საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდის სასტარტოში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის გაახალგზრდავებული ნაკრები ის აღარაა, რაც ადრე იყო, რა თქმა უნდა, მაინც გრანდია და მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია.
ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და
მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.
თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი 1:0
გოლი: კვარაცხელია
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, ზივზივაძე
ესპანეთი: სიმონი, ალბა, ლორენტე, ერიკ გარსია, პედრო პორო, პედრი, ბუსკეტსი, რუისი, ხილი, მორატა, ტორესი