ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში

AutoSharing Option
Postv-ზე გეგი კიკაბიძის სპორტული გადაცემის სტუმარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი გახლდათ, რომელმაც ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლის ასისტენტების შესახებ ისაუბრა.

"სანიოლს მხოლოდ ერთი ასისტენტი ჩამოჰყავს, ტუნისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ადელ შედლი. მის შტაბში იქნება ზურაბ ხიზანიშვილი. ნაკრებში დიდი ხანია არიან და მუშაობას განაგრძობენ მეკარეების მწვრთნელი დავით გვარამაძე და ანალიტიკოსი ირაკლი ჩიტაური. გასარკვევი არის მხოლოდ ფიზმომზადების მწვრთნელის საკითხი და ის სანიოლის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გადაწყდება. ჩვენ უკვე შერჩეული გვყავს რამოდენიმე კანდიდატი, მწვრთნელთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხს და გადავწყვეტთ", - თქვა
იაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
კაცი დაინიშნა, ამ საქმეს 2 წელი აღარაფერი ეშველება, ამიტომ გაუმართლებელია არაფრით გამაგრებული პესიმიზმი, ანუ ყველამ ჩვენთვის შევინახოთ პესიმიზმი და ამოვუდგეთ მხარში, ფედერაციას კი არა, ნაკრებს და სამწვრთნელო შტაბს, დავიცათ მათ საქმეში ფედერაციის მრუდე ჩარევებისაგან.
ჰავლაბრელი ტიღუა
16:06 21-02-2021
0
მე აქმდეც დიდი ოპტიმიზმით არ ვუყურებდი შესარჩევის დაწყებას მარა ახლა უკვე მეშინია ისეთი სამწვრთნელო შტაბი გვყავს.DD
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული