საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველო შვედეთთან და ესპანეთთან მეტს იმსახურებდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საბერძნეთის ეროვნული გუნდის ნიდერლანდელმა მწვრთნელმა ჯონ ვან შიპმა ისაუბრა:

"ვფიქრობ, გუნდი კარგ მდგომარეობაშია. ყველა ჯანმრთელადაა და ეს კარგი ამბავია. საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს, შვედეთთან და ესპანეთთან უფრო მეტი დაიმსახურა. ადვილი თამაში არავისთან არაა. გეგმას უნდა მივყვეთ და თუ ეს გავაკეთეთ, გამარჯვების მეტი შანსი გვექნება.

მეტოქეს მწვრთნელი შეეცვლა. ის დიდი ფეხბურთელი იყო. ცდილობს, თავისი იდეები ფეხბურთელებს გადასცეს და განსხვავება საგრძნობია. კომპაქტურად თამაშობენ, სწრაფად გადადიან შეტევაში, სწრაფი შემტევები ჰყავთ და ბურთის დაკარგვისას კონცენტრირება გვმართებს. ისინი უნარიანად
კეტავენ ზონებს.

შესაძლოა, ესპანეთთან მოედანზე გაყვანილი სასტარტო შემადგენლობა არ შევცვალო", - ციტირებს ჯონ ვან შიპს sport24.gr.


მკითხველის კომენტარები / 8 /
ხუმრობის გარეშე ვიტყვი, ის ავტობუსი თუ ჩააყენა ამ კაცმა რაც ესპანეთთან, ცუდადაა საქმე, მგონი თერთმეტივე დაცვითი სტილის მოთამაშე ჰყავდა სასტარტოში, ბურთს რომ დაგვითმობენ უკვე მწვრთნელის სიტყვებშიც ჩანს, ბურთის კონტროლს უთუოდ არ დაგვიწყებენ, სადაც ესპანეთს ვიჭერდით კონტრშეტევაზე, ესენი უკვე ფრთხილობენ, ხვიჩას ამბავიც ცხადია იციან. თუმცა ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, წარმატებები ბიჭებს.
Dima
20:15 30-03-2021
3
ამ ძალათ პროფესორა გულშემატკივრებზე ვკაიფოდ მაგრად. ასი მსოფლიო დონის მწვრთნელი ვერ გაიგებს მათ მოსაზრებებსა და "რჩევებს". დააცადეთ ამ სანიოლს, ჯერ არც კი იცნობს წესიერად ფეხბურთელებს, გვყავს მაგრები და არ ათამაშებს ვინმეს?????????? ვაკანსია უამრავია ნაკრებში, ივარჯიშონ დღეში 8 საათი პელესავით ფეხბურთელებმა და ..........
სტალინი
22:27 30-03-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული