არველაძე საქართველო-მაკედონიის მატჩზე: მელია და კობახიძე უფრო მნიშვნელოვანნი იყვნენ?! ყველაფერი პოლიტიკას გადავაყოლეთ

AutoSharing Option
"მთავარ არხზე" გადაცემის - "სპორტი დიდ ქალაქში" სტუმარი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი შოთა არველაძე გახლდათ.

მან კომენტარი საქართველოსა და მაკედონიის მატჩის შესახებაც გააკეთა და საკმაოდ კრიტიკულადაც ისაუბრა.

"ვერავინ გააცნობიერა, ეს რა მატჩი იყო. ვერავინ მიხვდა მის მნიშვნელობას. ვერავინ გააანალიზა, რომ ეს მხოლოდ საფეხბურთო წარმატება კი არა, გაცილებით დიდი მოვლენა იქნებოდა ქვეყნისთვის.

12 ნოემბერი საყოველთაო ზეიმის დღედ უნდა ქცეულიყო, ჩვენ კი ის პოლიტიკას გადავაყოლეთ. არცერთი ბანერი, დროშა, არანაირი მუხტი ქალაქის ქუჩებში. სამწუხაროდ, მთავრობა ვერ მიხვდა, რა მატჩი იყო,
მედიაც არ დაეხმარა ამის გაგებაში. ხომ ვუყურებთ ტელევიზორს? ხომ ვხედავდით, რაც ხდებოდა ქვეყანაში. კობახიძე და მელია უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

ფეხბურთის ფედერაციაც დაიბნა, ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ. ფიქრობდნენ, რომ გულშემატკივრის დაშვებით ვირუსის გავრცელებისთვის არ შეეწყოთ ხელი.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ნაკრები ფსიქოლოგიურად ჩამოიშალა. გავიგეთ, რომ ჩაკვეტაძე მაგარია, მაგრამ წელიწადზე მეტია ნაკრებში არ უთამაშია. კი, საწყის ეტაპზე დიდი როლი შეასრულა, მაგრამ შემდეგ უკვე გუნდს ვეღარ ეხმარებოდა და ფინალამდეც დანარჩენი ბიჭებით მივედით. ხვიჩა კვარაცხელია უდავოდ ნიჭიერია და დიდი მომავალი აქვს, მაგრამ 12 ნოემბერს არცერთი არ გვყავდა. გუნდმაც აღარ იცოდა, რა ექნა. ყველა მათ ეძებდა პასისთვის, ამ დროს კი ისინი მოედანზე არ იყვნენ. თითქოს, ყველაფერი მათზე იყო დამოკიდებული.

რა პერსპექტივას ვხედავ? რთულია ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ ახალი წელი მოდის და ახალი იმედებით უნდა ვიყოთ. აგერ, 2023 წელს საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს და ეს მეტად სასიხარულო ამბავია", - ამბობს შოთა არველაძე.

