ესპანეთის ნაკრებთანაც ცარიელი ტრიბუნებით - გულშემატკივრებს სტადიონზე არ შეუშვებენ?!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ისევ მხარდაჭერის გარეშე დარჩა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმის შესახებ ისაუბრა:

"პირველი მარტიდან საქმიანობას განაახლებენ თეატრები, სპორტული კლუბები; პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) - პირველი აპრილიდან".

ასე რომ, სტადიონებზე მაყურებელთა დასწრება 1-ლი აპრილიდან იქნება ნებადართული და შესაბამისად, 28 მარტს საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ საშინაო მატჩს ესპანეთთან გულშემატკივარი ვერ დაესწრება.

თუ რა ტრაგიკული შედეგი
მოიტანა საქართველოს ნაკრებისთვის ცარიელ არენაზე თამაშმა, ამას ჩვენი შეხსენება არ სჭირდება. მხოლოდ იმას გაგახსენებთ, თუ რა განაცხადა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების შეხვედრის წინ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა:

"დიდი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ჩვენს ფეხბურთელებს სახლიდან ვუქომაგოთ. დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენი სახლიდან მხარდაჭერით უარესად არ ითამაშებენ".

ფაქტს აღვნიშნავთ - უარესად ითამაშეს და თან, ძალიან.

მკითხველის კომენტარები / 24 /
არაუშავს,მაგას როგორმე გადავიტანთ,მათავარია მოიგონ
ნოდარა
25 თებერვალი 2021 15:50
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული