ლევან მჭედლიძე საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა

AutoSharing Option
30 წლის ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე კარიერას ბათუმის "დინამოში" განაგრძობს.

როგორც ზღვისპირული გუნდის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა, ლევანი დღეს გაფრინდება თურქეთში, სადაც "დინამო" შეკრებას გადის.

საინტერესოა, რომ მჭედლიძე გუშინ "პირველი არხის" სტუმარი გახლდათ, სადაც განაცხადა, რომ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და ნელ-ნელა ფიზიკურად უკეთეს ფორმაში შედიოდა.

მან ასევე თქვა, რომ მოლაპარაკებებს "ემპოლისთან" და სხვა გუნდებთან აწარმოებდა. მჭედლიძე ბოლოს თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა, რომელიც 2019 წლის ბოლოს დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველა ქართველი ფეხბურთელის ჭეშმარიტი ადგილია საქართველოს ჩემპიონატი!
ლევანი
11:20 13-02-2021
0
თუ ტრამვა არ მიიღო ისევ, ითამაშებს მაღალ დონეზე!
ლუსიო
08:43 13-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული