"სამარცხვინო, დაბეჩავებული, გაუბედურებული" - ნიკა გვარამიამ ქართული ფეხბურთი წლის სირცხვილად დაასახელა

AutoSharing Option
"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა 2020 წელი შეაჯამა. 10 ნომინაცია და 10 გამარჯვებული გადაცემა "მთავარი აქცენტების" სპეციალურ ეთერში დასახელდა.

წლის დამარცხებულის ნომინაციაში გვარამიამ ქართული ფეხბურთი დაასახელა.

"წლის დამარცხებული პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით არის ქართული ფეხბურთი. წლის სამარცხვინო, დაბეჩავებული და გაუბედურებული, რომელმაც წააგო ყველაფერი და ყველასთან.

ჩვენ წავაგეთ ყველაფერი და ყველასთან და გავუშვით ისტორიული შანსი. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება სთხოვდეს პასუხს, ქართული ფეხბურთის ჩინოვნიკები სცემენ გულშემატკივრებს.

წლის დამარცხებული და დაბეჩავებული ქართული ფეხბურთია", - თქვა გვარამიამ.
მკითხველის კომენტარები / 74 /
არ მომისმენია, არც ვუყურებ, მაგრამ ალბათ ერთადერთი სიმართლე თქვა ბოლო ერთ წელიწადში. საოცარი შანსი ჰქონდა დინამოსაც და ნაკრებსაც, პლეი ოფის გარდა, ც ლიგაშიც ძალიან გაუხარდა და თუკი სადმე შეგვეძლო, ყველგან ჩავფლავდით. ასეთი სამარცხვინო წელი ალბათ სხვა არც ერთ სფეროში არ გვქონია.
Lasha
02 იანვარი 2021 22:28
5
გვარამია საქართველოს ვარამია
niko
02 იანვარი 2021 20:15
26
და საქართველოს სიხარული ვინ არის? ეგეც დაგეწერა
ბოცო
04 იანვარი 2021 01:27
2
ამის სახელობის წელი არიყო რო გავიარეთ ამას ფეხბურთი ისე აინტერესებს როგორც მე ჩინური ან რას აპიარებთ ამ უზრდელს და უზნეოს.
Zaza
01 იანვარი 2021 13:52
15
ზევით ვიღაც წერს რომელი ფეხბურთის ექსპერტი ეს არისო:):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):)ქართულ ფეხბურთს რომ არც დედა ყავს და არც მამა(მამები უფრო პოლიტიკისკენ)ამას რათ უნდა ექსპერტობა.
lasha
03 იანვარი 2021 14:33
9
ესეიგი ესენი ისე იყვნენ ხალხის გამწარებას მიჩვეული კიდევ არასვენებს ამას გამჩენი,რომელი საფეხბურთო ექსპერტი ან გულშემატკივარი მყავს გვარამია, რაღაცა დებილურ აზრებს რო აფრქვევს და ვითომ რო პროფესორობს.ამან სტადიონებს რო ანგრევდნენ თვითონ იმაზე ილაპარაკოს ჯობია.
ziko
02 იანვარი 2021 15:32
24
სულელური არგუმენტია.ჭკვიანური რამე მოიფიქრეთ.აღარ აქვს ის დონე ქოცების ნარატივს დდ.ისინი ანგრევდენ და ამიტომ ჩვენც უნდა ვანგრიოთ ვლეწოთ და ვპუტოთ არ გამოვა.
თემო
02 იანვარი 2021 22:55
15
პირველად ვეთანახმები რაღაცაში.
გიგა
01 იანვარი 2021 21:07
17
გვარო, შენ და შენს თანამოაზრეებს თავმოყვარეობა 1%-იც კი არა გაქვთ, საერთოდ არა გაქვთ! ვიცი არ გჯერავთ და იტყვი რეებს ბოდავო...
მაშინ გეტყვი, გაგანათლებთ. ბიჭო, აბა კარგად დაფიქრდი და დაფიქრდით, შენ, თქვენ სასომხეთში რომ ცხოვრობდე და იყო ძალიან კარგი პოლიტიკოსი, კარგად აზროვნებდე, წარმატებული იყო და ასე შემდ... პრეზიდენტად გაგიშვებდნენ სომხები?.. (როგორი კარგიც არუნდა იყო) ახლა გეკითხებიდა გეკითხებით, ოთხი თუ სამნახევარი მილიონიან ქვეყანაში როგორ შეიძლება ქართველი არ მოიძებნოს და მას არ დაუთმო საპრეზიდენტო იქნება თუ საპრემიერო სკამი... რატომ გინდა და რატომ ემსახურები ვიღაც სააკიანს რომელმაც ქვეყანას 20%-ი ჩამოაჭრა და რუსებს გადასცა ბიძამისის დახმარებით, შენ ხომ კარგად იცი რომ ორივე, მიშას და ბიძამისიც დამპალი კაგებეშნიკები არიან, ხომ კარგად იცი და რატომ ემონები და ემონებით შენ და შენი „მოაზროვნეები“ ?!......... ნუთუ ბოლოს და ბოლოს შენი გონება არ განათდება?..
სიმართლე, სიმართლე და სიმართლე პირადად გვარამიას!
02 იანვარი 2021 14:18
20
ამნაირი კომენტარები ჯობია არ ქვეყნდებოდეს, მაგრამ რას ვიზამ... ერთი დისლაიქი ჩემგან
აბდაუბდა
04 იანვარი 2021 02:13
0
ეს არის ერთადერთი შემთხვევა , როცა ულაპარაკოდ ვფიქრობ, რომ მართალი ხარ.
izi
02 იანვარი 2021 12:07
18
ლაშა ტალახაძემ ყველაფერი რო მოიგო ოლიმპიადით დაწყებული მსოფლიო და ევროპის ჩემპიონქტებით დამთავრებული, ეს კვერცხი მაშინაც და ეხაც ლანძღავს. რატომ? იმიტომ რომ თავისი პარტიის მომხრე არარი. ამათ არაფერი ქართული არუყვართ ძმას ვფიცავარ ამ აზრამდე ვარ უკვე მისული. ესრომ გულწრფელი იყოს და მართლა ადარდებდეს კიდე ხო მაგრამ ვინმეს ჯერა რომ ამ ვაი ტიპს მართლა ადარდებს? 5 ქართველ ფეხბურთელს ვერ ჩამოთვლის რო კითხო
ქართველი
02 იანვარი 2021 14:38
10
ეს ის ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ნიკა გვარამიას რაიმეში ვეთანხმები
შაკო
01 იანვარი 2021 15:52
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული