"ამ ბიჭებმა გულშემატკივრის გული დაიბრუნეს..." - როგორი გამოხმაურება მოჰყვა ხვიჩას სუპერგოლს საქართველოში

AutoSharing Option
გუშინ, 31 მარტს, საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ბერძნებმა უპირატესობა კაკაბაძის ავტოგოლის შემდეგ მიიღეს, თუმცა მალევე ხვიჩა კვარაცხელიამ დიდებული გოლი გაიტანა და მოედანზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა.

გთავაზობთ კვარაცხელიას გოლის შემდეგ ქართველი გულშემატკივრების რეაქციებს:

- "ამ ფეხბურთმა როგორ უნდა გადამიტანოს (იქით ბარსა, მისი ფანი ვარ) აქეთ საქართველოს ნაკრები, გამისკდა გული რა";

- "კვარაააააააააააააააა, იმენა როგორც საკუთარ ძმას, თუ ეგრე არ გბალეშიკობდე! ძალიან დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშო, ოქროს ასებით უნდა ჩაიწეროს შენი სახელი და გვარი მსოფლიოში";

-
"მეორე ქინქლაძე ეროვნულ ნაკრებში";

- "მართალია, ვერ მოვიგეთ, მაგრამ მთავარია თამაშის ხარისხი, რაც მართლა ძაან მომეწონა ეს სამი თამაშია. ბრავო სანიოლს. ნუ დაიწყებთ ეხლა მაინც წაგებულები არყ და ესეთები გუნდის შექმნას წლები ანდომებენ მწვრთნელები, საკუთარი ტაქტიკა რომ დაატყონ და სანიოლმა ფეხბურთელები, არც კი უნახავს, თვითფრინავში გაიცნო და იქ გაწვრთნა, ეგრე გამოდის. საღოლლლლ სანიოლს კიდევ ერთხელ. დროა საჭირო და მგონი დადგება კარგი გუნდი და მივაღწევთ შედეგს";

"ამ ბიჭებმა გულშემატკივრის გული დაიბრუნეს. დიდი პოტენციალია ნაკრებში. სამომავლოდ ამბიციებიც გვექნება"; 

"ბრავო კვარას. ესეთი ფეხბურთი მე ქართველის ნანახი არ მაქვს ლაივში, ამ სამ შეხვედრაში რაც ვნახე. ჩემი აზრით, ნებისმიერ ტოპ გუნდში შეუძლია თამაში. და თან წაუყვანონ გიორბელიძეც. ეგ ორი ერთად, ვფიქრობ, უძლიერეს დუეტს შექმნის";

"იბრაჰიმოვიჩ, მიიღეე საქართველოს მოქალაქეობა. არ გაოფლიანდე, პროსტა საჯარიმოში დადექი ზურგით კართან, შენ რო იცი, ზუსტად ის გვაკლია";

"პროგრესი აშკარაა! აფსუს, რა ევროპას ვმაზავთ";

"მოდით არ გვინდა კაკაბაზე გადაბრალება ყველაფრის. უბრალოდ უიღბლობა იყო, არაერთხელ დაუმტკიცებია მას, რომ ნაკრების დამსახურებული წევრია. ხვიჩა უბრალოდ საოცარია, კიტეც ძალიან მაგარი იყო და თითქმის მთელი გუნდი. შემოდგომაზე ამათ თუ ჩააკვე, წიტაიშვილი, მიქაუტაძე და ოქრი (ფორვარდად) დაემატა, მერე ჩამოვიდეს საბერძნეთიც და შვედეთიც. კოსოვოზე აღარაფერს ვამბობ. მოკლედ, პროგრესი იგრძნობა და ესაა მთავარი";

"ყველა ყოჩაღ. მაგრამ ვიტყვი ერთს. ქვილითაიას და ზივზივაძის ბრალი არაა, რომ ვერ თამაშობენ ნაკრებში, უბრალოდ არასოდეს საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა,  რომ თავდასხმაში ტანმაღალ კლასიკურ ცენტრალურ ფორვარდს ეთამაშა პროდუქტიულად ნაკრებში.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ დაჟე ბერიძე ბევრად პროდუქტიული იქნებოდა";

"ეს უნდა იყოს რუბინში და ვინისიუსი რეალში?!"

"ნუუუუ, უყვარს გუუუულს ეს ბიჭიიიიი";

"ავტოგოლი ეს შემთხვევითობაა, ყველაზე მეტად ისევ მას სწყდება გული, გამხნევება უნდა ამ დროს კარგი გულშემატკივრისგან და არა ღლიცინი, მადლობა ბიჭებს".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ცოტა ლორია მაშინებს...
гуджа
02 აპრილი 2021 08:24
1
ფეხბურთში ავტოგოლი არასასიამოვნოა, მაგრამ თითქმის ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომ ამაზე ყურადღების გამახვილება არა სწორი იქნება. წარმატებები ჩვენს ახალგაზრდა ბიჭებს. სადაც წარმატებებია იქ შეცდომებიც იქნება.
გიზოგ
01 აპრილი 2021 18:21
1
აშკარად იგრძნობოდა ყოველი თამაშის მერე პროგრესი.წარᲛოიდგინეთ კვარას მეორე ფლანგზე წიტაიშვილი რომ დაემატება და ჩაკვე.რა ნახევარდაცვა გვეუოლებᲐ,რა სწრაფი.არ შემიძლია არ ავღნიშნო ორი ვეტერანის,კაშიას და კანკავას თამაში.ნამდვილი ლიდერები ხართ ბიჭებო.აბა წარმატებები
კახა ქ.
01 აპრილი 2021 14:33
0
რამდენ ძველ ქომაგებს(ბალელშიკებს) გაგვიხარეს გული ამ ბიჭებმა.ძველი დრო გამახსენდა.ყოჩაღ ბიჭებო,ძაან მაგრები ხართ.კაკაბაძე ძაან მაგარი ბიჭია, რაც მოხდა ეს მისთვის დიდი სტრესია. ამიტომ ჩვენი მოფერებით და გვერძე დგომით უნდა დავავიწყოთ რაც მოხდა. კვარაცხელია ხომ ფანტასტიკაა, მაგრამ დასაფიქრებელია რომ მის გარდა სხვა გოლის გამტანი ჯერ არ ჩანს.გაიხარეთ და გაგვახარეთ. თუ ასე გაგრძელდა, ახალი სტადიონი დაგვჭირდება 100 000 ადგილიანი .
ზაზა
01 აპრილი 2021 14:32
0
"შემოდგომაზე ამათ თუ ჩაკვე, წიტაიშვილი, მიქაუტაძე და ოქრი (ფორვარდად) დაემატა" - ამაზე ვოცნებობ მეც. ბოლოსდაბოლოს, უნდა შეიკრიბოს უძლიერესი შემადგენლობა. მერე ვნახოთ, ვის რა შეუძლია! ჩემი აზრით, მაგ უძლიერესი შემადგენლობით ყველა გუნდის დამარცხება შეიძლება, მათ შორის ესპანეთის მათივე მოედანზე!
gio
01 აპრილი 2021 14:16
0
იმედია დაბრუნდება ის დრო, როცა ხალხი კიბეებზე იჯდა..........
???????????????
01 აპრილი 2021 13:45
0
მეც დიდი იმედი მაქვს, და დინამოს ღობეზე რო ვხტებოდით ვინც ბილეთს ვერ შოულობდა
მეგრელი
01 აპრილი 2021 14:26
0
ეს გუნდი,პლუს ჩაკვეტაძე,წიტაიშვილი და მიქაუტაძე გრანდებსაც უეჭველი გაამწარებენ,ეს ფაქტი ამ თამაშებშიც დაფიქსირდა
ბაჩი
01 აპრილი 2021 13:29
0
მართლა ვინისიუსი რეალში და კვარა რუბინში რაა. ვინისუსი რო ქართველო იყოს რუბინშიც ვერ იქნებოდა.
ტოტტი
01 აპრილი 2021 13:29
1
3 Თამაშში 1 ქულა! აი ეს არის რეალობა, დანარჩენი სულ ბელეტრისტიკა.მიზეზი არ დაგველია და გამოუსწორებელი ბაქი-ბუქები ვართ.
სერგო
01 აპრილი 2021 13:17
15
მშვენიერი თამაშები იყო....იცოდნენ ბიჭებმა რა უნდა ეკეთებინათ მინდორზე..კაი იყო..კვარა ნუ თემაა.და მართლაც რომ ვინიციუსი რეალში და კვარა რუბინში?ისე მე გიორბელიძეც ძალიან მომეწონა სწრაფი მობილური შეტევაში თავისუფლად ბურთი კარგად ააქვს ნამდვილად აღმოჩენა ჩემთვის.კაკაბაძე მშვენიერია ეგ ყველას მოსდის..
Gio
01 აპრილი 2021 12:54
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული