შვედეთთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა:
"კარგი მოლოდინი გვაქვს. სამწუხაროდ, ახალ მთავარ მწვრთნელს დიდი დრო არ ჰქონია იმისთვის, რათა გუნდი სრულყოფილად მომზადებულიყო, სულ ორი ვარჯიში ჩავატარეთ. ცოტა დრო იყო, თუმცა ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენეთ იმისთვის, რომ შეგვესწავლა ახალი მწვრთნელის სისტემა და სათამაშო ტაქტიკა.
ვფიქრობ, რომ სასურველი შედეგის მისაღებად მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ. რთულ ჯგუფში ვართ და ხვალაც რთული მეტოქე გვეყოლება, მაგრამ მჯერა, რომ დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია.
ზლატანის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა. აქამდე რამდენჯერმე
შევხვედრივარ. ჩვენ მისი არ გვეშინია".
ზლატანის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა. აქამდე რამდენჯერმე