ბათუმის "დინამო" "ლვოვს" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ პირველ ამხანაგურ მატჩში ბათუმის "დინამო" "ლვოვს" დაუზავდა - 1:1.

ანგარიში უკრაინელებმა 30-ე წუთზე რენანის გოლით გახსნეს, 70-ე წუთზე კი საპასუხო გოლი გრიგოლ ჩაბრაძემ გაიტანა.

ბათუმის "დინამოს" შეკრება ბელეკში 20 თებერვლამდე გაგრძელდება, სადაც 9 თებერვალს "ბელარუსის" "რუხს" შეხვდება, 13 თებერვლს რუსეთის "არსენალს", კიდევ ორი მეტოქის ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"დინამო" (ბთ) (სასტარტო): კუპატაძე, ჩალაძე, აზაცკი, კობახიძე, მამუჩაშვილი, ტეიდი, ალთუნაშვილი, გროზურეკი, ჯიღაური, ფანცულაია, ნიქაბაძე

ცვლილებაზე შევიდნენ: ჩალაძე – გეგეჭკორი, ფანცულაია – მანჯგალაძე, ნიქაბაძე – სანოგო, გროზურეკი
– ჩაბრაძე, სანოგო – ზარია, ჯიღაური – ჯიჯავაძე, ტეიდი – აზაროვი, ალთუნაშვილი – თევდორაძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული