სანიოლი: ფრე კარგი შედეგი არ არის - ქართველები საკუთარი გუნდით იამაყებენ

AutoSharing Option
შვედეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ კოვიდ 19-ის გამო გართულებული გადაადგილებიდან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფებით. საკვალიფიკაციო ეტაპს იმ ნაკრების წინააღმდეგ ვიწყებთ, რომელსაც ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს და უკანასკნელ წლებში წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა ტურნირზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ აქ ჩამოვედით იმ ამბიციით, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი მატჩით დავიწყოთ.

ფრე არასდროს არის კარგი შედეგი, მე ყოველთვის მოგებას ვამჯობინებ. გერმანიაში თამაშისას ვისწავლე,
რომ როდესაც მოედანზე გადიხარ, გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო, მაგრამ იქ მარტო არ ხარ და მოწინააღმდეგეს უპირისპირდები. ხვალ რთული მეტოქე გვეყოლება, დიდი გამოცდილებით და მაღალი დონის მოთამაშეებით. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს. მჯერა, ისინი თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენენ და ქართველები საკუთარი გუნდით იამაყებენ.

ყველამ იცის, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში დაბრუნდა. ასეთი მოთამაშე სახლში არ უნდა იჯდეს, ის მოედანზე უნდა იყოს. ის ყოველთვის ბევრ გოლს იტანდა. მის წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. თუმცა ჩვენი მიზანი არა ზლატანის, არამედ შვედეთის გაჩერებაა. მომწონს იბრა, წარმატებულ დაბრუნებას ვუსურვებ, მაგრამ ხვალ მას გაუჭირდება. გოლის გატანის შანსი ამ კვირის ბოლოს კიდევ ექნება".

მკითხველის კომენტარები / 20 /
ეხლა 25 მარტია 22 საათი და 51 წუთი. ჯერ არ დაწყებულა თამაში. წავიკითხე შემადგენლობა და მერე გადავხედე ამ სტატიას. ბიჭო რა მიკვირს იცი? ვილი - ქართველები იამაყებენ გუნდითო რომ ამბობთ- დასუსტებული დაცვის მეტი სხვა სიახლე ისაა, რომ არც ბუდუ, არც მიქაუტაძე არაა, არც კიტეიშვილია ცენტრში, არც ტაქტიკური სხვაობა , რის ხარჯზე გგონიათ რომ რამე წინააღმდეგობას გაუწევთ შევდებს? მიქაუტაძის იმედი და ზივზივაძის იმედი მქონდა და იმისი, რომ მართლა რასაც ლაპარაკობდით გააკეთებდით - შემტევ შემადგელობას გამოიყვანდით, თუნდაც 4 3 3 , ან 3 5 2 ან თუნდაც 4 4 2 და ეხლა უცებ სამი ჩამშლელი! აქედან ორი ზუსტად ერთი ტიპის, რისი იმედი გაქვთ? რომ ცენტრს მოიგებთ ? დაცვას გაამაგრებთ და ხვიჩა და ლობჟანიძე ქვილითაიას გაატანინებენ ? ააცილებს ქვილითაია არაერთს , ეს ხომ უკვე იყო მილიონჯერ! რა გაუჭირეთ საქმე ამ ზივზივაძეს და ეხლა უკვე მიქაუტაძეს, ამდენი ხანია ფორვარდებს ველოდებით !!! და ისევ იგივეს რატომ ,რატომ ???? სულ რამოდენიმე შანსი რაც იქნება ხომ ის უნდა გამოვიყენოთ და გვეცადა თქვე მართლა კაი ხალხო ან მიქაუტაძე ან ზივზივაძე. ეხლა კი ჩემთვის სრულიად ცხადია რომ წავაგებთ ცენტრს სრულიად! ზოგჯერ მაგრად მინდა სოფლის ბიჭები მომცეთ და თქვენ დაყენებულ ნაკრებს თავზე დავახევდი ბურთს რა. ნეტა ეგეთი შეხვედრა დაინიშნოს რომ დაგიმკტიცოთ რომ ეს თქვენი ფილოსოფია ამ ფეხბურთში არის მარაზმი! მარტივი გადაწყვეტილებებია საჭირო , რაც ცხადია არ უნდა მოგონება ამ მარაზმს და რისი გეშინიათ რისი ??? ამდენი დაცვა რომ იდგება ნაკლებ გოლებს გაგვიტანენ? არა ბატონებო, მეტს გაგვიტანენ!! რადგან არ შეეშინდებათ თქვენი თავდასხმის, ქვილითაიასი! და დაცვაში გრიგალავას რომ არ დაააყენებ იბრაჰიმოვიჩთან და დვალს მიუშვებ, ვერ ხვდებით რომ ხარაკირია? დვალსა რაფერს ვერჩი , მაგრამ უშანსოდ წავაგებთ დღეს და სამწუხაროდ მერე იქნება უაზრო საუბარი რომ ჩვენმ აბიჭებმა ყველაფერი გააკეთესო და ეგ კი ეგრეა, მარა თქვენ რას აკეთებთ ??? მიზეზი რომ იყოს რამე ნაღდად ვიფიქრებდი, რომ ძალით გინდათ წაგება დიდი ანგარიშით. მინიმუმ 3 - 4 ბურთის სხვაობით წავაგებთ დღეს. ერთი გოლის იმედი მაქვს ისიც ხვიჩას გამო, მხოლოდ ხვიცას გამო და მიქაუტაძის ნახვის გამო ვუყურებ ამ მატჩს, ძალიან მინდა ხვიჩამ გაიბრწყინოს უბრალოდ. და მჯერა, რომ ალბათ მხოლოდ ის პირადად შექმნის რასაც დღეს ჩვენი ნაკრები შექმნის. უნამუსოები ხართ თქვენ, ყველანი მანდ. აი ეს იცოდეთ ჩემგან!
გადასარევი გიორგი
25 მარტი 2021 23:03
0
ჩვენ ხომ გალაქტიკის ჩემპიონები ვართ გულზე მჯიღის დაკვრაში, თუ მეშლება რამე? ან ვინმემ, სხვა ერმ გადაგვასწრო? არა ხომ? ჯერ ისევ პირველები ვართ ხომ?
ხოდა რაღას ვსაყვედურობთ კობი, ყაველ. მუჯირ. კალას და მათ კამანდას?
.. თან ხო ხედავთ ტრენერიც ეგეთი აურჩევიათ, შედეგად ფრეო? რა ფრეო, თქვენ ხომ არ გაჟრიალებთო ტოო?!! მხოლოდ მოგება და ისიც დიდი ანგარიშითო!
... აი ეს მესმის სანიოლ საღოლ ტოოო!!!!! იქნებ დაინდოთ და ერთი ბურთი მაინც გაატანინოთ, ცოდონი არიან ტოოო...
კ ო მ ბ ლ ე
25 მარტი 2021 16:19
4
წინასწარი ბაქი-ბუქი... ცუდად მაქვს დაცდილი.
tngh
25 მარტი 2021 15:58
0
უკრაინას ედრები? ეგრე რომ იყოს რაღა გვიჭირს.ეს სპორტი გაგორებაზე და მოსვლაზე არაა, უდიდესი Შრომის Შედეგად დამუშავებული ტაქტიკა და Შემსრულებელთა მაღალი კლასია საჭირო.
ჯაბა
25 მარტი 2021 13:41
1
მე ამ ფრანგის გერმანული გამოცდილებით მჯერავს და კიდევ მაგრა მეიმედება ჩვენი ახალგაზრდების კვარაცხელიას,შენგელიას, მიქაუტაძეს, ისინი ჩვენი იმედები არიან.ამ თამაშს რა ვიზამთ მაგაზე მარჩიელობით თავს არ შევიწუხებ,უბრალოდ მინდა რომ ანგარიშის მიუხედავად ამ ბიჭებიდან რომელიმემ თავი გამოიჩინონ, გოლის გატანას ვგულისხმობ,აბა თქვენ იცით ბიჭებო!!!
gogia
25 მარტი 2021 13:16
0
მომწონს ვილის საუბარი. ვაისის მთავარი მინუსი იყო ის, რომ მას თვითონ არ სჯეროდა შედეგის და გუნდის პოტენციალის. ვილის, მსგავსი მიდგომით, შეუძლია მეტი მოტივაცია და თავდაჯერებულობა შემატოს ბიჭებს, მეტი თავისუფლება მისცეს. ვერ ვიტყვით, რომ ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს, თუმცა მჯერა, რომ მეტ დადებით ემოციას მივიღებთ და თამაშიდან თამაშამდე მოვუმატებთ.

ეს შესარჩევი უნდა გამოვიყენოთ სათამაშო სტილის და ბირთვის ჩამოყალიბებისთვის, შედეგზე წნეხის არსებობის გარეშე, რომ შემდეგ რეალურად ვიბრძოლოთ ევრო 2024-ზე გასასვლელად.
Just Supporter
25 მარტი 2021 13:07
0
თუ უკრაინამ ფრე გაუგორა პარიზში საფრანგეთს,ჩვენ რატომ არ შეიძლება იგივე გავაკეთოთ სტოქჰოლმში? წარმატებები საქართველოს ნაკრებს!
kaxa
25 მარტი 2021 12:57
1
დაცვა კიარა შეტევა და კიდე შეტევა, თუნდაც 5-0 წავაგოთ. შეტევას უნდა მივეჩვიოთ და ვისწავლოთ.
123 321
25 მარტი 2021 11:48
1
კაი ბატონო. სულ რაღაც 7 საათში იქნება ან თქვენთვის ღირსეული ან ჩემთვის სასურველი შედეგი.
კამათის გარეშე, მაინტერესებს, ჩვენებმა რომ შეუტიონ თქვენ გგონიათ ისინი არაღირსეულად ან ულამაზოდ მოგვიგებენ? მე მგონი გაგვაპამპულებენ.
პ.ს. შეგახსენებთ, მაკედონიამ ბურთი დაგვითმო, შეტევის უფლება მოგვცა, მაგრამ ხეირიანი შეტევა ვერ გავაკეთეთ. პირიქით მეორე ტაიმში იმათი შეტევები ბევრად სახიფათო იყო. მოკლედ შეტევაზე ორიენტირება არ ნიშნავს, რომ შენ მართლა უტევ. კონტრშეტევაც შეტევაა.
Hoda
25 მარტი 2021 15:36
0
მე შეტევით ნათამაშები ნაკრები არ მინახია, სულ დაცვას ვაწვებით და ისე ვაგებთ. თუ წაგებაა ლამაზად და ღირსეულად მაინც წავაგოთ.
123 321
25 მარტი 2021 13:20
0
ყველა გამოხმაურება
მიდი ერთაოზ!
ამო
25 მარტი 2021 11:25
0
რას ტიპობს ეს ბოლო-ბოლო, ამის დაბოლება გვინდა კიდე?
რატი
25 მარტი 2021 11:10
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული