საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთთან 0:1 დამარცხდა.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა და
ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძე ჩამოიცილა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენების შემდეგ სანიოლმა ცოტა არ იყოს უცნაური ცვლილება განახორციელა, კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე კიტეიშვილი შეუშვა. მართალია, ხვიჩა ჩვეულად ვერ აქტიურობდა, მაგრამ მოწინააღმდეგე კონტრიერიშებზე სივრცეებს ტოვებდა და თუ რამ სხვა მიზეზი არ იყო, სწრაფი გარემარბის გაყვანა მთლად მართებული არ გახლდათ.

მეორე ტაიმი პირველზე უფრო დუნედ მიმდინარეობდა, მეტოქე თამაშის გამწვავებას არ ცდილობდა, ჩვენი გუნდი კი სახიფათოდ ვერ უტევდა და „ჯვაროსანთა“ თავკაცმა საყრდენების (კანკავა და კვეკვესკირი) ნაცვლად გვილია და შენგელია შეუშვა, რაც შეტევის ხაზის გაძლიერების სურვილით იყო ნაკარნახევი. თუმცა ამით არაფერი შეიცვალა. შვედების პრაგმატული სტრატეგია თვალსაჩინო შეიქნა - იგებდნენ, ჩვენს გუნდს უნდა შეეტია და მშვიდად შანსის მოლოდინში იყვნენ.

კარგად ჩაერთო თამაშში შეცვლაზე შესული ბერიძე, რომლის სახიფათო გარღვევას შედეგი არ მოჰყვა, შემდეგ კი შენგელიას დარტყმული ნორდფელდტმა მოიგერია. მერე მიქაუტაძემ ქვილითაია შეცვალა და ეგ იყო და ეგ.

ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი მატჩით ძნელია დასკვნების გამოტანა, მაგრამ დაპირებული რისკიანი თამაში რომ ვერ ვიხილეთ, ფაქტია.

სოლნა.“ფრენდს არენა“
შვედეთი - საქართველო 1:0
გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი (კრაფტი 83) , ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი (ეკდალი 68) (სვანბერგი 74) , კლასონი (ფორსბერგი 74), ისაკი, იბრაჰიმოვიჩი (ქუაისონი 83)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა (გვილია 59), კვეკვესკირი (შენგელია 59), აბურჯანია, ლობჟანიძე (ბერიძე 78), კვარაცხელია (კიტეიშვილი 46), ქვილითაია (მიქაუტაძე 84)

მკითხველის კომენტარები / 120 /
თითოულ ფეხბურთელს ნაკრებში ყოფნის დროს ეტყობა განსაკუთრებული ნერვიულობა და არის მოსახსნელად სერიოზული სამუშაოა გასაწევი. ბურთის მიღების დროს ამდენი წუნი აიხსნება მხოლოდ ერთი რამით ნერვიულობით. ვისაც უთამაშია ფეხბურთი ცოტა სტრესულ გარემოში ყველა დამეთანმება ( როცა ბევრი ხალხი უყურებს მაგალითად) განვითარებულ ნაკრებებს ეს პრობლემა არ აქვს უფრო თავისუფლადარიან. ამდენი ფსიქოლოგია მიუყვანეთ ასაუბრეთ. ფსიქოლოგები ფეხბურთელებს ჭირდებათ თუ ჭირდებათ .
წერო
26 მარტი 2021 03:17
1
იგივე ცირკია... სამწუხაროდ
ეს რა იყო(!)
26 მარტი 2021 01:52
5
აქ ბევრს კითხვა გაუჩნდა რატომ გაიყვანა სანიოლმა მოედნიდან კვარაცხელია და კანკავა, ჩემი აზრით არის ამაში ლოგიკა შვედებმა რადგან გოლი გაიტანეს პირველ ტაიმშიც გამოჩნდა რომ უკან დაიხიეს და ბურთი დაგვითმეს აქიდან გამომდინარე მეორე ტაიმშიც უკნიდან უნდა ეთამაშათ, ჯაბას არ გაიყვანდა ანგარიში რომ ჩვენი ყოფილიყო, ჩამშლელი და დაცვის სტილის მოთამაშეს კი პოზიციური შემტევი ამჯობინა უფრო სწრაფი შენგელია კვარაცხელიაზეც იგივე ითქმის კვარა უფრო კონტრშეფევებზე მორბენალი ფეხბურთელია ამიტომ პოზიციურად ბურთის დამჭერი და მეპასე კიტეიშვილი ივარაუდა რომ უფრო სასარგებლო იქნებოდა, ქვილითაიას იმედი კი ბოლომდე ქონდა მგონია რომ მწვრთნელები ერთადერთი მიზეზით ენდობიან ქვილითაიას რადგან სიმაღლე აქვს სხვა დანარჩენი ნოლი ფეხები უკანკალებს ერთი ერთზე მეკარესთან
გოგა
26 მარტი 2021 15:52
1
ჩემო ძმაო კვარას შეუძლოდ გახდა
giogri
26 მარტი 2021 16:29
1
თამაშის ბედი,საბოლოოდ მაინც ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა.იბრაგიმოვიჩმა საკუთარი ზურგის უკან,ისეთი პასი მისცა,რომ ვერც კაშიამ და ვერც ჩაბრაძემ,ვერ იფიქრეს,რომ ასეთი რამის გაკეთება შეიძლებოდა(მართლაც ძალიან მაგარი და ტექნიკურად რთული პასი გააკეთა).გოლის გატანა კი,უკვე ტექნიკის საქმე იყო და არც უმტყუნა,შვედს.ჩვენ ორჯერ უნდა გაგვეტანა,ჯერ ქვილითაიას და შემდეგ,შენგელიას,თუმცა ორივემ სუსტად და არასაკმაოდ ზუსტად დაარტყეს.აცდენის შიშით,ვერ გაბედეს უფრო ძლიერად,ან კუთხეში დაერტყათ.შვედებმა ანგარიშის გაზრდაზე,თავი აღარ მოიკლეს.ჩვენ თუ წინ წავიდოდით,კონტრშეტევაზე ეცდებოდნენ,მაგრამ რაკი არც ჩვენ გავიქეცით,მათაც წყნარად ჩაამთავრეს თამაში.ძალიან მჭიდრო გრაფიკია და ენერგია,მოდევნო თამაშებისათვის შეინახეს.ჩვენ გუნდში კი გამოჩნდა,რომ კვლავაც გვაქვს ლიდერის პრობლემა,უფრო მეტად შეტევაში(დაცვაში კაშია,საკმაოდ კარგად ხელმძღვანელობდა ბიჭებს).ასეთი დონის თამაშებისათვის ახალგაზრდა ბიჭები,მაინც ვერ არიან ბოლომდე მზად.უფრო ფსიქოლოგიურად.ვინც ვეტერანების გაშვებაზე ლაპარაკობს,იმათ კი,იბრას შეხედონ.39 წლისა დააბრუნეს და მატჩის ბედიც,მისმა ბრწყინვალე პასმა გადაწყვიტა.კი ლაპარაკობდა სანიოლი,რისკზე,მაგრამ სწორედ გარისკვა უჭირდათ ჩვენ ბიჭებს,ყველაზე მეტად.თუმცა ჩვენი ნაკრების შესაძლებლობებიდან გამომდინარე,ვერ ვიტყვი,რომ ნაკრებმა ცუდად ითამაშა.რაც შეეძლოთ,თითქმის მთლიანად დაიხარჯნენ.ახლა ალბათ პრიორიტეტი გვაქვს ასარჩევი,თბილისში დადონ თავები ესპანეთთან,თუ საბერძნეთისათვის შეინახონ თავები.ვფიქრობ როტაციას აუცილებლად მოახდენს მწვრთნელი და ვისი თამაშიც საბერძნეთში,ძირითადში არ მოიაზრება,მათ ზურგზე გადაატარებს,ესპანეთთან თამაშის სიმძიმეს.თუ რაიმე შანსი გამოგვივარდა,რა თქმა უნდა სხვებიც ბოლომდე ეცდებიან.
სოსო
26 მარტი 2021 15:41
0
ერთად-ერთი ვინც გამოჩნდა ბერიძე იყო. კი ბატონო კვარა კარგია ხოლმე რუსეთის დონეზე, მაგრამ გუშინ? გაიხსენეთ რას ქმნიდა Ჭაკვე და ობიექტური დასკვნა გააკეთეთ. ხვიჩამ დიდ გუნდებთან უნდა ითამაშოს, Თორე "ტობოლ-როტორ"-ში ირბინე.
ჯაბა
26 მარტი 2021 12:47
10
შვედეთის ნაკრები არაფერი გუნდი არ არის. ამ შემადგენლობით და ამ თამაშით ჯგუფიდან ვერ გავა!
aburjga
26 მარტი 2021 10:50
0
რაო დიხანია არაქვს კვარცხელიასო სადან დასკვენი მთელ გუდს ათრევს რუსეთში სანოლმა ვაფშე რაზე გაყვანა კვარა შოკში ვარ რა ამის იმედი გაქვს მაქსიმუმ სამი თვე ამსაც მოწევს მალე საფრაგედში წასვლა კვარას არაფერი შეცდომები არ დაუშვია რაც იყრე თამაშს ნზეზებს ვერ ვხედავ ქვილითალია მოშორდეს ნაკრებს
Irakli simartles
26 მარტი 2021 10:36
2
მართალია წავაგეთ და ამას ელოდა ყველა ქართველი გულშემატკივარი,მაგრამ ითამაშეს ძალიან კარგი ფეხბურთი,განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქვილითაიას ძალიან კარგი თამაში,სანიოლს რომ არ შეეცვალა დარწმუნებული ვარ გოლსაც გაიტანდა,მაგრამ არაუსავს სანიოლიც სწავლობს.კანკავამ ვერ ითამაშა, გვილია ცოტა ადრე უნდა გამოეყვანა,ან საეღტოდ გვილია უნდა დაეყენებინა თავიდან,სამწუხაროდ ბერდება ჩვენი კაპიტანი,აი კაშიას კი დაბერება სულ არ ეტყობა ,მაგრად ამოკეტა ზლატანა,გაქანების საშუალება არ მისცა და ბევრ ახალგაზრდას ჯობია, თან მის ასაკში მშვენიერი სისწრაფე აქვს.სანიოლმა კვეკვესკირი რატომ შეცვალა გაუგებარი იყო.შედეგითაც კმაყოფილი ვარ და თამაშითაც,უბრალოდ ეს მარცხი იმის ბრალია სანიოლი ბოლომდე არა გარკვეული შიტუაციაში და დაალაგებს ალბათ
ბეგო
26 მარტი 2021 10:21
12
მომეწონა ღადაობა. აშკარად გულნატკენი გულშემატკივარია, მაგრამ მაინც ცდილობს იხუმროს.
ისე: ა)ხალხი ბურთს ვერ აჩერებს, ბ)ბურთის მიღებისას საკუთარი კარისკენ ტრიალდებიან, გ)უბურთოთ თამაში არ იციან და დ)კვიპროსის, უნგრეთის და რუსეთის გუნდების დამცველებს ნუ შევადარებთ ტოპ ნაკრებების დამცველებს.
ეს არის მთავარი. მე მგონი, ბავშვების მომზადების სკოლა არ გვივარგა.
არჩი
26 მარტი 2021 11:46
1
რა ჩაბრაძე რა გიორბელიძე რა აბურჯანია რა კვეკვესკირი რა ქვილითაია . ჩემი ნება რომ იყოს ამათ არავის გამოვიძახებდი ნაკრებში
ტოტტი
26 მარტი 2021 02:40
10
ჩაბრაძე ძალიან კარგი ფეხბურთელი დადგება. ეს პირველი თამაში იყო. კაცს ნამდვილი ფეხბურთი მხოლოდ ტელევიზორში აქვს ნახული და ისც მაგარი იყო რაც ითამაშა! ჩაბრაძე მოლოდეც ბიძიკო! გინდა გითხრათ რა მოხდება? - ჩაბრაძე მომავალ სეზონზე ან უფაში ან როტორში ან სულაც არმიულ კლუბში ითამაშებს რუსეთის ჩემპიონატში!
aburjga
26 მარტი 2021 10:36
1
დავიღალეთ ოღონდ მართლა. აი ამდენი იმედგაცრუების მერეც ბოლომდე ვუდგავართ. ჟილკა არგაქვთ ბიჭებო და მანდრაჟით თამაშობთ. ქვილითაიაზე არაფერს ვიტყვი თქვენთვის მომინდია. ხვიჩა რამდენჯერაც დაგვჭირდა იმდენჯერ რაღაც დაემართა. ვენაცვალე გულში მაგრამ ჩემ ნაკრებს თუვერდაეხმარა მაგის ფინტაობები. რუბინში მეათე ხარისხოვანია, მთავარია ნაკრები რაც ჯერჯერობით არ ჩანს. რავი ძაან პესიმიზმში როარწავიდე ახლები სრიყვნენ ცუდი, გიორბელიძე ჩაბრაძეს ვგულისხლომ
Gela
26 მარტი 2021 02:17
1
არ იცის გუნდმა შეტევაში თამაში და რა გინდა ქნა? მომენტი როცა იქმნება, იმასაც აფუჭებენ. ეგ არის სწორედ დაბალი სათამაშო კლასი, თორემ აგერ იბრაჰიმოვიჩმა გვიჩვენა, როგორ უნდა გამოიყენო. კანკავას ყველა პასი უკან მიდის. როცა შეტევაში მივდივართ, სულ უმცირესობაში ვართ და ველოდებით კვარაცხელია როდის გაუძვრება ორ კაცს, მაგრამ ეგ ფეხბურთი აღარ არის
: )))))))
26 მარტი 2021 12:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული