გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
ua-football-ი ჟურნალისტ იგორ ციგანიკის ინფორმაციას ავრცელებს, რომ კიევის "დინამოდან" "ვორსკლაში" იჯარით გაშვებულმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

"არცთუ კარგი სიახლე უკრაინული ფეხბურთისთვის. გიორგი წიტაიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მომავალში საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. აი, ასეთი პოზიცია აქვს ფეხბურთელს.

რამდენიმე თვის წინ წიტაიშვილს ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც ძალიან უყვარდა. როდესაც ფეხბურთელი ბაბუის დაკრძალვაზე მივიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ ბაბუის სურვილი იყო, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ახლა წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში საასპარეზოდ ემზადება".

გიორგი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონია და აქამდე ორჭოფობდა,
თუ რომელ ნაკრებში ეთამაშა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობა "სერენის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ უნდა მიიღოს და მალე ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განკარგულებაში გადახალისებული შეტევის ხაზი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 83 /
Maradishviliz gvinda,sheteva zlierdeba,ai sakrdeni naxevarzmelis poziziaze beberi kankava da polonetis gundhi zamenaze motamashe kvekveskiri gkvkavs!
qomagi
23 თებერვალი 2021 02:55
3
Qvilitaiebs da elguja lobjanidzeebs daerxat mag gachirvebis tavdamsxmelebs
Levani
23 თებერვალი 2021 02:24
6
აი ბაბუამისი ყოფილა კაცი ღმერთმა გაანათლოს მისი სული ძალიანნდიდი პატივისცემა ორივეს
KA
23 თებერვალი 2021 01:54
0
რაო-რაო? ბაბუის სურვილის გამო გადაწყვიტაო?! ამაზე ის მომაგონდა, ბებერი იუპ ჰაინკესი რომ დაბრუნდა "ბავარიაში" და თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: "ჩემმა ძაღლმა მირჩიაო". მოკლედ - "მიზეზ-მიზეზ, დოს მარილი აკლიაო ..."
fani
23 თებერვალი 2021 01:42
29
ნუ განიკითხავთ იმის გამო ბევრს ფიქრობდაო... დასაფასებელია მისი არჩევანი. ჩვენი უპერსპექტივო ნაკრების ფონზე ჰქონდა შესაძლებლობა სიმპათიურ უკრაინის ნაკრებში თამაშის, ფეხბურთელისთვის კი ეს ცოტა არაა... მითუმეტეს რომ ეს ბიჭი არაა საქართველოში გაზრდილი...
მინდია
23 თებერვალი 2021 01:28
7
კარგი მამის კარგი შვილი გიორგი წიტაიშვილი)))
დავით
23 თებერვალი 2021 01:15
3
გადარჩენილები ვართ. ისე მაგრად ტეხავს ამ გადაეყვეტილების მიღებას დიდი ფიქრი რომ ჭირდება.
ზურა
23 თებერვალი 2021 01:12
8
შესაძლოა გოგიაც?
ბაჩი
23 თებერვალი 2021 01:07
2
... 2019 წელს უჯრაინის U20 ნაკრებში მსფლიო ჩემპიონი გახდა!!! კორეას მოუგეს ფინალი 3:1!!! მსამე გოლი წიტაიშვილმა გაიტანა!!! წარმატებები!!!
დათო
23 თებერვალი 2021 00:55
1
კარგი ამბავია.ზუსტად ასეთი მოძრავი ნახევარმცველები ჭირდება დღეს საქართველოს ნაკრებს.
ziko
23 თებერვალი 2021 00:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული