"არ დამცინოთ, მაგრამ ეს..." - რას წერს სპორტული ჟურნალისტი ქართველ ფეხბურთელებზე

AutoSharing Option
სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ეს­პა­ნე­თის სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბებს შო­რის გა­მარ­თულ მატჩს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

"არ დამ­ცი­ნოთ, მაგ­რამ ეს მარ­თლა ღირ­სე­უ­ლი წა­გე­ბა იყო. არც ისე­თი დიდი უფსკრუ­ლია ჩვენ­სა და კარგ გუნ­დებს შო­რის, რო­გორც ეს ბევ­რს ჰგო­ნია. ცო­ტაც უნდა და­ვიხ­ვე­წოთ და მერე იღ­ბა­ლიც ჩვენს მხა­რეს იქ­ნე­ბა.

პ.ს. თა­ნა­მედ­რო­ვე ფეხ­ბურთში პრე­სინ­გის თა­მა­ში ყვე­ლას მო­ე­თხო­ვე­ბა. დას­ვე­ნე­ბუ­ლი თავ­დამ­სხმე­ლი რომ ცვლი­ლე­ბა­ზე გა­მო­დის და და­ძუნ­ძუ­ლებს, ეს არის კა­ტას­ტრო­ფა.

Sportall.Ge

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, რომ გა­მოჩ­ნდა, თა­მა­ში შეგ­ვიძ­ლია. სა­კმ­არი­სი ტა­ლან­ტი გვაქვს იმის­თვის, რომ ყვე­ლა მატჩზე მო­სა­გე­ბად გა­ვი­დეთ მინ­დორ­ზე.
საკ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ოს მი­ზა­ნი უნდა იყოს ჯგუ­ფი­დან გას­ვლა და არა შემ­დე­გი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ოს­თვის მზა­დე­ბა. ლუ­ზე­რის მენ­ტა­ლი­ტე­ტი რა­მე­ნა­ი­რად უნდა მო­ვი­ცი­ლოთ და იღ­ბა­ლიც ჩვენს მხა­რეს იქ­ნე­ბა. უნდა და­ვი­ჯე­როთ, რომ შეგ­ვიძ­ლია და ნავ­სი გა­ტყდე­ბა", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

Sportall.Ge

თა­მაშს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი­დევ ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი რა­მაზ ხა­ტი­აშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ეს­პა­ნურ პრე­სას ვკი­თხუ­ლობ. გვა­ქე­ბენ და კვა­რა­ცხე­ლია სა­ერ­თოდ ცაში აჰ­ყავთ.

"სა­ქარ­თვე­ლო ისე იცავ­და თავს, რო­გორც სა­ბერ­ძნე­თი, მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბა ის იყო, რომ, რო­დე­საც ბურთს ჩა­იგ­დებ­დნენ ხელ­ში, რაც სუ­ლაც არ ხდე­ბო­და იშ­ვი­ა­თად, ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო კონ­ტრშე­ტე­ვებს ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. თით­ქმის ყო­ველ­თვის მარ­ცხე­ნა ფლანგზე კვა­რა­ცხე­ლია იყო, 20 წლის ბიჭი, რო­მე­ლიც რუ­სულ „რუ­ბინ­ში“ თა­მა­შობს, მაგ­რამ მალე ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე დიდ კლუბ­ში ვი­ხი­ლავთ. ის აკე­თებ­და ყვე­ლა­ფერს, რაც სურ­და, რო­გორც სურ­და და რო­დე­საც სურ­და. ეს ბიჭი ნამ­დვი­ლი სხი­ვია, ყო­ველ­თვის მიკ­რუ­ლი აქვს ბურ­თი ფეხ­ზე, ყო­ველ­თვის მყა­რად დგას ფეხ­ზე. ასე რომ, მთე­ლი პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ეს­პა­ნე­თი ქარ­თულ კე­დელს ეჯა­ხე­ბო­და და სა­კუ­თარ კარ­თან ცუდ დღე­ში ვარ­დე­ბო­და" - ("ელ მუნ­დო").

Sportall.Ge


სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ფეხ­ბურთში ეს­პა­ნეთ­თან და­მარ­ცხდა. მატ­ჩი სტუმ­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ, ან­გა­რი­შით 1:2 დას­რულ­და.

თა­მა­შის პირ­ვე­ლი გოლი ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­ი­ტა­ნა. შემ­დეგ ეს­პა­ნე­ლებ­მა ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რეს, მატ­ჩის ბოლო წუ­თებ­ზე კი მას­პინ­ძლე­ბის კარ­ში კი­დევ ერთი გოლი გა­ი­ტა­ნეს.


მკითხველის კომენტარები / 11 /
ზივზივაძის თამაშისგან ყველას დიდი მოლოდინი ჰქონდა, იმედია შემდეგ შეხვედრაში უფრო აქტიური იქნება და სულ ცოტა პირველ ბურთს არ დაკარგავს.
4
სულ მაინტერესებდა ზივზივაძეს თამაში, პირველ ტაიმში ერთი მაღალი ბურთი ვერ მოიგო.. ჩემი აზრით ელგუჯა ლობჟანიძე ბევრად სჯობს..
ჯონდიკო
14:11 29-03-2021
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული