ოთარ კიტეიშვილი: იმედი მაქვს, საბერძნეთთან მიზანს მივაღწევთ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მესამე ტურში საბერძნეთთან გასვლითი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა:

"საბერძნეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ორი თამაშის შემდეგ, სამწუხაროდ, ქულა ვერ მოვიპოვეთ, დასანანი მატჩები წავაგეთ. ამიტომ საბერძნეთის წინააღმდეგ ჩვენი მიზანი ქულების მოპოვებაა. ვთვლი, რომ ხვალ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ და იმედი მაქვს, მიზანს მივაღწევთ.

რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, საკმაოდ კარგი გუნდია, მათ ესპანეთის წინააღმდეგ ერთი ქულის აღება შეძლეს, რაც შეუძლებელია შემთხვევითობა იყოს. საბერძნეთთან თანაბარ თამაშს ველოდები", - ციტირებს
კიტეიშვილს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გვინდა ყველას, მაგრამ რას მივაღწევთ, იმის თქმა ძნელია. 2 თამაშია ახალი ფურცელი გადავშალეთ, და რეალობა უნდა აღვიქვათ. მაგ საბერძნეთს აგერ ესპანეთმა ვერ მოუგო და 3 ქულის აღება ასე მარტივად არ მოხდება. უნდა გვახსოვდეს, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში არ უნდა ვაქციოთ ნაკრებს ზურგი
: )))))))
30 მარტი 2021 23:50
1
ოთარ, შენ ეგეთი საგოლე პასები დაარიგე და აბა რას ვიზავთ!!
buba
31 მარტი 2021 09:54
1
კიტე კაი ბიჭი ხარ მომწონს შენი თამაში საქართველოს მომავალი ხარ უკეთეს ლიგაში გიხილავ მალე უყურებ შენს თამაშებს და კარგ ფეხბურთს თამაშობ წარმატებები ბევრი საგოლე პასები
ემიგრანტი
31 მარტი 2021 01:07
0
ისევ დაიწყეს ტრაბახი,რამდენჯერ უნდა გითხრათრომ ჯერ უნდა გადახტეთ და მერე დაიძახოთ ჰოოოპპპპპლლლაააააააააააააააააააააააააააააა.როგორ ვერ გაიგეთ.
gio
30 მარტი 2021 23:27
16
Saberznets da kosovos gasvlac da saxlshic tu mougebt otxive tamashs meore adgili chatvalet garantirebuli gaqvt.
Ucxo
31 მარტი 2021 10:54
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული