ავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ
გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.

თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მკითხველის კომენტარები / 146 /
მადლობა კვარას მარა დანარჩენებს აკლია კლასი გამძლეობა სისწრაფე და კარგ ლიგებში ძირითად შემადგენლობაში თამაშის დამსახურება და სხვისთვის არდაბრალება თითქოს ქართველი ესპანელს ჯობს მარა მაინც არ ათამაშებენ
შოკირებული გულშემატკივარი
01 აპრილი 2021 00:55
1
თამაშამდე ეს შედეგი შეიძლებოდა მისაღები ყოფილიყო მაგრამ გამოჩნდა რა მოხელე ნაჩალნიკი გუნდია საბერძნეთი..მარა ყველაფერი უკუღმართობა ხო ჩვენ უნდა დაგვემართოს რა...არაუშავს კაკაბ კაი ბიჭი ხარ...გაუარჯოს საქართველოს !!!აქ გავხევთ
ზესტაფდონი
01 აპრილი 2021 00:54
1
კვარა, კიტე, გიორბელიძე. ამ სამმა დღეს უბრალოდ დაგლიჯა
ოკ
01 აპრილი 2021 00:54
0
კვარას ჩათვლით ფიზიკური მომზადება არის ნული.
gori
01 აპრილი 2021 00:54
32
ჯაბას გოლი დაგვხატავდა, ამ გუნდს აქვს მომავალი, შვედეთმა უნდა დაკარგოს ბევრი ქულები. შემოდგომაში ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი და მიქაუტაძე დაგვემატება!!!
მინდია
01 აპრილი 2021 00:54
1
სხვა რო ყველაფერს თავი დავანებოთ, ამ ქვილითაიათი როდემდე უნდა გვიხეთქონ გული?! ნამუსი აღარ არი?!
giglia
01 აპრილი 2021 00:53
2
ოთარაზე ცუდი არაფერი თქვათ - მაგ გოლის საფასური თითოეულ მატჩში გააკეთა. ვიღაცამ რო დაგვწყევლა ძაან, ეგ გოლიც იმისი ბრალია )) ხვიჩა ძმაა. საბერძნეთს ვჯობივართ.
ვვვ
01 აპრილი 2021 00:53
0
ზივზივაძეზე ტვინი შეჩამეს რატომ არ არის ნაკრებშიო, რით ვერ დაიმსახურა გამოძახებაო, აბა ბატონო დაგლიჯა, ეს ვინ ყოფილა, ძირითადი გარანტირებული აქვს..
ჯონდიკო
01 აპრილი 2021 00:53
1
მიქაუტაძემ დარტყმა იცის, ბურთის კარში! ან გავაუქმოთ დროებით 9 ნომრის პოზიცია, თორემ უკვე სირცხვილია.
100%
01 აპრილი 2021 00:53
1
გუნდი უთავდამსხმელოდ თამაშობს. საქართველოს ერთი კაციც რომ არ ეყოლება ამ პოზიციაზე, უბედურებაა
sos
01 აპრილი 2021 00:52
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული