საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთთან 0:1 დამარცხდა.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და
ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძე ჩამოიცილა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ სანიოლმა ცოტა არ იყოს უცნაური ცვლილება განახორციელა, კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე კიტეიშვილი შეუშვა. მართალია, ხვიჩა ჩვეულად ვერ აქტიურობდა, მაგრამ მოწინააღმდეგე კონტრიერიშებზე სივრცეებს ტოვებდა და თუ რამ სხვა მიზეზი არ იყო, სწრაფი გარემარბის გაყვანა მთლად მართებული არ გახლდათ.

მეორე ტაიმი პირველზე უფრო დუნედ მიმდინარეობდა, მეტოქე თამაშის გამწვავებას არ ცდილობდა, ჩვენი გუნდი კი სახიფათოდ ვერ უტევდა და „ჯვაროსანთა“ თავკაცმა საყრდენების (კანკავა და კვეკვესკირი) ნაცვლად გვილია და შენგელია შეუშვა, რაც შეტევის ხაზის გაძლიერების სურვილით იყო ნაკარნახევი. თუმცა ამით არაფერი შეიცვალა. შვედების პრაგმატული სტრატეგია თვალსაჩინო შეიქნა - იგებდნენ, ჩვენს გუნდს უნდა შეეტია და მშვიდად შანსის მოლოდინში იყვნენ.

კარგად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული ბერიძე, რომლის სახიფათო გარღვევას შედეგი არ მოჰყვა, შემდეგ კი შენგელიას დარტყმული ნორდფელდტმა მოიგერია. მერე მიქაუტაძემ ქვილითაია შეცვალა და ეგ იყო და ეგ.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩით ძნელია დასკვნების გამოტანა, მაგრამ დაპირებული რისკიანი თამაში რომ ვერ ვიხილეთ, ფაქტია.

სოლნა.“ფრენდს არენა“
შვედეთი - საქართველო 1:0
გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი (კრაფტი 83) , ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი (ეკდალი 68) (სვანბერგი 74) , კლასონი (ფორსბერგი 74), ისაკი, იბრაჰიმოვიჩი (ქუაისონი 83)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა (გვილია 59), კვეკვესკირი (შენგელია 59), აბურჯანია, ლობჟანიძე (ბერიძე 78), კვარაცხელია (კიტეიშვილი 46), ქვილითაია (მიქაუტაძე 84)

მკითხველის კომენტარები / 120 /
ბრავო კაშოს მაგრად იდგა დაცვაში.
გიგა
26 მარტი 2021 01:49
1
ამ კაცისთვის ავტორიტეტები და ხელშეუხებლები არ არსებობენ.თქვენი შემოთავაზებული შემადგენლობა იყო რისკიანი და აქ ვერ დაინახეთ? რომელი მწვრთნელი თუნდაც ქართველი შეცვლიდა კვარაცხელიას ჯაბას ან კიდევ ნიკას? ვინ მოუწყობდა ჩაბრაძე გიორბელიძეს დებიუტს შვედეთში? მეორე ნომრად და კედლებით რო არ ათამაშა გუნდი არაა რისკი?
დათო
26 მარტი 2021 12:26
0
gamodi xizan gicani. marto qvilitaiaa avtoriteti imitom atamashebs yvela mwvrtneli
ccc
26 მარტი 2021 14:21
1
მთლიანობაში ცუდი თამაში არ იყო, უბრალოდ კლასის ხარჯზე მოგვიგეს. ხიზანიშვილის მწვრთნელობა არ გაიშვას, რა აბურჯანია რის აბურჯანია ტიპი სად იყო ვერ ხვდებოდა, სასიამოვნოდ გამაოცა კაშიას თამაშმა, ბერიძეც ძალიან კარგად შემოვიდა... აი კიტეიშვილი კიდე ძაან სამწუხაროა... გვილია კიდე დიდი ხანია რაც ნაკრების დონე არაა, მიქაუტაძეზე ისეთი რეკლამა იყო რავიცი... კანკავასაც დიდი მადლობა მაგრამ დაგვიბერდა, უკან პასის გარდა შეიძლება წინაც წახვიდე.
Musenbezi
26 მარტი 2021 11:34
2
ხიზანა და ქვილითაია ერთად უნდა გაყარო ნაკრებიდან
ვერა
26 მარტი 2021 02:39
2
ტრადიციულად თანაბარ თამაშში კლასის ხარჯზე დავმარცხდით.

შვედეთს მომატების რესურსი ჰქონდა, ჩვენ - არა.

ლორია თავის დონეზე თამაშობს, ჩვევია შეცდომებიც, კარგი სეივებიც.

ჩაბრაძეს ეტყობა რომელ ჩემპიონატში თამაშობს, აზროვნების სისწრაფე და პასის ხარისხი საშინელი აქვს... იმედია კაკაბაძე მალე ჩადგება ფორმაში ან/და ვინმე კიდევ გამოჩნდება.

კაშია - დვალის წყვილი - ზედმეტად ნელია, რის გამოც ბურთის ამოტანა ხშირად გვიჭირდა..

გიორბელიძე - კარგი ბიჭია, იმედია მარცხენა მცველის პოზიციაზე გვეშველა. აქვს შეცდომები, აკლია გამოცდილება, მაგრამ ყველაფერი აქვს, რომ ნორმალურ დონეზე ითამაშოს.

აბურჯანიამ და გვილიამ საშინელი თამაში ჩაატარეს, კვეკვესკირს სათამაშო ტონუსი აშკარად აკლია, კანკავა +/- თავის დონეზე აულ თამაშობს. კიტეიშვილი იმედია მალე აღიდგენს ფორმას, ის ძალიან გვჭირდება ცენტრში.

ლობჟანიძესგან მეტს ველოდი, თუმცა მას უნდა დაეხმარონ ნახევარმცველები და ფლანგის მცველი, რაც სამწუხაროდ ვერ ხდებოდა.

კვარაცხელიას ეტყობოდა, რომ ჯანზე ვერ იყო, რის გამოც შეცვალეს კიდეც (იმედია ეს უიღბლობა დაანებებს ამ ბიჭს თავს). თუმცა ესეც უამრავ სივრცეს უქმნიდა სხვებს და მის გასვლის შემდეგ ეს დაიკარგა.

ქვილითაია ნორმალური თავდამსხმელია, მაგრამ არა ძირითადის, მხოლოდ როტაციის ( ბოლო 20 წუთზე, რომ გამოვიდეს ხოლმე), ესპანეთთან იმედია ბუდუს მისცემენ შანსს


მიქაუთაძე - პირველი თამაში იყო, მცირე დრო, გამოჩნდება მომავალში, ბეეიძე კარგი ბიჭი ჩანს, შენგელიას ყველაფერი აქვს, გარდა იღბალისა და ბრძოლისუნარიანობისა.

სანიოლს, ჯერ ვერაფერს მოთხოვ, სამაგისოდ დრო არ ჰქონდა. სელექციაში მეტად ჩაერთვება მომავალში, ბირთვსაც შეარჩევს და შემდეგ ვნახავთ და შევაფასებთ.
Just Supporter
26 მარტი 2021 02:06
1
ხიზანიშ-ვილი სანიოლი
ტოტონცი
26 მარტი 2021 02:02
1
უბრალოდ შვედებმა არ მოინდომეს ზედმეტი. თუმცა ამისთვის კინაღამ დაისაჯნენ. კვარა გამოსაცვლელი იყო. ხალხო თუ გინდათ ეგ ბიჭი მაგარი დადგეს, არ არის საჭირო ზედმეტი ქება დიდება. შვედების ნახევარდაცვა პირველ ტაიმში რამდენჯერმე ჩავარდა შეტევისას, სამწუხაროდ ჩვენებმა ეს შანსი გაანიავეს. ან კვარა მატაობდა, ან ყველანი პასს აგვიანებდნენ. აბურჯანიას მაგალითი შეიძლება განვაზოგადოდ, თამაში ესმის, ხედავს, მაგრამ სანამ ბურთს დაამუშავებს სიტუაცია განმუხტულია. ანუ ჩვენები თვითონ ზედმეტი მოძრაობების გამო, თამაშს ვერ ამწვავებენ. მოკლედ, პირველი თამაშის მერე, ნათელია, სადაც ვიყავით იქვე დავრჩით.
pesimisti
26 მარტი 2021 11:05
4
ქვილითაია პრეზიდენტად!!
შოთა
26 მარტი 2021 08:57
3
არც ერთი ფეხბურთელი არ გვივარგა, ჩაბრაძემ გაამართლა მარტო. კვარაცხელიას ნეტა იქ გააჩერებდნენ სადაც არის, ქვილითაია კი .............
ვაუ
26 მარტი 2021 03:20
12
რა დასკვნებს გამოიტანს სანიოლი ძან საინტერესოა, ქვილითაიაზე შეექმნება წარმოდგენა რომ ვერარის ძირითადის კაცი.
ქამონ
26 მარტი 2021 03:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული