ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა და მოგვიანებით, მწვრთნელმა სერხიო ბატისტამ სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მზად არის საქართველოს ნაკრების ჩასაბარებლად.
"ჯგუფში, რომელიშიც საქართველოს ნაკრები მოხვდა, ყველაზე ძლიერი მეტოქე, რა თქმა უნდა, ესპანეთია, ხოლო დანარჩენები ერთი დონის გუნდები არიან.
საქართველო რთულ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია.
მზად ვარ ჩამოვიდე საქართველოში და ეროვნული ნაკრები მაღალი დონის შემტევ, სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოვაყალიბო,"- განაცხადა ბატისტამ.
58 წლის ბატისტამ სამწვრთნელო კარიერა 2000 წელს ურუგვაულ კლუბ "ბელა ვისტაში" დაიწყო.
შემდეგ იყო "არგენტინოს ხუნიორსი", "გოდოი კრუსი", არგენტინის ოლიმპიური ნაკრები, რომელთან ერთადაც 2008 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვა(ერთადერთი ტიტული სამწვრთნელო დონეზე), არგენტინის ნაკრები, "შანხაი შენხუა" და ბოლოს საფეხბურთო კლუბი "ყატარი".
გადაწყდა!
თანაშემწედ ვერონი მოყავს.
Ise gadaoba iqneba magra ro moxodos es batebi 8 tamashi 24 qula ro gvqondes.
Gusins danishnaven bolos,kalas gundeli iyo kievshi da esec batistas pontiao
სალუქვაძეს დაანიშნინეს ან თახვს რო გავს იმ კაცს ალბათ, სათვალეებიანი ლელოს ჟურნალისტი როა, ან ბიძინა ბარათაშვილს ვირაცას მაგ სამიდან