თემურ ქეცბაია: საქართველოს ნაკრებში დაბრუნება არ მსურს და გეტყვით რატომაც...

AutoSharing Option
"მთავარ არხზე" გადაცემა "სპორტის საათის" სტუმარი "ანორთოსისის" ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გახლდათ.

წამყვანმა დავით ერაძემ მას კითხვა დაუსვა, თუ იქნება შეთავაზება, დაბრუნდება თუ არა კიდევ ერთხელ ნაკრებში.

"არა, ნამდვილად არა... მე უმუშევარი არა ვარ და სამსახური უკვე მაქვს. არ მიყვარს, როდესაც რაღაც საქმეს აკეთებ და იმას შუა გზაზე მიატოვებ.

მაშინაც პირველად ნაკრები, რომ ჩავიბარე უკვე 2 გუნდი მყავდა გაყვანილი ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს უნდა ჩამოხვიდეო და უარი ვერ ვთქვი.

სიმართლე გითხრათ, ამან ჩემი როგორც მწვრთნელის განვითარების მხრივ კარგი
როლი ნამდვილად არ ითამაშა.

ახლაც მირეკავენ სხვადასხვა ქვეყნიდან და მთავაზობენ სამუშაოს, მაგრამ მე შუა გზაზე არ დავტოვებ დაწყებულ საქმეს", - ამბობს ქეცბაია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
რაო პეკერმანი ვერ დაკერა ნიკო პატარქალიშვილმა, ის უნდა მოიყვანონ თუ მსოფლიოზე გასვლა გვინდა
david gurgeidze
18:52 16-01-2021
0
ქეცბაია სულელი არ არის საქართველოში იმუშაოს სადაც არაფერი ფასობს. თანაც ამ მკვდრებს რასაც ფეხბურთელები თუ რაც ჰქვიათ, რა მიზანი უნდა დაესახოს. ბოლო ადგილზე ისედაც გავლენ ამას არავითარი სტრატეგია და ტაქტიკა არ სჭირდება. ვინმე მრავალშვილიანები დანიშნეთ მწვრთნელად და თანაშემწეებად, ყოველ ორ წელიწადში შევცვალეთ და ისინიც სულს მოითქვამენ და გუნდიც ბოლო ადგილზე მუდამ იქნება.
ფეოლა
02:28 19-12-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული