"ამ სახელს აღარასოდეს გავიგებთ" - "ბარსელონას" ფანები შენგელიას უხეშობას მწვავედ გამოეხმაურნენ

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

94-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მხრიდან წითელი ბარათი ლევან შენგელიამ მიიღო, რომელიც "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავის, პედრის წინააღმდეგ უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს.

ამ ფაქტს საკმაოდ ემოციურად შეხვდა Twitter-ზე "ბლაუგრანას" გულშემატკივართა საკმაოდ პოპულარული გვერდი total Barça, რომელმაც აღნიშნული ეპიზოდის ფოტო გაავრცელა და დაწერა:

"ლევან შენგელია, ვიმედოვნებთ, რომ ამ სახელს აღარასოდეს გავიგებთ ან წავიკითხავთ".

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, პედრი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. ის "ბარსელონას" ერთ-ერთ იმედად ითვლება და ფანების გულისწყრომაც სწორედ ამან გამოიწვია, რომ შესაძლოა,
ფეხბურთელს მძიმე ტრავმა მიეღო.

მკითხველის კომენტარები / 33 /
ეგენი ვის უხეშობაზე ლაპარაკობენ!? დაავიწყდათ ანხელმა ყიფიანს რომ ფეხი მოტეხა?
gurami
30 მარტი 2021 12:29
3
სწორედ მაგაშია საქმე.39 წელი გავიდა მაშ შემდეგ და როგორ მწარედ გვახსოვს.პედრი,18 წლისაა და არც უხეში ფეხბურთელია.ლევანი თავისი შეცდომით და გოლით გამწარებული იყო და აღარ დაზოგა.ისე მსაჯმაც, ბლომად ჯარიმები გაატარა და გოლის წინაც,მგონი ქვილითაიას წაქცევაზე არ დანიშნა ჯარიმა და არ შეაჩერა თამაში.თუმცა მგონი თვითონაც დამეთანხმება,რომ ასე თამაში არ შეიძლებოდა.ბერძნებთან,წესით მას მოუწევდა ძირითადში დაწყება,ახლა კი,ისევ დაქანცულ ბიჭებს მოუწევთ,მთელი სიმძიმის თრევა.
სოსო
30 მარტი 2021 21:24
0
ანხელი რეალში თამაშობდა
ავთო
30 მარტი 2021 20:50
0
ყველა გამოხმაურება
კარგით რა-განგებ ჩაარტყა??!!
lasha
30 მარტი 2021 12:21
5
მართლა არ შეიძლება ადეთი თამაში, არასპორტული კი არა უფრო სასოწარკვეთილების ელფერი დაჰკრავს მის ამ საქციელს. სასოწარკვეთილება კიდევ კაცს და სპორტსმენს არ უხდება. წაგებაც ღირსეული უნდა შეგეძლოს.

ორი რამ არ მიყვარს ფეხბურთში. ერთი უზრდელი გულშემატკივარი, რომელიც მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს აგინებს და მეორე სიმულანტი ან “ყასაბი” ფეხბურთელები.
ქაჯი
30 მარტი 2021 12:00
7
შენგელია უკვე დაისაჯა წითელი ბარათით, თქვენ კი კიდევ ბევრჯელ გაიგებთ მის სახელს
ალეკო
30 მარტი 2021 11:46
14
სად უნდა გაიგონ აბა ამ კუპატის სახელი ტიპი საბერძნეთის ჭ კლასის გუნდის ურყევი ზამენაა...
აბა სად
30 მარტი 2021 12:50
28
ძალიან კარგად მესმის, მათი.გულის დაწყვეტა გასაგებია,მაგრამ ამის გაკეთება,ან გამართლება,არაფრით შეიძლება.არ გვეკადრება.სპორტი, პირველ რიგში,მაინც სპორტია და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.
სოსო
30 მარტი 2021 11:27
8
ქაჯივით მოიქცა!!!
L.J.
30 მარტი 2021 11:10
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული