაც კი, დასაწყებია და არა სადღაც შუიდან. დაიწყონ, ჩაყარონ ფუნდამენტი და მერე აშენონ. ის ძველი აღარ არსებობს და ჩემი აზრით, ახლის შექმნაში, პირიქით, ხელს უშლის. ყველა მეტ-ნაკლებად გადამწყვეტი თამაშის წინ ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად დათრგუნულები არიან, რადგან სულ ყიფიანს, მესხს, დარასელიას, შენგელიას, ჩივაძეს და სხვების დროინდელ წარმატებას თხოვენ. რეალურად შეაფასეთ. მე-3 ადგილისთვის იბრძოლონ, ეს ძალიან კარგი შედეგი იქნება. ნელ-ნელა, გრძელვადიანი, დაახლოებით 2028 ევროპის ჩემპიონატისთვის დასახეთ გეგმა და ყოველი შეხვედრა იმ და არა უახლოესი ტურნირისთვის დასახეთ.
გურამი
08 დეკემბერი 2020 17:20
5
და რა თქვა ტყუილი მაინტერესებს.ზუსტად აღწერა საქართველოს ნაკრების შანსები.თუ ასე არ ფიქრობთ თქვენ გამოუსწორებელი ოპტიმისტები ხართ:):):):):)
lasha
08 დეკემბერი 2020 16:04
23
სანდრო ცნობილაძემაც ეგრევე დაულაიქა)) მაგრად ებრძვის ეგ ბიჭი ამ ფედერაციას. თვითონ როცა ბრძანდებოდა დასაქმებული ფედერაციაში მახსოვს როგორი აყვავებული იყო ქართული ფეხბურთი))))
Goorge
08 დეკემბერი 2020 15:45
8
რა მნიშვნელობა აქვს ვინ ებრძვის და ვინ არა.
ბიუჯეტიდან ამხელა ფულს არასდროს არ ჭამდა ფედერაცია, ამათ დროს გაუჩნდათ შანსი.
0 ნაბიჯი წინ და ბევრი ნაბიჯი უკან
ესაა შედეგი
ვალერი
08 დეკემბერი 2020 18:05
10
მერე სანდრო ცნობილაძის დროს თუ არ კეთდებოდა არაფერი რა გამოდის,რომ ამათმაც არ უნდა გააკეთონ არაფერი?საოცარი ლოგიკაა.
hhh
08 დეკემბერი 2020 17:44
3
ჟიჟიმ რაო ჟიჟიმ? საიამ? ისფედმა? მოგვაწოდეთ ამ ზეკომპეტენტური ხალხის აზრიც თუ შეიძლება
formula
08 დეკემბერი 2020 15:18
4
ბაია პატარაია გამოგრჩა, მისი აზრიც საინტერესოა ამ თემაზე
patrioti
08 დეკემბერი 2020 17:16
6
"პროდასავლური ჟურნალისტის" ლექსიკა ნახე რა, კაროჩე.. ეს ფარისეველი ისეთივე გულშემატკივარია, როგორი პროდავლელიც არის
თბილისი
08 დეკემბერი 2020 14:04
16
შეგნებულად გააკეთა კომენტარი რომ ლანძღვის ობიექტი გახდეს და აბა მივულოცოთ.
Batumi
08 დეკემბერი 2020 13:54
9
მასეც უნდა იყოს აბა ღმერთმა ნუ ქნას ეკონომიკური და კოვიდპრობლემების დაძლევაში უკეთესი პერსპექტივა არ გვქონდეს ვიდრე, ამ ჯგუფის მოგებაში გვაქ, გიჟია ოხერი გვწყევლის.
hhh
08 დეკემბერი 2020 13:35
5
გაიხარე. მაგრა ვიცინე.
პ.ს. ეს ხალხი იუმორზე აცრილია. გაიცინე რა, რა გჭირს?
ჰაჰა
08 დეკემბერი 2020 13:31
26
საკუთარ ქვეყანაზე არ ღადაობენ. გეთანხმები, მაგრამ ფეხბურთზე მინდა და ვღადაობ. რადგან სომხეთმა მოგვიგო, ამიტომ რა საქართველო როგორც ქვეყანა დამარცხებულია? ყველა ხვდება, რომ მაკედონიასთან წაგების მერე გუნდი აიჭრა, თორე გაჩვენებდნენ შედეგს. ან ამ პოლიტიკურ პარტიებზე რატო არ უნდა ვიღადაო, ან ამ არასამთავროებზე, ან ამ გაგანია უნამუსობაზე რაც გარშემო ხდება? ღადაობა, ხუმრობა, ირონია უფრო ძლიერი იარაღია ვიდრე შენნაირი ურაპატრიოტობა.
პ.ს. და ზოგიერთები შეეშვით სხვის დაცენზორებას, საკუთარ გულში ჩაიხედეთ.
ჰაჰა
08 დეკემბერი 2020 18:35
4
საკუთარ ქვეყანაზე პატრიოტი ადამიანები არ "ღადაობენ"
"ობიექტური შემფასებელი"
08 დეკემბერი 2020 14:28
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული