ესპანეთის ნაკრებთანაც ცარიელი ტრიბუნებით - გულშემატკივრებს სტადიონზე არ შეუშვებენ?!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ისევ მხარდაჭერის გარეშე დარჩა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმის შესახებ ისაუბრა:

"პირველი მარტიდან საქმიანობას განაახლებენ თეატრები, სპორტული კლუბები; პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) - პირველი აპრილიდან".

ასე რომ, სტადიონებზე მაყურებელთა დასწრება 1-ლი აპრილიდან იქნება ნებადართული და შესაბამისად, 28 მარტს საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ საშინაო მატჩს ესპანეთთან გულშემატკივარი ვერ დაესწრება.

თუ რა ტრაგიკული შედეგი
მოიტანა საქართველოს ნაკრებისთვის ცარიელ არენაზე თამაშმა, ამას ჩვენი შეხსენება არ სჭირდება. მხოლოდ იმას გაგახსენებთ, თუ რა განაცხადა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრის წინ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა:

"დიდი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ჩვენს ფეხბურთელებს სახლიდან ვუქომაგოთ. დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენი სახლიდან მხარდაჭერით უარესად არ ითამაშებენ".

ფაქტს აღვნიშნავთ - უარესად ითამაშეს და თან, ძალიან.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ცუდ მოცეკვავეს- რა უშლიდა ხელს?
gela
25 თებერვალი 2021 16:47
0
მაკედონიასთან წაგება მაყურებლის არყოფნის გამო არ მომხდარა. ნახეთ ჩანაწერი, ჩვენებმა შეტევა ვერ დაალაგეს, ხოლო ისინი პრესინგს თამაშობდნენ და ჩაჭრილი ბურთით იწყებდნენ სწრაფ კონტრშეტევას. ეს ყველაზე ადვილად მისახვედრი ვარიანტი ვაისს აშკარად არ ქონდა გათვალისწინებული (ასე ჩანდა), თორე (თუ გინდათ მლანძღეთ) ჩვენები რომ უკან წამოსულიყვნენ და ბურთი იმათთვის მიეცათ, მინიმუმ პენლები იქნებოდა.
kaira
25 თებერვალი 2021 16:03
0
არაუშავს,მაგას როგორმე გადავიტანთ,მათავარია მოიგონ
ნოდარა
25 თებერვალი 2021 15:50
1
მაყურებლის გარეშე ნამდვილად წააგებენ.
ზურა
25 თებერვალი 2021 13:41
1
აბააა, რა მოგებულ თამაშს გვართმევენ?
eeh
25 თებერვალი 2021 15:58
0
რაპონტია პროსტა ვერ ვხვდები ყველაფერს კრძალავენ არჩევნები კარგად ჩაატარეთ და აქ მიდის აკრძალვები არშეიძლება ესე არაააა ხაალხს მიეცით ამოსუნთქვის საშვალება.....
მდიდარაშვილი
25 თებერვალი 2021 11:26
0
ისედაც გადარეულია ხალხი, იმედია სისულელეს არ ჩაიდენენ და მაყურებელს შეუშვებენ.
x.x
25 თებერვალი 2021 11:22
2
ავტოორ მალე დაბერდები-მოვა 28 და მერე ვინერვიულოთ-იქნებ არცაა სანერვიულო
Lasha
25 თებერვალი 2021 10:53
0
დაოკდით 28 მარტი ჯერ შორსაა.რეგულაციები აუცილებლად შეიცვლება და იმედია უკეთესობისკენ.
დათო
25 თებერვალი 2021 10:29
1
მაკედონიასთან ფეხბურთელების დანაკლისმა იმოქმედა და ამას დაემატა ისიც რომ ვაისმა აირჩია დამღუპველი ტაქტიკა.
იაგო
25 თებერვალი 2021 10:25
0
მომხრე ვარ ჯარი და პოლიცია შეიყვანონ მაყურებლებად , ორგანიზებულად, დისტანციის და ყველა სხვა მოთხოვნის დაცვით დაასწრონ ამ თამაშს. ჯარისკაცებისა და პოლიციელებისათვის ეს საკმაოდ კარგი საჩუქარი იქნება. სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ პატივისცემის გამოხატულება! თანაც ჩვენი ჯარისკაცები და პოლიციელები არავისზე ნაკლებად არ უგულშემატკივრებენ ჩვენს ნაკრებს!
aburjga
25 თებერვალი 2021 10:17
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული