საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები არსებობის ისტორიაში მე-7-ედ ითამაშებს მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე და დღეს, 25 მარტს, პირველ მატჩს შვედეთში გამართავს.
ჩვენ კი გაჩვენებთ, თუ რა შედეგით იწყებდა "ჯვაროსანთა" გუნდი მუნდიალის შესარჩევ მატჩებს.
1996 წლის 9 ოქტომბერი. იტალია-საქართველო 1:0 (რავანელი, 43); 10 ქულა, მეოთხე-მეხუთე ადგილები პოლონეთთან ერთად (6 ნაკრებში).
2000 წლის 7 ოქტომბერი. ლიეტუვა-საქართველო 0:4 (ქეცბაია (19), ქეცბაია (35), ქინქლაძე (46), არჩილ არველაძე (84); 10 ქულა, მე-3 ადგილი (5 ნაკრებში).
2004 წლის 4 სექტემბერი. თურქეთი-საქართველო 1:1 (ტეკე (49), ასათიანი (85); 10
ქულა, მე-6 ადგილი (7 ნაკრებში).
2008 წლის 6 სექტემბერი. საქართველო-ირლანდია 1:2 (დოილი (13), ველანი (70), ყენია (92); 3 ქულა, ბოლო მე-6 ადგილი.
2012 წლის 7 სექტემბერი. საქართველო-ბელარუსი 1:0 (ოქრიაშვილი, 52); 5 ქულა, მე-4 ადგილი (5 ნაკრებში).
2016 წლის 5 სექტემბერი. საქართველო-ავსტრია 1:2 (ჰინტერეგერი (16), იანკო (42), ანანიძე (78); 5 ქულა, მე-5 ადგილი (6 ნაკრებში).
სტატისტიკა ასეთია: მსოფლიო ჩემპიონატის 6 შესარჩევ ეტაპზე მივიღეთ მონაწილეობა. საწყისი 6 მატჩიდან პირველი 3 გასვლაზე ჩავატარეთ, ბოლო 3 - თბილისში. გასვლითი შეხვედრებიდან 1 მოვიგეთ, 1 წავაგეთ და 1 ფრედ დავასრულეთ, შინ კი 1 მოვიგეთ და 2-ში დავმარცხდით. საერთო ჯამში კი, ეს სტატისტიკაა: 2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება. აღსანიშნავია, რომ წაგებით ყველა შეხვედრა მინიმალური სხვაობით წავაგეთ.
შვედეთსა და საქართველოს შორის შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს "პირველი არხი" შემოგვთავაზებს.
გურამ კაშია: კარგი მოლოდინი გვაქვს - ზლატანის არ გვეშინია
სანიოლი: ფრე კარგი შედეგი არ არის - ქართველები საკუთარი გუნდით იამაყებენ
რით ვერ გავიგეთ რომ არაა ფეხბურთი ჩვენი საქმე