საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურის მატჩის პირველი ტაიმი საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან უპირატესობას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა
ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 0:0

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი, ბუხალაკისი, ციოლისი, პავლიდისი, ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე

მკითხველის კომენტარები / 7 /
ხვიჩა ძალიან მაგარი ხარ.როგორ გაგვახარე.
პაატა
00:27 01-04-2021
0
გიორბელიძემ უდიდესი ნაპრალი ამოავსო ნაკრებში. მუდმივი პრაქტიკა და ცოტა დაღვინება სჭირდება და ძალიან კარგი კარიერა შეუძლია ჰქონდეს. იმედია, წიტაიშვილი და მიქაუტაძეც მოხსნიან ხარისხიანი თავდამსხმელისა და მარჯვენა გარემარბის პრობლემას და ძველი ჩაკვეც თუ დაგვიბრუნდა, მადა ჭამაში მოუვა ვილის.
მატადორ777
23:45 31-03-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული