წლის დამარცხებულის ნომინაციაში გვარამიამ ქართული ფეხბურთი დაასახელა.
"წლის დამარცხებული პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით არის ქართული ფეხბურთი. წლის სამარცხვინო, დაბეჩავებული და გაუბედურებული, რომელმაც წააგო ყველაფერი და ყველასთან.
ჩვენ წავაგეთ ყველაფერი და ყველასთან და გავუშვით ისტორიული შანსი. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება სთხოვდეს პასუხს, ქართული ფეხბურთის ჩინოვნიკები სცემენ გულშემატკივრებს.
წლის დამარცხებული და დაბეჩავებული ქართული ფეხბურთია", - თქვა გვარამიამ.
დავფიქრდეთ:
საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ლიგის 16 გუნდი ასევე გავყოთ 4 ჯგუფად, ვათამაშოთ ერთმანეთტან, და მერე მოვაწყოთ ნახევარფინალები და ფინალი უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ, ან ევროპა-ლიგაზე საასპარეზოდ.
სად მიგვიყვანს ეს დაუფიქრებელი სისულელე? წარმატებებისკენ? საეჭვოა.
ასეთივე სისულელე თავში მოუვიდა UEFA-საც, როცა დაუშვა ევროპის უდაბლესი ეშელონის გუნდი უმაღლეს დონეზე სათამაშოდ. არა მგონია, რომ ამ უსამსრთლობამ დასჯის სახით კორონავირუსი გამოიწვია, მაგრამ UEFA დროზე გამოფხიზლდა და ამ წლიდან მეოთხე ეშელონის გუნდს უკვე აღარ დაუშვებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე.
ასე რომ, ჯერ გავიზარდოთ, რომ მომავალში ღირსეულად გავიდეთ ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე და მოგებისთვის ვიბრძოლოთ.
კმაყოფილი ხარ უმწეო ნაკრებით და გასაცოდავებული ჩემპიონატით?