მკითხველის კომენტარები / 35 /
ლევან, ძაან სწორი მიმართულებითაც გაიშვირა შოთიმ ხელი. უნიჭიერესი კაცია, ლაკონურად და ამომწურავად თქვა ყველაფერი.გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო. ერთი წინადადებით ახსნა მთავრობის,ოპოზიციის, ფედერაციის, მწვრთნელის, მედიის და ფეხბურთელების როლი ამ სავალალო მდგომარეობისა. მეტი რა უნდა ეთქვა? გამგებმა გაიგო. საღოლ შოთი. ყველაზე კარგი კანდიდატურაა ეგ ნაკრების მწვრთნელად, ეგ გაიყვანს გუნდს ყველგან. სხვა საკითხია როგორ მოგვარდებიან ეგ და მაფია. არ წამოვა, ამათ თავს არ გაუტოლებს, რადგან მათზე 10 თავით მაღლა დგას, ეს ყველაფერში იგრძნობა.
ლ.მ
04 იანვარი 2021 20:08
1
Ფედერაცია სულ დაბნეულია ხოლმე რაც თავი მახსოვს,თან მაგ პერიოდში კობახიძეს და მელიას კია არა კობიაშვილს არ ეცალა.ეგენი პოლიტიკოსებია არიან და თავის საქმეს აკეთებდნენ (ეგ სხვა საკითხია როგორ).მაგრამ კობიაშვილს აშკარად ვერ გაურკვევია გლდანის დეპუტატი თუ ფედერაციის პრეზიდენტი,აი სად დაიბნა კობი,მაგრამ არ დაიბნა კალაძე და თავის ბიჭი იახლა ლოჟაში.მეც და ჩემ ბიჭებსაც გვინდოდა არანაკლებ წასვლა,დიდი ხნის შეპირებულიც ვიყავი,არანაკლებ უნდოდათ წასვლა მაგრამ...შოთი უდიდეს პატივს გცემ,მაგრამ თითი სწორი მიმართულებით უნდა გაიშვირო.ასეთ შემთხვევაში ყველა გვერდში ამოგიდგებით.
Levan
29 დეკემბერი 2020 14:19
5
აწი გვიანია ამაზე ლაპარაკი!
დავით 67
29 დეკემბერი 2020 06:20
1
კობიაშვილი თავის წონა ოქროს მოხვეტავს და კალაძეს ფეხებზე შეატოვებს ტალახში ჩაძირულ ვირს... ააა ნახავთ თუ ეგრე არ მოხდება...
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
28 დეკემბერი 2020 16:50
22
უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ ჩოყლაყის ღრუბელ-ღრუბელ ფარფატს და სტაფილო ნაჭამ ზებრას კუნტრუშს გადავაყოლეთ ქვეყანა... როგორა თქვა? ... ჩისკოს ....ტუფლებიც ... ვატირეო ... არაა?
კ ო მ ბ ლ ე
28 დეკემბერი 2020 16:48
7
შოთი, ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ კობახიძის ნაცვლად ივანიშვილი უნდა გეხსენებინა.
ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი!
თამაზი
28 დეკემბერი 2020 15:56
16
უმაგრესი კაცი ხარ!სრული სიმართლე!ხმას ვერავინ იღებს შენს მეტი!ფედერაციამ ხომ უღალატა ქვეყანას!!ვეტერანებიდან მხოლოდ შენ იძახი სიმართლეს!!სად ხართ!!კობი,კალა,ალექსს და კიდევ და კიდევ!!ისე ჩვენი გულისთვის,გულშემატკივარს ვგულისხმობ!!ადექი და გავრისკე!!მოდი ნაკრებში!
გენო
28 დეკემბერი 2020 15:52
9
შოთი სუსტი მახსოვრობის ბრალია ვითომ? კარლოიეს ბაღანაც იქ იყო სხვათაშორის
დინამოელი
28 დეკემბერი 2020 15:20
6
სხვის ომში ყველა გმირია. არველაძე როცა თამაშობდა და ე.წ. "ოქროს თაობა" იყო, საქართველოს ნაკრებს არაფრისთვის მიუღწევია. რამდენიმე მარცხი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევ მატჩებში ალბანეთის, მოლდოვის, ლატვიის უსუსტეს გუნდებთან. დიდი ანგარიშით დამარცხებები და ა.შ. დღემდე უელსთან 5:0 გამარჯვებას და ქინქლაძის კარგ თამაშს იხსენებენ. მაშინდელი უელსი ძალზე დაბალი კლასის იყო და დღევანდელს ვერაფრით შეედრებოდა. "მილანში", "სიტიში", "ნიუკასლში", "აიაქსში", "ფრაიბურგში", "აინტრახტში", "დანდიში"(რუსულ კლუბებზე აღარ ვსაუბრობ) მოთამაშე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრები რომ ძალზე წარუმატებელი იყო, "როტორსა" და "რუბინში" მოთამაშე ფეხბურთელებს მეტს თხოვთ?! მოკლედ, დღევანდელი ნაკრებისგან შეიძლება უკეთესი რამე მივიღოთ, ვიდრე იმ "მაგარი" ნაკრებისგან, სადაც ქეცბაიას, ხანდახან ქინქლაძის და ცქიტიშვილის მეტი ჯიგრით არავინ თამაშობდა.
არველაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე არ დატანხმდება, რადგან იცის, ვერაფერს შეძლებს და ჭკუს დამრიგებლის პოზიციაში ყოფნა ურცევნია.
ლადო
28 დეკემბერი 2020 15:17
7
როცა არველაძე თამაშობდა მაშინ მაყურებელიც იყო დროშაც და მისი ტარიც მაგრამ ვერც მაშინ გადიოდა ნაკრები ევროპაზე.როცა 37-წლის კაცს უკეთესი ფიზიკური მომზადება აქვს ვიდრე 27წლისას იქ დამთავრებულია ყველაფერი.ვინ-ვინ და არველაძემ მშვენივრად იცის რომ ნაკრების მწვრთნელი ვერ ასწავლის ფეხბურთელს ორივე ფეხით თამაშს კარში დარტყმას სირბილს და მსგავს ელემენტებს რაც ჩვენს ფეხბურთელებს არ შეუძლიათ.
w
28 დეკემბერი 2020 12:44
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული