სერხიო ბატისტა: მზად ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გავხდე

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა და მოგვიანებით, მწვრთნელმა სერხიო ბატისტამ სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მზად არის საქართველოს ნაკრების ჩასაბარებლად.

"ჯგუფში, რომელიშიც საქართველოს ნაკრები მოხვდა, ყველაზე ძლიერი მეტოქე, რა თქმა უნდა, ესპანეთია, ხოლო დანარჩენები ერთი დონის გუნდები არიან.

საქართველო რთულ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია.

მზად ვარ ჩამოვიდე საქართველოში და ეროვნული ნაკრები მაღალი დონის შემტევ, სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოვაყალიბო,"- განაცხადა ბატისტამ.

58 წლის ბატისტამ სამწვრთნელო კარიერა 2000 წელს ურუგვაულ კლუბ "ბელა ვისტაში" დაიწყო.
შემდეგ იყო "არგენტინოს ხუნიორსი", "გოდოი კრუსი", არგენტინის ოლიმპიური ნაკრები, რომელთან ერთადაც 2008 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვა(ერთადერთი ტიტული სამწვრთნელო დონეზე), არგენტინის ნაკრები, "შანხაი შენხუა" და ბოლოს საფეხბურთო კლუბი "ყატარი".






მკითხველის კომენტარები / 82 /
ცამადნებზე ვზივარი და გულს ნუ აუცრუებთ ამ კაცს... ეს სურათი მარადონას გვერდით გადაღებული, რომ დადეთ, რაო? რეკლამისათვის დიეგოს ბრატი იყივო? თუ ეგეც კოკაინის ქვეშ დარბის???
კ ო მ ბ ლ ე
23 იანვარი 2021 02:20
0
ჩამოდის ბატისტუტა!!
გადაწყდა!
თანაშემწედ ვერონი მოყავს.
მიდი მოვდივარ
20 იანვარი 2021 21:23
1
სანამ ეგ გაერკვევა.უკვე 3 თამაში ექნება წაგებული.ქართველი მწვრთნელიიი!!!!!
გია
19 იანვარი 2021 15:25
0
ქართულ ფეხბურთს არასდროს არაფერი არ ეშველება,ვისაც უნდა იმან ჩაიბაროს!!!... ამდენი წლები ველოდით და უნდა გაგვეხარა ცოტახნით და ცოტათი მაინც მაგრამ,მალაფეც მაკედონიას....:)) სატირალია სასაცილო რომ არ იყოს
ხვიჩა
19 იანვარი 2021 02:03
2
ლუიშ ფელიპე სკოლარი ან კარლოს დუნგა არ ჯობია?! ჩვენც ხომ კავკასიელ ბრაზილიელებს გვეძახიან (არ ვიცი ვინ გვეძახის, მაგრამ გვეძახიან) და კარგად გავუგებთ ერთმანეთს, თუ ვერ გავუგებთ და კი წავლენ თავის გზით. ისეთები წასულან...
ჟოაო
19 იანვარი 2021 01:19
2
სწორად უნდა შეირჩეს ნაკრების მწვრთნელი რადგან უამრავი სამუშაო ექნება მას ნაკრებში ჩასატარებელი, ყველაფერი თავიდან არის დასაწყები რადგან გუნდი გასაახალგაზრდავებელია, არიან ფეხბურთელები რომლებიც ნაკრების ყურადღებას იმსახურებენ თუ ქართველს არ ნიშნავენ სამხრეთ ამერიკის ბაზარი საინტერესოა, ეს ბატისტა რამდენად გამოადგება ჩვენ ნაკრებს ძნელი სათქმელია,ალბათ უფრო არ გამოადგებოდა, მაგრამ არიან არგენტინაში და ბრაზილიაში მწვრთნელები რომლებიც ნაკრებს კარგ შემტევ ფეხბურთს ათამაშებდა, უბრალოდ ამ კუთხით სწორი მუშაობაა საჭირო,ზოგადად სამხრეთ ამერიკელი ნაკრებში მწვრთნელად ძალიან კარგი იქნებოდა, რადგან ქრთულ მენტალიტეტთან ისინი ახლოს არიან,ან თუნდაც მექსიკელი ხავიერ აგირე კარგი იქნებოდა მწვრთნელად, მაღალი კვალიფიკაცის მწვრთნელია აგირე.
ziko
18 იანვარი 2021 20:18
3
კი ბატისტუტა მაგარი კანდიდატია მგონი. ისე თვითონ მაგარი მეკარე იყო ძაან, მაგრამ ნაკრებში მაინც ჟირესს აყენებდა მწვრთნელი ხოლმე პირველ ნომრად. სტაჟიან გულშემატკივარს კი გვახსოვს რა მგელი მეკარეები იყვნენ ორივე ბატისტუტაც და ჟირესიც.მარა პლატინი ორივეს უჯოკრავდა. პენლებს მაგრა იღებდა.
მიდი მოვდივარ
19 იანვარი 2021 00:56
5
ამის მერე რო მწვრთვნელად დანიშვან კაცს :)
me
18 იანვარი 2021 19:58
4
Bautistaa..
Ise gadaoba iqneba magra ro moxodos es batebi 8 tamashi 24 qula ro gvqondes.

Gusins danishnaven bolos,kalas gundeli iyo kievshi da esec batistas pontiao
Levani
18 იანვარი 2021 19:09
1
კაკრაზ აი თამადა კაცებს რო გაგისწორდებათ ეგეთი არჩევანია რა გინდათ ყველა თქვენ კრიტერიუმში ჯდება, "შემტევი ფეხბურთის მოთამაშე" ქვეყნიდანაა, კაი სმა-ჭამა და ქალებიც ეყვარება. დისციპლინის და ტაქტიკის მოყვარული მწვრთნელი თქვენ თვითონ არ გინდათ არა ქართველმა ჩაკეტილი ფეხბურთი არ უნდა ითამაშოს გენში გვაქ ბარსელონობა და აიაქსობაო და აჰა გაგისწორეს რა.
სალუქვაძეს დაანიშნინეს ან თახვს რო გავს იმ კაცს ალბათ, სათვალეებიანი ლელოს ჟურნალისტი როა, ან ბიძინა ბარათაშვილს ვირაცას მაგ სამიდან
akofaant gurama
18 იანვარი 2021 18:52
2
ერთი ამ არგენტინელებს გაგვაგებინეთ, ეს ტამადობა და ღიპიანობა რა არის??? მსგავსი არაფერი არ გვსმენია, ჩვენი ლიბერალებისგანაც არ გაგვიგონია
Argentineli.Inchasi
19 იანვარი 2021 05:40
1
ბატისტაა ბოლოს და ბოლოს თუ ბატისტუტა?
ალექსი
18 იანვარი 2021 18:03
4
აუ შენ ჩემზე წინ ხარ გეტყობა
მიდი მოვდივარ
19 იანვარი 2021 00:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული