"უიპეშტის" 23 წლის შემტევმა გიორგი ბერიძემ "კიშვარდასთან" მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, დუბლი შეასრულა და Csakfoci-მ უნგრეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
ბერიძემ ამ სეზონში ჩემპიონატზე 8, ხოლო თასზე 5 გოლი გაიტანა და ახალმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრებში უხმო.
გიორგის "ჯვაროსნების" რიგებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული, ბოლო 3 წლის მანძილზე კი არ გამოუძახებიათ.
ბერიძის გუნდი მადიართა პირველობაზე მე-6 ადგილზეა და თასის ნახევარფინალშიც გავიდა.