ოთარ კიტეიშვილი: იმედი მაქვს, საბერძნეთთან მიზანს მივაღწევთ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მესამე ტურში საბერძნეთთან გასვლითი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა:

"საბერძნეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ორი თამაშის შემდეგ, სამწუხაროდ, ქულა ვერ მოვიპოვეთ, დასანანი მატჩები წავაგეთ. ამიტომ საბერძნეთის წინააღმდეგ ჩვენი მიზანი ქულების მოპოვებაა. ვთვლი, რომ ხვალ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ და იმედი მაქვს, მიზანს მივაღწევთ.

რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, საკმაოდ კარგი გუნდია, მათ ესპანეთის წინააღმდეგ ერთი ქულის აღება შეძლეს, რაც შეუძლებელია შემთხვევითობა იყოს. საბერძნეთთან თანაბარ თამაშს ველოდები", - ციტირებს
კიტეიშვილს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გვინდა ყველას, მაგრამ რას მივაღწევთ, იმის თქმა ძნელია. 2 თამაშია ახალი ფურცელი გადავშალეთ, და რეალობა უნდა აღვიქვათ. მაგ საბერძნეთს აგერ ესპანეთმა ვერ მოუგო და 3 ქულის აღება ასე მარტივად არ მოხდება. უნდა გვახსოვდეს, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში არ უნდა ვაქციოთ ნაკრებს ზურგი
: )))))))
23:50 30-03-2021
1
კიტე კაი ბიჭი ხარ მომწონს შენი თამაში საქართველოს მომავალი ხარ უკეთეს ლიგაში გიხილავ მალე უყურებ შენს თამაშებს და კარგ ფეხბურთს თამაშობ წარმატებები ბევრი საგოლე პასები
ემიგრანტი
01:07 31-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული