სანიოლი: თუ ასე გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში შვედეთთან 0:1 წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ასეთი მატჩის შეფასება ასე სწრაფად ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. შვედეთი უკეთესი იყო, რადგან მათ საკუთარი მომენტი გამოიყენეს, ჩვენ კი ვერა. ამის მიუხედავად, ჩემი გუნდის ნაჩვენები თამაშით ვამაყობ, მოთამაშეებმა წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს. ბევრი ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელი ვათამაშეთ. მეორე ტაიმში ის თამაში ვაჩვენეთ, რომლის ნახვაც მომავალში გვსურს. ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და რისკავს.

​ვულოცავ შვედეთს მოპოვებულ გამარჯვებას,
მათ ეს დაიმსახურეს. ჩვენ კი, ეს მატჩი ვფიქრობ, რომ მომავალში გამოგვადგება. ვთვლი, რომ მომავლისთვის კარგი საფუძველი შევქმენით. სამ დღეში კიდევ ერთი რთული შეხვედრა გველის, ამჯერად ესპანეთის წინააღმდეგ. უახლოეს საათებში და მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ენერგიის აღდგენა იქნება, რადგან ფეხბურთელებმა ბევრი იბრძოლეს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასე მუშაობას და გუნდურად თამაშს გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 63 /
კვარას მსგავსი ფეხბურთელი არ გვყავს ნაკრებში, ვისაც გაქცევა და შექმნა შეუძლია მომენტების ის გაგყავს ახსენი მაინც რატომ ქენი ?! ეს საქართველოს ნაკრებია და საქართველოს მოსახლეობის უნრავლესობას მიაჩნია რომ კვარაცხელიას გაყვანა იყო უგუნური გადაწყვეტილება, რა არ მოგეწონა კვარასი? ქვილითაია ერთიერთზე რომ გაიყვანა, თუ რამოდენინე კაცის. მოტყვილება! მერე კიდე გამოიყვანე მიქაუტაძე დროზე რას ელოდები ხედავ რომ ვერ თამაშობს წინახაზი
Lasha
26 მარტი 2021 11:26
7
ჩემი აზრით ამ ნაკრების მწვრთნელი რეალურად ხიზანა და არაა სანიოლი მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ეს კაცი უბრალოდ სახეთ არის მოყვანილი რეალურად გადაწყვეტილებებს ხიზანა იღებს სიაც მაგის შედგენილია ფეხბურთელების და ხიზანა კარტანოხბდა თამაშის დროსაც ფეხბურთელებს და ვარჯიშებზეც ხიზანა იყოო და ბარემ პირადაპირ ხიზანა დაენიშნათ ეს კაცი რისთვისღა ჩამოყვანეს ვერ გავიგე.
გიო
26 მარტი 2021 15:15
25
და რატომ ფიქრობ ეგრე? სანიოლზე დიდი ფეხბურთი ითამაშა ხიზანამ? სანიოლს რა ჭირს სამაგისო რომ მას ამოეფაროს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
28 მარტი 2021 00:52
0
არ მომწონს სანიოლის სახე რაღაც მთავარის არ ეტყობა ნეტა ვინაა მთავარი მწვრთნელი ? ისე რა გვაქ სალაპარაკო 40 წლს კაცები გვიგებენ მაშინ პანდევმა გუშინ კი იბრამ გააკეთა მოგება. მერაბ მეგრაელაძის ძველი კადრები თუ არსებობს აჩვენეთ ნაკრების ბავშვებს და ასკიც მიუთითეთ.კვარაცხელიამ როდის უნდა გაიბრწყინოს თუ ვაცადოთ სანამ გიბრალტარს არ შვხდებით?
zurabi
26 მარტი 2021 14:36
25
AM KACS RAS VERCHI, ARAUCHAVS VILI CHVEN MICHVEULI VART, XIZANICHVILO RA SASTAVI DAAKENE, RA KACHIA RA CHABRAZE, RISI KVILITAIA, ERMISS DA DOKSAS KIAR ETAMACHEBI, ERTIERTCHI RO DARCHA KVILITAIA ISE DAIGALA SANAM MIIRBINA MEKARES MDE ZALA AGAR DARCHA DASARTKMELAD, CECXLIVIT TAVDANSXMELEBI SKAMZE GIJDES DA KVILITAIAS ATAMACHEBDE, KVARAS RAS ERCHODIT RO GAMOCVALET, AN BUDUM RA DAACHAVA TKVENTAN AMISTANA RO CHANSS VER EGIRSA,TUMCA RA MOGEBAS ITXOV ROCA CHVEN KOMENTATORS IS UKVIRS ISAKI ROGOR DARBIS TURME CIN DA UKAN, KVILITAIAS NAKUREBS VERC KI CARMOUDGENIA RO TAVDAMSXMELMA CHEIZLEBA DACVASAC RO MIEXMAROS, ARA ARA, CHVENI PEGBURTI VIS XELCHICAA, PRASVETI AR GAMOCHDEBA MINIMUM 5 CELI MAINC.
KUTAISELI
26 მარტი 2021 08:54
14
მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთო! არ გვეშველება არაფერი))
26 მარტი 2021 08:38
7
ერთი ქართველი ჟურნალისტი როგორ არ ესწრებოდა კონფერენციას რომ კვარაცხელიაზე კითხვა დაესვა, ან როცა ხედავენ რამხელა ინტერესია ამ კაცის მიმართ და გვაინტერესებს ცვლილების მიზეზი ვინმე გამოვიდეს ნაკრების ან ფედერაციის პრესცენტრიდან და გააკეთონ განცხადება
მოსე
26 მარტი 2021 10:46
3
ვილი კვარაცხელია არ უნდა შეგეცვალა,ქვილითაიას რა უნდა ნაკრებში,კობიაშვილი ძალიან მაგარი ფდხბურთელი იყო,მაგრამ დაღუპულია ქართული ფეხბურთი მის ხელში
giorgi
26 მარტი 2021 09:34
5
აშკარად ხიზანიშვილის ხელი ფათურობს ნაკრებში... აცადეთ ამ ადამიანს თავის საქმეს თვითონ მიხედოს.დარწმუნებული ვარ ესპანეთის წინააღმდეგ სულ სხვა ნაკრები გამოვა მოედანზე...
ტორპედოელი
26 მარტი 2021 13:27
2
ხვიჩა გულშემატკივრებს შეგვინახა დაუღლელი.იფრენს ესპანეთთან!აი ნახავთ
დჭ
26 მარტი 2021 11:56
1
ესპანეთთან ბუდუ იქნება ძირითადში
wbc
26 მარტი 2021 11:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული