თემურ ქეცბაია: საქართველოს ნაკრებში დაბრუნება არ მსურს და გეტყვით რატომაც...

AutoSharing Option
"მთავარ არხზე" გადაცემა "სპორტის საათის" სტუმარი "ანორთოსისის" ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გახლდათ.

წამყვანმა დავით ერაძემ მას კითხვა დაუსვა, თუ იქნება შეთავაზება, დაბრუნდება თუ არა კიდევ ერთხელ ნაკრებში.

"არა, ნამდვილად არა... მე უმუშევარი არა ვარ და სამსახური უკვე მაქვს. არ მიყვარს, როდესაც რაღაც საქმეს აკეთებ და იმას შუა გზაზე მიატოვებ.

მაშინაც პირველად ნაკრები, რომ ჩავიბარე უკვე 2 გუნდი მყავდა გაყვანილი ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს უნდა ჩამოხვიდეო და უარი ვერ ვთქვი.

სიმართლე გითხრათ, ამან ჩემი როგორც მწვრთნელის განვითარების მხრივ კარგი
როლი ნამდვილად არ ითამაშა.

ახლაც მირეკავენ სხვადასხვა ქვეყნიდან და მთავაზობენ სამუშაოს, მაგრამ მე შუა გზაზე არ დავტოვებ დაწყებულ საქმეს", - ამბობს ქეცბაია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
სალუქვაძე და მინაშვილი არაობიქტურები არიან ქეცბასთან მიმართებაში
გიო
19:01 13-12-2020
23
აუ სალუქვაძეს როგორ უხარია და მინაშვილს კიდე:დდდდ
Grisha
17:40 13-12-2020
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული