ავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ
გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.

თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მკითხველის კომენტარები / 146 /
ათ ბალიან სისტემაში ბუდუ და ქვილითაია ერთად არის ნ უ ლ ი , ხოდა ერთ ქულიანი ქვეყანაში არ არსებობს ახალგაზრდულებში არავინ ????? ათმა კაცმა სამი თამაში ვითამაშეთ, მადლობა ბიჭებს და ს ა ნ ი ო ლ ს ..............
hoho
01 აპრილი 2021 01:47
2
კვარაცხელიაზე უნდა ვილოცოთ . რომ ტრამვებს გადაურჩეს და ეს საქართველოს თავიდან გააცნობს მსოფლიოს!!! ჩაკვე გვინდა. მიქაუტაძის იმედი მაქვს. ჩაკვე ,კიტე ,მიქაუტაძე ,კვარა და ზამენაზე წიტაიშვილი . ზურიკომაც თუ მოუმატა პოტენციალი სასწაული აქვს.
ბოკინიო
01 აპრილი 2021 00:59
1
3 ქულას ვიმსახურებდით ყველანაირი გადამეტების გარეშე. მეორე ტაიმში იმენა ვეჯექით. ერთხელ შეგვიტიეს და ისიც კაკაბამ უჯიგრა. ქვილითაია ჯობია ბუდუს აშკარად დღესაც გამოჩნდა. გიორბელიძეს ბრავო ესეთი მაგარი დებიუტი იშვიათად. კიტეს ყოჩაღ და კვარაზე არაფერს ვიტყვი. კარგი ბიჭებიხართ სანიოლსაც ყოჩაღ. არვინსახურებდით ფრეს
Eri
01 აპრილი 2021 00:52
3
სამი თამაში ჩავატარეთ ათმა კაცმა, აი ეს არის პირველ რიგში დასაფასებელი. ათ ნომერზე ვინმე მაღალი კალათბურთელი დაგვეყენებინა აჯობებდა
?
01 აპრილი 2021 02:23
1
მოკლედ უნდა ვისურვოთ ესპანეთმა რომ ქულები არ დაკარგოს არავისთან და რეალურად შეიძლება ამ ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება, მთავარია ყველა ჯანმრთელად შეხვდეს შემოდგომის თამაშებს, არ არის შვედეთი ის გუნდი რომ ვერ დაამარცხო და მითუმეტეს საბერძნეთი, ორივეს სახლში უნდა მოვუგოთ
მამუკა
01 აპრილი 2021 01:14
0
ევროპის კვირის ნაკრებში მარცხენა გარემარბად დიდი ალბათობით კვარას ჩაწერენ, არადა მისმა გუნდმა სამ თამაშში ერთი ქულა აიღო...
ნოდო
01 აპრილი 2021 01:10
0
ამასობაში მაკედონიამ გერმანიას ამოსდო, სომხეთი 3 მოგებით ჯგუფს ლიდერობა. ლყქსემბურგმა ის ირლანდია დადო გულაღმა 50 ჯერ რომ ვეთამაშეთ და მოგება რომ არ გვაქვს. ეს მათ გასაგონად ვინც იწყებს ხოლნე - ფული არაააა ჩემპიონატი არ გვაქვს გერმანიაში 80 მილიონი ცზოვრობს შენთან 3 როგორ გინდა რო მოუგო და ასე შემდეგ.
იბერია
01 აპრილი 2021 00:56
1
ქვილითაია მინუსებში გადავიდა
თავდამსხმელი და ბურთს მესამე კლასელის ძალით არტყამდეს გადამწყვეტ მომენტში???
თენგო
01 აპრილი 2021 08:28
0
ბერძნებს რომ ღმერთები ყავთ ეხლა დავრწმუნდი. აქამდე მართლა მითი მეგონა, კაკაბაძეს ავტოგოლიუსი ჩაესახა უცებ არაფრიდან, :))) მაგრამ მაინც გენაცვალე ძმაო გულში შეცდომა ყველას მოზდის, წარმატებები არ გატყდე, შენ ძმები გყავს გვერდიც ვინც ტკივილისგან გიხსნა, ხვიჩას წარმატებები და ჩვენს ნაკრებს,
აჩი***
01 აპრილი 2021 01:36
2
უაზრო გოლი მივიღეთ,საქართველოს ნაკრების ერთ ერთი მთავარი ნაკლი გამთამაშებლის არყოლაა, რომელიც პასებით მოამარაგებს თავმდამსხმელებს.
რობერტი
01 აპრილი 2021 00:55
2
რომელ თავდამსხმელებს ძმა?
გოგა
01 აპრილი 2021 00:59
1
მოსეირნე თავდამსხმელებს? თუ არ იმოძრავე პასს ვერ მოგცემენ
რაგბის ფანი
01 აპრილი 2021 01:04
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული