საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა - 1:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი.

ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს
მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას კაშიამ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.

მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ „გაყვითლებული“ ლორენტე მარტინესით, ხოლო პასიური ხილი ოლმოთი შეცვალა, შემდეგ რუისის ნაცვლად ალკანტარა შეუშვა მოედანზე და ტორესმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და მეტოქე ზეწოლა გააძლიერა. საპასუხო ცვლილებები სანიოლმაც განახორციელა. ბოლოს მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა და კომპენსირებულ დროში ოლმომ კარიდან წინ გამოსულ ლორიას გაუტანა და დავმარცხდით.

წაგება ასეთი ბრძოლის შემდეგ გულდასაწყვეტია, მაგრამ ძნელია დაცვაში ჩადგომით შედეგს მიაღწიო, აუცილებელია ბურთის მეტი კონტროლი და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის სტარტზე მეორე მატჩშიც დამარცხდა და მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ტორესი (55), 1:2 ოლმო (90+2)
გაძევება: შენგელია (90+4)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე 70), ლობჟანიძე (შენგელია 70) , ზივზივაძე (ქვილითაია 62)

ესპანეთი: სიმონი, ალბა, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მ. ლორენტე 65), პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73) , რუისი (ალკანტარა 54), ხილი (ოლმო 46), მორატა, ტორესი

მკითხველის კომენტარები / 149 /
კარგი იყო, ძალიან კარგი და ამის თქმა არ უნდა იყოს პრობლემა. ფეხბურთი ხომ პირველ რიგში თამაშია და მოულოდნელად ბევრმა ქართველმა შესანიშნავად ითამაშა. ასეთი ჯიშიანი გოლი კარგა ხანია არ გაგვიტანია. არა მგონია პირველ ტაიმი ვინმეს არ აკმაყოფილებდეს. მეორეში კი ქვილითაიას გადამკიდე ფაქტიურად კაცნალული დავრჩით და თან ვის წინააღმდეგ. შემდეგმა შევვლებმა ხომ საერთოდ ისევ იქ დაგვაბრუნა, სადაც ბოლო წლებია ვართ და საიდანაც ამოთრევის შანსი გაგვიჩნდა. გვეღირსა ბოლოსდაბოლოს არადასტრესილი, ნორმალური ფსიქოლოგიის ბიჭები: პირველ რიგში რათქმაუნდა კვარაცხელია, გარდა ამისა გიორბელიძე, კიტეიშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლობჯანიძე, ბერიძე. ამათ სამომავლოდ დაუმატეთ ჭაკვე, ხოჭოლავა, მაკარიძე, ტაბიძე, ლოჩოშვილი და აშკარად სჩანს კარგი, ნორმალური ევროპული გუნდის ბირთვი. ვიღაც იტყვის ფორვარდებიო? მაგრამ მაგენიც რომ გვყავდეს უკვე ვიქნებოდით გუნდი. სწორედ ისინი უნდა ვეძებოთ ან ჩემპში ან ნატურალიზებით. აი საით არის მწვრთნელების სამუშაო.
ამატაკი
28 მარტი 2021 23:28
1
ქვილითაიამ დაგლიჯა! მაგის გამჩერებელი ნაკრები ჯერ არ დაბადებულა)))))) ხიზანიშვილი რო ასისტენტი იქნება იმ ნაკრებს ვინ მოუგებს კიდევ??)))
me
28 მარტი 2021 23:21
6
ესპანელები არ იმსახურებდნენ ამ გამარჯვებას... ცოტა იღბალი და მოვიგებდით...
ტორპედოელი
29 მარტი 2021 10:21
1
როგორაა ის მივიწყებული ფრაზა. "კარგად ითამაშეს მაგრამ წააგეს." დიდი ანგარიშით რომ არ წააგეს არ ხართ კმაყოფილი?
დავით 67
28 მარტი 2021 22:08
39
ეს Თამაში და გატანილი გოლი მᲗლიანობაში გუნდმა Შექმნა, ეს გუნდური სახეობაა და უკლებლივ ყველა მონაწილეა, მარტო კვარაცხელია ვერ იქნება განმსაზღვრელი.
დიტო
29 მარტი 2021 15:33
0
მაინც არაუშავდა, მაგრამ როდემდე? გვილია, დვალი, ბუდუ, Შენგელია და ბერიხე - სუსტი რგოლი. მეკარეზეც დაფიქრდება კაცი.
ჯაბა
29 მარტი 2021 10:45
4
ზივზივაძისგან მეტს ველოდი,მაგრამ ფსიქოლოგიურმა წნეხმა იმოქმედა,იმედია სანაკრებო გამოცდილებას მიიღებს და უფრო პროდუქტიული იქნება...
ბონდოიე ქუთაისელი
29 მარტი 2021 08:08
1
ნაკრებმა დაამტკიცა,რომ თამაში შეუძლია.ძალიან ძნელი იყო სამდღიანი შუალედით ორი ასეთი თამაშის ჩატარება,მით უფრო,რომ ჩვენი ფეხბურთელები,არასოდეს გამოირჩეოდნენ,დიდი ფიზიკური მომზადებით,მაგრამ სანამ შეეძლოთ,სასიამოვნო იყო,მათი ყურება.პირველ ტაიმში,ნაკრები მწყობრად თამაშობდა.შეტევაში სანიოლმა სწრაფი ფეხბურთელები დააყენა და რამდენჯერმე მათ კარგი კომბინაციაც გაითამაშეს.გოლის ეპიზოდში,ხვიჩამ მოულოდნელობაზე გააეთა აქცენტი და მარცხენა ფეხით დაარტყა,რაზეც მეკარე მზად არ აღმოჩნდა.ხვიჩა ხომ მემარჯვენეა.მეორე ტაიმში ესპანელებმა დაწოლა გაზარდეს და გამოჩნდა,რომ ფიზიკასთან ერთად ბურთის დამჭერი და კარგი პასის გამკეთებელი გამთამაშებელი არა გვყავს.ალკანტარამ კი,უცბად დაალაგა ესპანელების თამაში,თავისი შედეგებითურთ.ხვიჩამდე ბურთი აღარ მიდიოდა და რაკი პირველ ტაიმშიც ბევრი იშრომა,სანიოლმა ის დაასვენა,შეცვალა სხვა შემტევებიც,თუმცა შეცვლაზე შემოსულებმა,საერთოდ ვერ შესძლეს,ურთიერთმოქმედების მოგვარება.რამდენჯერაც შეტევის კარგი შესაძლებლობა მოგვეცა,იმდენჯერ არასწორად გაიშალნენ და ერთმანეთს პასი ვერ მიაწოდეს.შესაბამისად ვერც ესპანელთა დაცვაზე გააკეთეს დაწოლა,ვერც ბურთი დაიჭირეს და თვითონაც ჩაქრნენ.შენგელიამ კი,წითელიც აიკიდა,არაფრისმომცემ მომენტში.მას სავარაუდოდ,ბერძნებთან მოუწევდა სრული დატვირთვის მიღება.ახლა კი,ისევ გადაღლილ ბიჭებს მოუწევთ,ბერძნების დაწოლის გაძლება.არადა მისი თამაში,სწორედ ბერძნების საწინააღმდეგოდ იქნებოდა ზედგამოჭრილიდარჩენილ წუთებში,სწორედ ქვილითაიას,ბერიძეს და შენგელიას უნდა დაეტვირთათ თავი მაქსიმალურად,რომ ესპანელთა უკანა ხაზს,ბურთის გათამაშების საშუალება შეზღუდვოდათ,ისინი კი,პასიურად შეჰყურებდნენ და მთელი სიმძიმე,უკანა ხაზს დააწვა.საიდანაც ლორიამ მეორე ბურთი გაუშვა,იმ ადგილიდან ძალიან ბევრს გააქვს გოლები,შორეულ კუთხეში და ისიც ამიტომ გამოვიდა ცოტა წინ.ბურთი თუნდაც 1 სანტიმეტრით მეტად რომ მოეგერიებინა,კარში ვეღარ შევარდებოდა,ძელიდან,მაგრამ არ გაუმართლა.კარში რომ დარჩენილიყო,სავარაუდოდ,ამნაირ დარტყმას,საერთოდ ვერ მისწვდებოდა.ძალიან სამწუხაროა,ასეთი თამაშის წაგება,თუმცა გუნდი ბოლომდე დაიხარჯა და ესპანელებთან წაგება,არავისთვისაა სამარცხვინო.მით უფრო ძნელი იქნება ძალების მოკრება საბერძნეთისათვის,ფიზიკურიც და მორალურიც,ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად გვერდით უნდა დავუდგეთ,მით უფრო,რომ დღევანდელი თამაშით,პატივისცემა ნამდვილად დაიმსახურეს.ჩვენ ვნახეთ როგორ თამაშობენ ეს ბიჭები და კიდევ გვყავს ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე.აი ისინიც თუ ჩადგებიან ფორმაში,მაშინ საკმაოდ შემტევი და ბრძოლისუნარიანი ნაკრები გვეყოლება.
სოსო
28 მარტი 2021 23:13
0
მე ასეთი მებრძოლი ჩვენი ნაკრები არ მახსოვს, თანაც ესპანეთთან! დღეს გაცილებით უკეთესად ითამაშეს ვიდრე მაგალითად 2011 წელს ხორვატიასთან თბილისში. ეს არ არის ის შემთხვევა, რომ მხოლოდ "კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ". ეს გაცილებით ძლიერი თამაში იყო ჩვენი ბიჭების! რაღაც ახალი იყო დღეს, ახალი გუნდის დაბადება, ნამდვილად უშიშრის და ნამდვილად მებრძოლის! ასეთი უშიშარი ბრძოლა იყო მსოფლიო გრანდთან და თამაშის უმეტესობა ხომ შევბოჭეთ და ვანერვიულეთ. სულ მომართულები იყვნენ ჩვენები (თუ 15-20 წუთს არ ჩავთვლით) რომ ბურთი აეღოთ და შეეტიათ! გასაქანს არ ვაძლევდით ესპანელებს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ეხლა რაც შეეხება მომავალს - მთავარია ეხლა არ ჩამოყარონ ყურები. სწორად ეხლა! გააგრძელონ მუშაობა და დაივიწყონ დღევანდელი წაგება. თუმცა ახსოვდეთ, რომ დღეიდან საქართველოსთვის დაუმარცხებელი გუნდები აღარ არსებობენ! ეს მინდა, რომ ბიჭებმა აუცილებლად ირწმუნონ!
gio
28 მარტი 2021 22:37
1
სანიოლის რა ვუთხარი ქვილითაიას შემოყვანისთვი !!! რაც მაგან შვეციასთან გვიქნა მაგას კაცი შემოიყვანდა??? კვარაცხელია გაიყვანო და ქვილითაია შემოიყვანო???
გიორგი
28 მარტი 2021 22:24
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული