საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთთან 0:1 დამარცხდა.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და
ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძე ჩამოიცილა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ სანიოლმა ცოტა არ იყოს უცნაური ცვლილება განახორციელა, კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე კიტეიშვილი შეუშვა. მართალია, ხვიჩა ჩვეულად ვერ აქტიურობდა, მაგრამ მოწინააღმდეგე კონტრიერიშებზე სივრცეებს ტოვებდა და თუ რამ სხვა მიზეზი არ იყო, სწრაფი გარემარბის გაყვანა მთლად მართებული არ გახლდათ.

მეორე ტაიმი პირველზე უფრო დუნედ მიმდინარეობდა, მეტოქე თამაშის გამწვავებას არ ცდილობდა, ჩვენი გუნდი კი სახიფათოდ ვერ უტევდა და „ჯვაროსანთა“ თავკაცმა საყრდენების (კანკავა და კვეკვესკირი) ნაცვლად გვილია და შენგელია შეუშვა, რაც შეტევის ხაზის გაძლიერების სურვილით იყო ნაკარნახევი. თუმცა ამით არაფერი შეიცვალა. შვედების პრაგმატული სტრატეგია თვალსაჩინო შეიქნა - იგებდნენ, ჩვენს გუნდს უნდა შეეტია და მშვიდად შანსის მოლოდინში იყვნენ.

კარგად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული ბერიძე, რომლის სახიფათო გარღვევას შედეგი არ მოჰყვა, შემდეგ კი შენგელიას დარტყმული ნორდფელდტმა მოიგერია. მერე მიქაუტაძემ ქვილითაია შეცვალა და ეგ იყო და ეგ.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩით ძნელია დასკვნების გამოტანა, მაგრამ დაპირებული რისკიანი თამაში რომ ვერ ვიხილეთ, ფაქტია.

სოლნა.“ფრენდს არენა“
შვედეთი - საქართველო 1:0
გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი (კრაფტი 83) , ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი (ეკდალი 68) (სვანბერგი 74) , კლასონი (ფორსბერგი 74), ისაკი, იბრაჰიმოვიჩი (ქუაისონი 83)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა (გვილია 59), კვეკვესკირი (შენგელია 59), აბურჯანია, ლობჟანიძე (ბერიძე 78), კვარაცხელია (კიტეიშვილი 46), ქვილითაია (მიქაუტაძე 84)

მკითხველის კომენტარები / 120 /
არ იციან თამაში არც ერთმა არაააააააააააააა. სანამ გუნდში ფეხბურთელები არ გვეყოლება და არა ,,,,,, მანამდე შედეგს არც უნდა ველოდოთ. ვერ დარბიან, ელემენტარული ტექნიკა არა აქვთ, გამძლეობა არა აქვთ და მონდომებააააააააააააააააააააააააააა
სამწუხაროდ
26 მარტი 2021 02:55
5
მატჩის შემდგომი კითხვები ხიზანიშვილს: 1. ზურა, თქვენი პრეროგატივაა თამაშის დალაგება?, შეცვლები თქვენ დაგევალათ?, რამ გამოიწვია ხვიჩას შეცვლა?, რისთვის გამოიძახეთ ნაკრებში ბუდუ, ბერიძე, მიქაუტაძე?, თუ საერთოდ არ ათამაშებდით (მაგ: ბუდუს) ან მცირე დროით გამოგყავდათ (ბერიძე, ჟორჟი) ან რა გქონდათ დასაკარგი, გამოგეყვანათ სასტარტოში ეს ბიჭები, რას ერჩით ან მათ ან გულშემატკივრებს?. ისევ წაგებული შემადგენლობა რატომ გამოგყავთ?, ეგაა თქვენი ახალი გუნდი?, ამას გვპირდებოდით? გაგვეცით პასუხი!!! თუ მოვიდა ვილი სანიოლი მთავარ მწვრთნელად, დაგვანახეთ მისი შესაძლებლობები! დააყენეთ თქვენი "სვეტსკი" სასტავები ერთ ადგილზე და მიეცით მაგ ადამიანს დამოუკიდებლად გადაწყვეტის საშუალება, მგონი თქვენზე მეტი უთამაშია და უნახავს, დაამთავრეთ რა ეს ვითომ "ჩვენ ყველაფერი ვიცით" ერთი ადგილის თამაში!!!
KQ
26 მარტი 2021 02:38
3
ქვილითაიას არ ცხვენია რომ ფეხბურთელობას იბრალებს?? სირცხვილია!! აბურჯანიაზე არაფერს აღარ ვიძახი!!
!!!
26 მარტი 2021 02:29
1
კვარასთვის ჯერ ადრეა ტოპ კლუბები, პირველ რიგში დიხანია არა აქვს და ვერ დარბის. ეს ქვილითაია სად იპოვეს ან რატომ ათამაშა მთავარმა მწვრთნელმა ხიზანამ. აბურჯანია უბრალოდ არასდროს უნდა გამოიძახო. მოკლედ ზაპოროჟეცი პორშეს ვერ გაასწრებს, ფიზიკა არცერთს არ უვარგა
სიმართლე
26 მარტი 2021 02:18
6
ფედერაციაც კი უნდა გაუქმდეს, მხოლოდ ნერვების შლა, არავითარი ჟილკა. ბურთის დამუშავება არ იციან, არც პასი, არც დარტყმა, გამძლეობაზე ხომ ზედმეტია საერთოდ ლაპარაკი, ხიზანა რომ მწვრთნელი იქნება ვერაფერს კარგს ვერ დაელოდები. სამი კაცია ნაკრებში მაქედან დასატოვებელი.......
დუდუ
26 მარტი 2021 02:48
11
ექვსი კაცი საერთოდ არც უნდა გამოეძახა და ამ ხიზანამ კი ათამაშა
ესეა
26 მარტი 2021 02:31
1
Ჯერ საერთოდ ქვილითაიას ნაკრებში გამოძახება რა არიის და მერე მითუმეტეს სასტავში დაყენება.ან რა დარტყმაიყო გულის ამრევი ფეხბურთელია
buxrika
26 მარტი 2021 02:02
1
გელა ნუგზარაშვილი ამანაც არ გამოიძახა!
სასწაულია რა.
მიდი გელა!
26 მარტი 2021 09:04
4
ას ლარს არ მივცემდი ხელფასს არცერთს. ვინც კიდევ ამათ საერთოდ სადმე ათამაშებს. სამი კაცი კიდევ შეიძლება რამედ ოდნავ ღირდეს, ფაქტიურად შეძახილებით ძალით არბენინებდნენ, დიხანია ნული
gori
26 მარტი 2021 03:05
5
კვარაცხელიას რა სჭირს?? ცოტა გამოძრავდით ეს ჟურნალისტები მარტო ანგარიშის დადება რომ იცით. ვიცი ამ კომენტარს არგამოაქვეყნებთ, მაგრამ მაინცც
Temo
26 მარტი 2021 02:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული