![](https://sportall.ge/pictures/image5/fc357ca5cb4a9fa1caebba95b84e793c.jpg)
საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" ნახევარმცველი ვაკო გვილია საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს.
გუშინ, 21 მარტს, "ანორთოსისის" შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მიიღო, რის გამოც მარტის ბოლოს 3 შეხვედრაში ეროვნული ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებს. მის ადგილს განაცხადში გვილია დაიკავებს.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის მიწურულს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 3 შეხვედრას გამართავს. ესენი გახლავთ: 25 მარტს შვედეთთან, 28 მარტს ესპანეთთან და 31 მარტს საბერძნეთთან.
წყარო: legia.net