ავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ
გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.

თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მკითხველის კომენტარები / 146 /
კვარაზე აბა რა გითხრათ, ამ კვირეულის უეფას სიმბოლურ ნაკრებში დამკვიდრდა კაცი! თუ თავს არ დაზოგავს, მომდევნო 10 წელი მუდმივად იქნება ევროპის საუკეთესოებში.
სხვებისაც მეიმედება. აგერ, გიორბელიძემ უდიდესი ნაპრალი ამოავსო ნაკრებში. მუდმივი პრაქტიკა და ცოტა დაღვინება სჭირდება და ძალიან კარგი კარიერა შეუძლია ჰქონდეს. იმედია, წიტაიშვილი და მიქაუტაძეც მოხსნიან ხარისხიანი თავდამსხმელისა და მარჯვენა გარემარბის პრობლემას და ძველი ჩაკვეც თუ დაგვიბრუნდა, მადა ჭამაში მოუვა ვილის.
მატადორ777
01 აპრილი 2021 01:02
1
კვარა, აბა გვითხარი რამდენჯერ ინატრე დესპოტოვიჩი თავდასხმაში.
ვანჩოპე
01 აპრილი 2021 01:18
1
თამაშამდე ეს შედეგი შეიძლებოდა მისაღები ყოფილიყო მაგრამ გამოჩნდა რა მოხელე ნაჩალნიკი გუნდია საბერძნეთი..მარა ყველაფერი უკუღმართობა ხო ჩვენ უნდა დაგვემართოს რა...არაუშავს კაკაბ კაი ბიჭი ხარ...გაუარჯოს საქართველოს !!!აქ გავხევთ
ზესტაფდონი
01 აპრილი 2021 00:54
1
Არ ვიცი ვინ რას ფიქრობთ მაგრამ მე ვფიქრობ რო 2 ქულა დავკარგეთ.ეს თამაში უნდა მოგვეგოო
buxrika
01 აპრილი 2021 00:45
4
ეიფორიას არმიმდა ავყვე მაგრამ რაღაც კარგი წინათგრძნობა მაქვს სანიოლის მომავალთან დაკავშირებით საწყისი 20 წუთის შემდწგ სადავეები ხელავიღეთ და ერთმა მომენტმა გადაგვიწყვიტა თამაში ბრავო ხვიჩას მომავალია, კიტეიშვილი უკონკურენტო იქნება მალე საკუთარ პოზიციაზე, სასიამოვნოდ გამაკვირვა გიორბელიძემ თანამედროვე ფეხბურთში საჭიროა რა სითამამე ფლანგის მცველებისგან რაც შეეხება კაკაბაძესიერთ შევდომას ნუ გადავაყოლებთ ყოველთვის საიმედოა და ხშირად ერთერთი საუკეთესოც ხოლმე მოკლედ გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს ხვიჩას და ჩაკვეს თამადობით
გიო
01 აპრილი 2021 00:59
2
ჩაკვეტაძე ძალიან გვაკლია, ქვილითაიას ყოფნის აზრს ვერ ვხვდები.
7
01 აპრილი 2021 01:01
2
სლუცკი აფრენს ხვიჩაზე და ალბათ გაგიჟებული იქნება ეხლა სიხარულით. ძალიან დიდი ამაგი აქვს მას ხვიჩას სწრაფ განვითარებაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ გააგრძელებს ხვიჩა საკუთარ თავზე მუშაობას და ბოლომდე ჩამოყალიბდება. რუბინის თამაშს არ ვტოვებ, ასევეა სლუცკიც საქართველოს მიმართ, მოკლედ მადლობა და ჯიგარია................
სტალინი
01 აპრილი 2021 02:08
4
გული მტკივა ეს ოქრო ბიჭი როგორ არ გვყავდა მაკედონიასთან. 5 თვე გავიდა და ვერვინელებ. მაკედონიას კორონას სახით ჯოკერი დაეცა
ეჰ
01 აპრილი 2021 01:30
1
თავდამსხმელების გარეშე რომელიმე ნაკრები ივარგებს ????????? რა თქმა უნდა არა. საქართველომ სამი თამაში ჩაატარა მასე, თან მწვრთნელი არავის არ იცნობდა. აქედან გამომდინარე მაგარი იმედი მაქვს და აუცილებლად მეორე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ. სანიოლს მადლობა
???????????????
01 აპრილი 2021 02:39
1
რამდენი წელი კი არა და რამდენი თაობაა, გულმოსული ქართველის საპასუხო ინდივიდუალური გოლი არ გვინახავს. მართლა ბრილიანტი გვყავს, მაგრამ მხარი თუ არავინ აუბა, თვითონ კი იბრწყინებს და ჩვენს უფანტაზიო და უილაჯო ნაკრებს მაინც არაფერი ეშველება...
ნოდარ ღაჭავა
01 აპრილი 2021 00:49
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული