ავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ
გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.

თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მკითხველის კომენტარები / 146 /
აგერ ძმა ბურთი და მოედანი. სანიოლმა პირველივე შეკრებაზე ბევრი ფეხბურთელი გამოიძახა ეროვნული ჩემპიონატიდან. ჩაბრაძე იმის მაგალითია რომ თუ ოდნავ მაინც მოინდომებ შანს მიიღებ. ვაისი ვერრისკავდა ესეთ რაღაცეებს, ესკაცი რისკიანია და ვნახოთ აბა მოინდომეთ თქვენთვისაც უკეთესი იქნება და ჩვენთვისაც
ქოი
01 აპრილი 2021 01:34
1
ბრავო ბიჭებო , კაკაბას ავტო გოლის მერე ( რაც რაღაც პროცენტით ლორიას ბრალოც არის , არ დაუძახა რო არავინ ეჯდა ფეხზე ) მოვახერხეთ წონასწორობის აღდგენა და ქულა წამოვიღეთ სალონიკიდან . ჩემი აზრით იმის ფონზე რო ესეთ მოკლე მონაკვეთში მესამე მატჩს ატარებდნენ თან სტუნრად , საკმაოდ კარგად ითამაშეს,რომ არა ეს ალოგიკური ავტო გოლი შეიძლებოდა მოგებაც , აშკარად ბერძნებზე მეტი შანსიც გვქონდა და არაფერში დავუდეთ ტოლი.
ლშა
01 აპრილი 2021 00:48
4
ჩაკვეტაძე და წიტაიშვილი მიქაუტაძე ვნახოთ როგორ გააძლიერებენ!! ჩაკვე რო გვყოლოდა მოვიგებდით
beqa
01 აპრილი 2021 00:48
3
შვედებთან უნდა მოგვეგო ესპანეთთან უნდა მოგვეგო საბერძნეთთან უნდა მოგვეგო,ბარემ მსოფლიო ჩემპიონატიც მოვიგოთ და ქვეყანა გავახაროთ.
mixo
01 აპრილი 2021 00:57
1
ამ გუნდს პლიუს ჩაკვე, ოქრი , ზურიკო, წიტაიშვილი, მიქაუტაძე და რავი კიდე თუ გამომრჩა ვინმე. ღმერთი ა აგვარიდოს ტრავმები და დიდი მომავალიაქვს ჩვენს გუნდს
წერო
01 აპრილი 2021 00:57
2
ზივზივაძის და ქვილითაიას ნაცვლად 100% ლორია აჯობებდა და კარში მაკარიძე. მაღალ ბურთებს მაინც მოიგებდა
varaudi
01 აპრილი 2021 01:43
1
ჩაგეთვალა
ჯონი
01 აპრილი 2021 02:16
0
პირველ რიგში ხვიჩას მადლობა იმისთვის, რომ კაკაბაძე სიტუაციიდან გამოიყვანა და მერე თვითონ გოლისთვის. ასევე ჯაბას მადლობა და ყველა ბიჭს ბუდუს და ქვილითაიას გარდა სამწუხაროდ
სტალინი
01 აპრილი 2021 01:39
2
კვარა არ უნდა ᲨეიზᲦუდოს!!! Არავინ არ უნდა მიუᲗიᲗოს ბურᲗის ტარება არ ტარება!!! ეს ბიᲭი როცა Თავისუფალია და ᲨეუზᲦუდავია მაᲨინ აკეᲗებს სენსაციებს!!! კვარა Შემოგევლე!!! კაკაბაᲫე გული არ გაიტეხო Შემოგევლე,Შენ ჯიგარᲨი არავის ეპარება ეᲭვი!!! ხდება ყველაფერი!!! Თქვენ ᲨემოგევლეᲗ ბიᲭებო Ჩვენი იმედის გაᲩენისᲗვის! გულᲨი და ჯიგარᲨი გეფერებიᲗ Ძმებო!!! Villi Alle! Alle! Alle!
ზურა
01 აპრილი 2021 01:24
2
ჯაბას გოლი დაგვხატავდა, ამ გუნდს აქვს მომავალი, შვედეთმა უნდა დაკარგოს ბევრი ქულები. შემოდგომაში ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი და მიქაუტაძე დაგვემატება!!!
მინდია
01 აპრილი 2021 00:54
1
აიღო ბურთი და წამოიღო, მაიკა კი არ შემოიხია და გადაიხია თავზე. მადლობა ბიჭებს ბრძოლისათვის, ვაგრძელებთ ბრძოლას, ყველაფერი შესაძლებელია!!!
ემიგრანტი
01 აპრილი 2021 07:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული