დააფიქსირეთ თქვენი აზრი, რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში იმისთვის, რომ შედეგი მოვიდეს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის 3 შეხვედრაში კარგი თამაში აჩვენა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა.

თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს გუნდში, რათა ის მცირედი ხარვეზები, რაც თამაშის დროს ჩნდება, აღმოიფხვრას?

შეგახსენებთ, მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.



მკითხველის კომენტარები / 64 /
საფეხბურთო სკოლები გახადეთ უფასო,ეს გახდის ფეხბურთს მასობრივს.ეს კი მოიტანს დიდ კონკურენციას ყველა პოზიციაზე.200ლ ბევრი ტალანტის მშობელს არ აქვს და ბევრი დაკარგულა ამიტომ.როგორც ვიცი დინამო,საბურთალოს მხოლოდ პირველი გუნდებია უფასო.ყველა პატარა დამწყები სკოლა ფასიანია.მეორე პრობლემაა-წნეხი ბავშვობიდანვე რაც ფანტაზიის ჩაკვდომას იწვევს და საიდან გვეყოლება კარგი ფირვარდები,როცა მწვრთნელები უკრძალავენ მოტყუებას 6 წლიდან.მათი კვალიფიკაცია და ბავშვის ფსიქოლოგიის არ ცოდნა უდიდესი პრობლემაა.მესამე პრობლემა-ნაცნობ-ახლობლობით საქმის კეთება. გამოასწორეთ ეს 3 ამბავი და უდიდეს შედეგს ვნახავთ. 30წელი დავკარგეთ,მაგრამ კიდევ არ არის გვიან.
კახა
01 აპრილი 2021 13:56
0
მე ვფიქრობ რომ ის პრობლემა რომელიც ამ ნაკრებს გააჩნია ცენტფორვარდის სახით დიდი პრობლემაა არა და გეტყვით რატომ .... პროსტო ახალგაზრდებს უნდა მივცეთ დავის გამოვლინება ქართულ ლიგაში და ასეთიც მოიძებნება აუცილებლად !
არ უნდა ახალგაზრდებს რწმენა დაუკარგოთ , ხვიჩას მაგალითიც სახეზეა როცა დინამომ ასეთი ფეხბურთელი დაკარგა ( ალბათ ამით ხვიჩას მაგრად გაუმართლა თორემ საქართველოში მაგის ტალანტი დაიღუპებოდა სამძუხაროთ).
ჯონი
01 აპრილი 2021 13:46
1
რა არგენტიელი, რა ბრაზილიელი, საქართველოს ნაკრებზეა ლაპარაკი...არც კაჭარავაა ცუდი და არც ქვილითაია. თავის სათქმელს ისინი აუცილებლად იტყვიან...
QOROGLI
01 აპრილი 2021 13:45
10
ნატურალიზირებული ფეხბურთელების მოწვევა და მეტი სპარინგები ძლიერ ნაკრებებთან
irakli
01 აპრილი 2021 13:40
8
ფეხბურთელები უნდა გვყავდეს ჯერ, მოსაძიებელია, უამრავი ვაკანსიაა, სად არიან და თუ არიან, გამოჩნდნენ.......
gori
01 აპრილი 2021 13:38
0
ყველა ფეხბურთელი რომ იქნება სრულად მიქაუტაძე ჩანკვეტაძე, მათ მოიტანენ შედეგს დარწმუნებული ვარ ამ სრული რესურსით ძაან ლამაზ ფეხბურთს ათამაშებს სანიოლი, მე მჯერა, მთავარია არავინ ჩაერიოს მის შეხედულებებში
აჩი**
01 აპრილი 2021 13:33
1
1. რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა გადავიდეს ევროპულ კლუბებში და იქ ქონდეთ სათამაშონპრაქტიკა, რათა მწვრთნელს ქონდეს არჩევანი და ნაკრებში იუოს კონკურენცია. 2. ასევე უნდა ამაღლდეს ეროვნული ლიგის დონე, ამასთან გუნდებში უნდანიყოს ძალიან ბევრი U21 ასაკის ფეხბურთელები, რადგან ძირითადად ხვდებიან ასაკობრივ ნაკრებებში ელიგიდან ხვდებიან. ამასთან მათი კარგი შედეგი პირდაპირპროპორციულია მათი ევროპაში გამგზავრებაზე.
QT
01 აპრილი 2021 13:25
1
ლორია უნდა შეიცვალოს მამარდაშვილით და ქვილითაია და ზივზივაძე მიქაუტაძით. თავიანთ კლუბებში 90 წუთს უნდა თამაშობდეს ყველა და ეგაარის
ტოტტი
01 აპრილი 2021 13:19
3
ფედერაციიდან უნდა დაიწყოს შეცვლა. მერე ეშველება ნაკრებს
დავით 67
01 აპრილი 2021 13:15
4
მეტი თამაში გამოცდილ გუნდებთან +ფიზიკური კონდიციები
Lasha
01 აპრილი 2021 13:12
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული