"ამ სახელს აღარასოდეს გავიგებთ" - "ბარსელონას" ფანები შენგელიას უხეშობას მწვავედ გამოეხმაურნენ

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

94-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მხრიდან წითელი ბარათი ლევან შენგელიამ მიიღო, რომელიც "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავის, პედრის წინააღმდეგ უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს.

ამ ფაქტს საკმაოდ ემოციურად შეხვდა Twitter-ზე "ბლაუგრანას" გულშემატკივართა საკმაოდ პოპულარული გვერდი total Barça, რომელმაც აღნიშნული ეპიზოდის ფოტო გაავრცელა და დაწერა:

"ლევან შენგელია, ვიმედოვნებთ, რომ ამ სახელს აღარასოდეს გავიგებთ ან წავიკითხავთ".

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, პედრი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. ის "ბარსელონას" ერთ-ერთ იმედად ითვლება და ფანების გულისწყრომაც სწორედ ამან გამოიწვია, რომ შესაძლოა,
ფეხბურთელს მძიმე ტრავმა მიეღო.

მკითხველის კომენტარები / 33 /
გაიგებთ აუცილებლად.თქვენს მიწაზე თან.ფეხბურთია ბალეტი კი არა,დიდი ამბავი,ამის მეტს არავის უუხეშია რას ამბობთ.
master
30 მარტი 2021 17:34
16
კარგით რა ნუ გამოდიხართ პაპზე უფრო კათოლიკები. იყო უხეშობა და გააძევეს კიდეც მაგრამ იმაზე ბევრად ნაკლები კოჭებში რომ ურტყავენ და ტერფზე აბიჯებენ. არც ტრავმა არ მიუღია პედრის და " ვაიდა რომ მიეღოს" გამო ჩვენიანს გადავუაროთ მიდი აბა. თან იმ ხალხმა რომელიც როი კინს ვაჟკაცობად უთვლის დღესაც ჰაალანდის განზრახ ლამის დაინვალიდებას.
???
30 მარტი 2021 16:38
5
რაც შენგელიამ გააკეთა გამართლება არა აქვს, გამოვიდა, იძუნძულა, კაპიკის ფასი არაფერი გაუკეთებია და ბოლოს სასოწარკვეთილმა წითელი მიიღო, დასასჯელია.
მეგრელი
30 მარტი 2021 16:31
14
მერედა გაახსენეთ ანხელი და ყიფიანის მოტეხილი ფეხი მაგ ფრანკოს ნაბ====ებს
hhh
30 მარტი 2021 14:39
4
მე კი ვფიქრობ შენგელიას დონის ფეხბურთელები საქართველლოშიც ბევრია
giga
30 მარტი 2021 14:34
6
პედრიმ უფრო კარგად ეს თვითონ გააფორმა,რადგან ეს ვარდნის დროს მოხდა,თუ კადრს რამოდენიმეჯერ შეხედავთ ეს აშკარაა,თუმცა უხეშობა არ მოსულა არსად..
სვანსკი
30 მარტი 2021 13:21
7
ნუ შევრიცხავთ შენგელიას, მას ბურთზე უნდოდა თამაში, მაგრამ ხდება ხოლმე....ფეხბურთი ფეხბურთია. ამაზე უარესი რა არ უნახიათ იგივე ესპანელებს, გაიხსენონ თუნდაც როგორ ურტყავდნენ იგივე ესპანელები მარადონას ბარსაში თამაშის დროს და რაა ამბობდა ამაზე მარადონა.შენგელია მაღალი კლასის ფეხბურთელი და ღირსეული კაცია, რაშიც მალე დარწმუნდდება ყველა
ზურა
30 მარტი 2021 13:13
9
გაშლილი ფეხით თამაში პროფესიონალიზმს არ ნიშნავს მითუმეტეს როდესაც საჭიროება არ იყო
ვაა
30 მარტი 2021 15:01
15
საერთოდ რა დასაძახებელი ეგ იყო, სულ რო არ ეუხეშა მაონც ვერაგრით გამოივინა Თავი.
სანდრო
30 მარტი 2021 13:07
14
დღემდე მეზიზღება ის ფეხბურთელი ჩაკვე რომ დაამტვრია თავის დროზე
lado
30 მარტი 2021 12:48
2
ხვიჩაზე ფეხებში რტყმა მოსულა?თუ მარტო ჩემს ტელევიზორში ურტყამდნენ..ისე პედრი რა შუაშია და მაკედონიის ყასბები ბოლო 10 წუთი უნდა დაელეწათ თუ გინდა 6 წითელი მიეღოთ..პირველ თამაშში როგორ იჩეხებოდნენ და მეორეში კიტეიშვილი დაგვიმტვრიეს
Levani
30 მარტი 2021 12:32
1

სიახლეები პოპულარული