რა მიზანი დაუსახა სანიოლს სფფ-იმ და რა ანაზღაურება ექნება მას - ალექსანდრე იაშვილის პასუხი

AutoSharing Option
სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ნაკრების ახალ მწვრთნელ ვილი სანიოლის შესახებ ტელეკომპანია "არგოს" ეთერში ისაუბრა.

მან განმარტება კონტრაქტზე გააკეთა და აღნიშნა, რა შემთხვევაში ჩაითვლება ფრანგი სპეციალისტის მუშაობა წარმატებულად.

"ახალ მწვრთნელთან კონტრაქტი 2+2 სისტემით გაფორმდა. მას დავუსახეთ კონკრეტული მიზანი - შესარჩევ ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილი უნდა დავიკავოთ და უნდა მოვიგოთ ერთა ლიგის ჯგუფი! თუკი ეს არ შესრულდება, ხელშეკრულება არ გახანგრძლივდება. რაც შეეხება ანაზღაურებას, ისიც შედეგებზე იქნება დამოკიდებული", - თქვა იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 25 მარტს შვედეთთან საგარეო
მატჩით დაიწყებს.

ჩვენი ნაკრების ჯგუფში ასევე ესპანეთი, საბერძნეთი და კოსოვო იასპარეზებენ.


მკითხველის კომენტარები / 28 /
გამომუშავებით ყოფილა ხელფასი?! ყველა დებილია თქვენს მეტი, არა?
ტოტო
05 მარტი 2021 18:23
0
ეს ვერ გამიგია, ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილი წარმატებაა? ვერ გადიხარ ხო მესამე ადგილით, სხვა კალათაში მოხვედრა არ ნიშნავს შემდეგ შესარჩევში ავტომატურად გამარჯვებას, ანუ კიდევ ერთი ციკლი მინიმუმ უნდა ველოდოთ და ამის შემდეგ დავუსახოთ ჯგუფიდან გასვლა?
გელა
26 თებერვალი 2021 10:20
4
Mcvrtnels ra mnishvneloba aakvs tu federaciashi igive xalxi ikneba da fexburtelebi . Axlebi unda atamashot umaglesi donis bichebi gvyavs imat ar idzaxeben
Fifo
22 თებერვალი 2021 17:30
2
არც მე ვარ ამ გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული და მეც მინდოდა კლოპი ან გვარდიოლა ნაკრების მწვრთნელად, მაგრამ წინასწარ რატომ ლანძღავთ ამ კაცს?!. სანიოლს იმდენად მაღალ დონეზა აქვს სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთი ნათამაშები და ისეთ მწვრთნელებთან აქვს ნამუშევარი არამგონია გამოცდილება აკლდეს. საფრანგეთის ახალგაზრდულის, ბორდოს და ბაიერნის მწვრთნელად ლიცენზიის გარეშე არავინ დანიშნავდა ანუ განათლებაც მიღებული აქვს. ზიდანი ისე გახდა რეალის მწვრთნელი მხოლოდ ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. ცხრა წლის განმავლობაში გერმანულ გრანდში თამაშობდა რაც დისციპლინის მხრივ ძალიან წაადგება ნაკრებს და ტექნიკა ან შემტევი ფეხბურთის სიყვარული არამგონია ჩვენზე ნაკლები ჰქონდეს ფრანგებს. აქ რომ, წერთ ეგეთები აქაც კი იყვნენ და ბარემ დაგენიშნათო, ერთი კაცი მითხარით საქართველოში ვისაც ამის დონეზე ნათამაშები ან ნამუშევარი აქვს და მწვრთნელობა უნდა?!. ცხადაძის დანიშვნას, რომ ითხოვთ რა გააკეთა მაგ კაცმა სანიოლზე მეტი? არ ჯობია კაცი ორი წელი ბორდოს მწვრთნელი და ორი წელი ბაიერნის მწვრთნელის ასისტენტი იყო ვიდრე ათი წელი აზერბაიჯანის და ყაზახეთის ჭ კლასის გუნდების?!. ეგ კაცი არ იყო მეტი ხელფასის გამო ორ დღეში, რომ მიატოვა ახალგაზრდული ნაკრები და აზერბაიჯანულ გუნდში გაიქცა? ან რა დამსახურებისთვის უხდიდა ფედერაცია ასი ათას ლარს თვეში? სიჭინავას, რომ აძლევდა "ატკატს" და მერე ერთი ლარით არ შეიმცირა ხელფასი. მისი მწვრთნელობის დროს არ გაგვანადგურა ესტონეთმა და პოლონეთმა? ერთხელ დავმარცხდით ღირსეულად გერმანიასთან და სულ ეს არის მისი დამსახურება. ასეთი გამონათებები ყოველთის აქვს ნაკრებს რამოდენიმე წელიწადში ერთხელ.
H
22 თებერვალი 2021 15:14
0
და რატომ მე 3 -ე ადგილი,ესპანეთი გასაგებია პირველია, დანარჩენი ვინ ფეხებია ეგენი,ყველა უნდა დავანგრიოთ ,რა შეშინებული ხართ ეს ფედერაცია, თამაშია ეგ თამაში! სამამულო ომში კი არ გიშვებენ.
დევკალიონი
21 თებერვალი 2021 20:20
4
ფეხბურთის ფედერაციას საერთოდ რაიმეზე თუ აქვთ პასუხიმგებლობა?თავიდან მოსუები არ იყვნენ რაგაც დონეზე აწყობილი ნაკრები დაშალეს,მოიყვანეს მწვრთნელი რომელმაც ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში უშანსოდ წააგო და ერთა ლიგაზეც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა ნაკრების თამაში,სანიოლის ჩამოსვლაც უკვე გაუგებრობებით იწყება,ნაკრებიში მუშაობის არანაირი გმოცდილება არ აქვს,ხელფასი რამდენი ექნება არავინ იცის,კონტრაქტში იმის მაგივრად რომ ეწეროს გარკვეულად რამდენად უნდა იყოს დატვირთული ახლი მწვრთნელი საქართვლოში ყოფნით გვეუბნებიან რომ ხშირად ჩამოვაო.
ვილი
21 თებერვალი 2021 14:13
1
ვერ გაჩარხეს მაინცდამაინც ეკონომიურად მომგებიანი საქმე. ბოლო ადგილის შემთხვევაში ფულზე უარის თქმა უნდა მოსწეოდა. ჩვენ ხომ უკვე ვიცით რომელ ადგილს დავიკავებთ...
სარფიანი იქნებოდა
21 თებერვალი 2021 04:11
1
მესამე ადგილიო:) ანუ კოსოვოს და საბერძნეთს უნდა გავასწროთ:) ჯობდათ არ დაგენიშნათ, ან ეხლავე მოხსენით. ერთა ლიგის მოგება კიდე რეალურია, თუ ბოჭები ახალგაზრდები ფორმაში იქნებიან, აი როგორც, გიომ მოიგო ჯგუფი და ხვიჩამ ფინალში გაგვიყვანა
გოგა
20 თებერვალი 2021 22:04
1
მარტის თამაშებში გამოჩნდება რა მწვრთნელიც არის ეგ სანიოლი. დიდი მოლოდინები არ მაქვს, ვფიქრობ სამივე თამაშს წავაგებთ, ამიტომაც ჯობდა ეგ ხელფასი ქართველ მწვრთნელზე მიეცათ რაც სანიოლს უნდა გადაუხადონ
Bond
20 თებერვალი 2021 19:50
8
რომელი მწვრთნელის ან რომელი პოლიტიკოსის ან დეპუტატის ხელფასი ყოფილა ჩვენს ქვეყანაში საჯარო?არარსებობს პრეცედენტი გარდა გამსახურდიას ხელისუფლებისა ეს რომ ცნობილი ყოფილიყო,თვითონ პრეზიდენტი გამსახურდია უხელფასოდ მართავდა(ვინ აცალა მართვა)ქვეყანას,მერე რაღაც მიზერული დაენიშნა კანონმდებლობით აუცილებელი და უმალ ბავშვთა სახლს ერიცხებოდა მისივე მოთხოვნით აი მოკლედ როგორ შეიძლება უახლოესი 30 წლის ისტორიის დაწერა,სულ ეს არის ჩვენი ფსევდო დამოუკიდებლობის ისტორია...
ბაჩი
20 თებერვალი 2021 17:10
9
ამაზე უნლაიქს რომ დაწერს კაცი ის კაცი აქ არ დაბადებულა? ან თუ პატარაა ასაკით უახლოესი ისტორია არ იცის?მშობლები(არც სკოლა) არ უყვებიან ბავშვებს იმას რაც უნდა იცოდნენ ხოლო რაც არ უნდა იცოდნენ იმის ცოდნას არ უშლიან...
emigrant
21 თებერვალი 2021 12:32
1
რა თქმა უნდა ვინ აცალა, მანანა მაგას აცდიდა მართვას?... რა დროს ეგ არის საერთოდ
War
20 თებერვალი 2021 23:17
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული