რა უნდა მოგვცეს მოახლოებულმა ამხანაგურმა მატჩებმა?!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. წარსულს თუ თვალს გადავავლებთ, ივნისის თვე ჩვენთვის მთლად იღბლიანი პერიოდი არაა. უახლოეს მეტოქე რუმინეთის ნაკრებთანაც მკვეთრად უარყოფითი ბალანსი გვაქვს, მაგრამ წარმატების რწმენას სანიოლის ხელში დანახული პროგრესი გვაძლევს.

ნებისმიერ ამხანაგურ შეხვედრას თავისი დანიშნულება აქვს. მაგალითად, ნაკრებები, რომლებმაც მალე ევროპის ჩემპიონატზე უნდა იასპარეზონ, ცდილობენ ოპტიმალურ ფორმაში ისე შევიდნენ, ტრავმის ალბათობა მინიმუმამდე დაიყვანონ.

ვილი სანიოლის მიზანი ახლა საკუთარი რესურსის მაქსიმალურად  გამოყენება და ოპტიმალურ შემადგენლობასთან მიახლოება უნდა იყოს.

კვარაცხელიას გარეშე


ფეხბურთში დღეს განსაკუთრებით წარმატება მაინც ერთიანობით მიიღწევა და ინდივიდუალისტებზე რაც უფრო
ნაკლებად ხარ დამოკიდებული, მეტადაა სტაბილური შედეგის გარანტი.

გარდა ამისა, ე.წ. სათადარიგო გეგმა ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს საჭირო.

შორს წასვლა არ დაგვჭირდება - რამდენიმე დღის წინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კარგად გამოჩნდა მომავალი გამარჯვებულის ერთსულოვნება და დე ბრუინის გარეშე დარჩენილი "სიტის" ფანტაზიის ნაკლებობა შეტევაში.

საქართველოს ნაკრები კვარაცხელიას გარეშე ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა - იმ დღეს იოლად ვერ ვივიწყებთ. მარტის მატჩების შემდეგ ვსაუბრობდით სანიოლის შეგირდების გუნდურობის ასპექტებზე, მაგრამ რთულად პროგნოზირებადია, ხვიჩას ინდივიდუალურობის გარეშე საბერძნეთში გამართულ მატჩში თუნდაც ქულას რამდენად გადავარჩენდით.

ვილი სანიოლს ახლა მოუწევს, კვარაცხელიას გარეშე წარმატებაზე იფიქროს და ამისთვის გუნდიც მზად უნდა იყოს. შესაძლოა, ტაქტიკური ცვლილებებიც ვიხილოთ.

გუნდთან ერთად არაა ჯაბა კანკავაც. ლიდერების გარეშე თამაში - ესაა ერთ-ერთი, რაც მოახლოებულმა შეხვედრებმა უნდა გვასწავლოს.

კონკურენციის გაძლიერება

ნაკრებში კონკურენციის გაძლიერება უმნიშვნელო ნამდვილად არაა. ეროვნულში ფეხბურთელები მუდმივად ერთად არ არიან, მაგრამ ის, რომ ბოლომდე გარანტირებული თამაში, ფაქტობრივად, არავის ჰქონდეს, ეს როგორც წესი, გუნდს აძლიერებს.

სანიოლმა ამ კუთხით მუშაობა თავიდანვე სცადა - იმ ამპლუებზე, სადაც წლების განმავლობაში სათანადო კონკურენცია არ იყო (მაგალითად, დაცვის ფლანგებზე), მთავარმა მწვრთნელმა გაზარდა საკადრო რესურსი და შანსი დებიუტანტებსაც მისცა.

მიუხედავად იმისა, რომ შემადგენლობაში განსაკუთრებული ექსპერიმენტები არაა, კონკურენციის გაძლიერების მიზნის განხორციელება შესაძლებელია.

ფორვარდი

ვილი სანიოლის ერთ-ერთი მთავარი საწუხარი შესაძლოა, სწორედ ფორვარდის პოზიცია იყოს. მწვრთნელი ჯერ კიდევ შერჩევის ეტაპზეა და საბოლოო გადაწყვეტილება შემოდგომაზე უფრო უნდა გავიგოთ.

სანიოლი თავდაპირველად გიორგი ქვილითაიას ენდო, რომელიც დღეს გუნდთან ერთად საერთოდ არაა.

ახლა მთავარი ფოკუსი მაინც გიორგი მიქაუტაძის ირგვლივაა - გულშემატკივრებს მისი თამაში ჯერ სათანადოდ არ უნახავთ, მოლოდინი კი დიდია.

alt[PREVIEW] საბერძნეთი - საქართველო! შედეგის მოლოდინში

alt"ამაზე იშვიათად ვსაუბრობ" - გურამ გიორბელიძის დებიუტი ასაკობრივი ნაკრებების გარეშე...

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნიდერლანდებთან მაინც ეთამაშა ხვიჩას, ძალიან გაუჭირდებათ, ხვიჩა გუნდის გულია
aleksandre
18:20 31-05-2021
5
მორიგი იმედგაცრუება...
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული