აბურჯანია: სამ შეხვედრაში ოთხი ან მეტი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო

AutoSharing Option
საბერძნეთთან მატჩის შემდეგ (1:1) კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ გააკეთა.

"ურთულესი კალენდარი გვქონდა, სტუმრად შვედეთს და საბერძნეთს დავუპირისპირდით, საკუთარ მოედანზე კი, ესპანეთს. ამის მიუხედავად, გუნდმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა და აჩვენა, თუ რა მიმართულებით ვითარდება.

პირველი ქულა გასვლაზე საბერძნეთთან მოვიპოვეთ და ეს ადვილი ნამდვილად არ იყო. ვფიქრობ, უფრო მეტად რომ გაგვმართლებოდა, ამ სამ შეხვედრაში ოთხი ან მეტი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მწვრთნელს სამუშაოდ დიდი დრო არ ჰქონდა, რადგან ყოველ სამ დღეში თამაში იყო", - ციტირებს
აბურჯანიას nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 5 /
აბუ მიდით ბოლომდე,მსოფლიოზე ვერა,მაგრამ ამ გუნდით ევროპაზე გასვლა შეგიძლიათ,სანიოლის ნაკრებს ამის რეალური შანსი აქვს!
სიმართლე
11:11 01-04-2021
0
ვინმემ ხმა არ ამეიღოთ კვარაცხეკიას ხარჯზეა ნაკრები. რანდეხანს უნდა გათრიოთ კვარან? იქნებ თქვენ მაინც ბოლომდე დაიხარჯოთ
roma bejanidze
08:37 01-04-2021
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული