საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთთან 0:1 დამარცხდა.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და
ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძე ჩამოიცილა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ სანიოლმა ცოტა არ იყოს უცნაური ცვლილება განახორციელა, კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე კიტეიშვილი შეუშვა. მართალია, ხვიჩა ჩვეულად ვერ აქტიურობდა, მაგრამ მოწინააღმდეგე კონტრიერიშებზე სივრცეებს ტოვებდა და თუ რამ სხვა მიზეზი არ იყო, სწრაფი გარემარბის გაყვანა მთლად მართებული არ გახლდათ.

მეორე ტაიმი პირველზე უფრო დუნედ მიმდინარეობდა, მეტოქე თამაშის გამწვავებას არ ცდილობდა, ჩვენი გუნდი კი სახიფათოდ ვერ უტევდა და „ჯვაროსანთა“ თავკაცმა საყრდენების (კანკავა და კვეკვესკირი) ნაცვლად გვილია და შენგელია შეუშვა, რაც შეტევის ხაზის გაძლიერების სურვილით იყო ნაკარნახევი. თუმცა ამით არაფერი შეიცვალა. შვედების პრაგმატული სტრატეგია თვალსაჩინო შეიქნა - იგებდნენ, ჩვენს გუნდს უნდა შეეტია და მშვიდად შანსის მოლოდინში იყვნენ.

კარგად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული ბერიძე, რომლის სახიფათო გარღვევას შედეგი არ მოჰყვა, შემდეგ კი შენგელიას დარტყმული ნორდფელდტმა მოიგერია. მერე მიქაუტაძემ ქვილითაია შეცვალა და ეგ იყო და ეგ.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩით ძნელია დასკვნების გამოტანა, მაგრამ დაპირებული რისკიანი თამაში რომ ვერ ვიხილეთ, ფაქტია.

სოლნა.“ფრენდს არენა“
შვედეთი - საქართველო 1:0
გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი (კრაფტი 83) , ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი (ეკდალი 68) (სვანბერგი 74) , კლასონი (ფორსბერგი 74), ისაკი, იბრაჰიმოვიჩი (ქუაისონი 83)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა (გვილია 59), კვეკვესკირი (შენგელია 59), აბურჯანია, ლობჟანიძე (ბერიძე 78), კვარაცხელია (კიტეიშვილი 46), ქვილითაია (მიქაუტაძე 84)

მკითხველის კომენტარები / 120 /
Რა რესურსით ვითხოვთ დადებით შედეგს? Ბიჭებს რაც შეუძლიათ აკეთებენ მეტი უნდათ რო გააკეთონ მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის, ჯაბა ძალიან ატორმუზებს თამაშს ასევე კვეკვესკირიც კარგი პასის მიმცემი აკლია გუნდს, ბოლო პასის მიმცემი, თან მოძრაობაც მეტი უნდა იყოს გახსნაც, წამები წყვეტს დღევანდელ ფეხბურთში ყველაფერს.სამწუხაროდ საშუალოზე დაბალი გუნდი გვყავს, სანამ კარგ კლუბებში არ გადავლენ და თანამედროვე ფეხბურთის თამაშს არ მიეჩვევიან სულ ასეთ დღეში ვიქნებით. Იქნება ერთეული გამონათებები და სულ ესაა, როცა ინგლისთან მოვხვდით ჯგუფში გლენ ჰოდლმა ასე შეგვაფასა დიდი არაფერი გუნდია მაგრამ ერთ ხმაურიან თამაშის მოგება შეუძლიათ და მთავარია ის ერთი ჩვენ არ აღმოვჩნდეთო, ერთერთი სწორი შეფასებაა ჩვენს ნაკრებზე რაც კი ოდესმე ვინმეს შეუფასებივართ. Წარმატებები.
მათე
26 მარტი 2021 02:41
0
იქნებ ჯობდეს ლორიას გარდა ყველა 28-30 -ის ზევით ვინც არის გავაცილოთ და ახალი გუნდის მშენებლობა დავიწყოთ? ასე პერსპექტივა და იმედიც არ არსებობს...
გიორგი 50
26 მარტი 2021 11:29
1
კვარაცხელია არ უნდა შეეცვალა,ამას ეძახით კარგ თამაშს,ქვილითაიამ როგორ უნფა გაიტანოს ცარიელ კართან თუ დარჩება,კობი წადი იღუპება ქართული ფეხბურთი შენს ხელში,ნამდვილად მაგარი ფეხბურთელი იყავი მაგრამ წადიიი
giorgi
26 მარტი 2021 09:39
5
კვარაცხელიასთვის უნდა ეცლია თამაში.ერთ ასპროცენტიან საგოლეს მაიც გააჩალიჩებდა.
ჯ. ჩ.
26 მარტი 2021 11:59
8
ჩვენი უდღეურები რომ ვარგოდნენ, კარგი გუნდები ხომ იყიდიდნენ, ხოდა ფუჭი იმედები გვაქვს, გახდებიან ფეხბურთელები და მერე ვაკეთოთ ანალიზი. არ ვარგა არავინ, არააააააააააააააა
???????????????
26 მარტი 2021 03:57
5
უარყოფით მხარეებზე ბევრი ითქვა და რაღა დავამატო. კარგი იყო ისრომ ცვილელებების არეშინიაა და თამამად აკეთებს. ვაისივით არარის მეოთხმოცე წუთს რო ელოდებოდა. ახალწვეულებიც კარგები იყვნენ
კნოპიჩა
26 მარტი 2021 03:20
0
რა გინდ უსიამოვნო აღსაქმელი არ უნდა იყოს, ვიყოთ ობიექტურნი. კვარაცხელიას Თამაში რბილად რომ ვთქვათ არცთუ მაინდამაინც დასამახსოვრებელი იყო. Შეცვლა სრულიად ლოგიკური, მწვრთნელს ომელიც პირველად ხედავს გუნდს, ვერ ეტყვი, ეს "უფა"-სთან და "როტორთან" კარგია და ხელშეუხებულიაო, ან ეს კაპიტანია და დატოვეო,ოდნავ დაგვიანებული, მაგრამ იმ აბოიმიდან რაც დაახვედრეს ნორმ.ცვლილებები გააკეთა.
ჯაბა
26 მარტი 2021 10:18
0
kvaracxelia amwvavebda gushin tu vinme rames qmnida. tu fexburtshi ver erkvevi saertod nu wer. qvilitaia mekarestan vin gaiyvana. saniolma xvicha damcvelad dagviyena roca piriqit vinme wesieri damxmare morbenali unda daeyenebina wvilitaia dagvido tavdasxmashi. xvicham gushin yvelaze meti irbina tu tamashs uyure. gushin saqartvelos nakrebma xvichas gamocvlit qulebi am jgufshi ertert sust gundtan dakarga. shvedeti araferi gundi araa da amas naxavt jgufshi rom charcheba. me saertod ar momewona saniolis taqtika tu amas taqtika qvia. aset tamasshi wesieri gundi minimum 5 burts gagvitans. xvicha rom yofiliyo meore taimshi minimum ar wavagebdit. an shvedebs rom braxabruxs etamashebi ajobeb tu ver gavige qvilitaia saertod ratom unda atamasho. siswrafe noli. burtis gachereba noli. gamdzleoba noli. kargit ra. saqartvelom utavdasxmelod unda itamashos. xvicha lobjanidze da shengelia an miqautadze. chveni pliusi siswrafe unda iyos da vitom chawodebebi sadac shvedebma yvela burti moiges. vaisi am tamashs moigebda. xvichas mainc adzlevda sivrces. an es mcvelebi rom mogwont amas utamashebeli kakabadze jobda tavis mxares lobjanidzes mainc exmareboda. xvichas saertod ar exmareboda marcxena mcveli. ar gamomixtet axla laghi fexburtis moyvarulebi anu ucodinrebi.
kargi ra
26 მარტი 2021 14:02
1
45 წლის ვარ და დარწმუნებული ვარ ქვილითაიას 100 მეტრზე სირბილში გავასწრებ... ახალ თავდასხმელებს თუ უძახებ მიეცი ბარემ შანსი...
levani76
26 მარტი 2021 10:00
0
კაშიას საღოლ, კლასი ანახა.ვინც უკმაყოფილო ხართ ნეტავ თქვენ თავში ჩამახედა, ერთ დღეში რომი არ აშენებულა მთავარია ახლა სანიოლმა თავის შეცდომებზე ისწავლოს.
დემური
26 მარტი 2021 02:22
5
2 კითხვა მაქვს
კვარაცხელია რატომ გაიყვანა?
ყველა ქართველი ფეხბურთელი გაუპარსავი და გაბურძგნული რატომ თამაშობს?
მეგრელი
26 მარტი 2021 01:50
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული