ლუის ენრიკე: თბილისთან კარგი მოგონებები მაკავშირებს - შვედეთთან ფრეს იმსახურებდით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა:

"საქართველოს შესახებ დიდი ინფორმაცია არ გვაქვს, ბოლო 1 მატჩი ვნახე. კარგად გამოყურებოდნენ, დაცვაში კარგად იდგნენ. ჩვენ თამაშს რაც შეეხება, ვეცდებით ხვალ უკეთესად ვითამაშოთ, ვიდრე საბერძნეთთან.

დაახლოებით, იგივე თამაშს ველით, რაც შვედეთთან, ბურთის ფლობა თითქმის თანაბარი იყო. მგონია, საქართველო იმ მატჩში ფრეს იმსახურებდა. ვფიქრობ, ადვილი თამაში არ გველის, გამარჯვება არ მოგვიპოვებია. რთულ შეხვედრას ველოდები.

მართალია, მაყურებელთან ერთად თამაშს ჩვეული არ ვართ, თუმცა ეს კარგი იქნება. უკრაინაში 7000 იყო.
თბილისში 16000 იქნება. კარგი მოგონებები მაკავშირებს "დინამო არენასთან", აქ სუპერთასი მოვიგე და ხვალაც გამარჯვების იმედი მაქვს.

საბერძნეთთან ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ კარიერაში მაინც ჩემი ერთერთი საუკეთესო მატჩი მქონდა. შეიცვლება ტაქტიკა, შეიცვლებიან ფეხბურთელები. ადვილი არ იქნება საქართველოს დამარცხება, ისინი თავს დაიცავენ და ჩვენ შეტევა უნდა გავაძლიეროთ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ენრიკე! მართალია მაშინ სუპერთასის მოგებით, კარგი მოგონებები გაგყვათ, მაგრამ იმედია ხვალ, კარგ მოგონებებს ჩვენ დაგვიტოვებთ!
ზურა
20:31 27-03-2021
4
ეჰჰ ჩემო ლუის, აბა მე მკითხე თბილისთან რამდენი მოგონებები მაკავშირებს, მაგრამ ჩაიქროლა ცხოვრებამ.
მეგრელი
21:42 27-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული