საქართველოს ნაკრებმა რუმინეთში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა. ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას 24 ფეხბურთელი იღებდა. ავსტრიული "ვოლფსბერგერის" მცველი გურამ გიორბელიძე ეროვნულ გუნდს დღეს შეუერთდება.

ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგური მატჩის მასპინძელ ქალაქში ჩარტერული რეისით 1-ელ ივნისს ჩავა. ამ ეტაპზე შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ეროვნული ნაკრები რუმინეთში 25 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრები შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ადგილობრივი დროით 18:00 საათზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციას ჩაატარებს და
მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 2 ივნისს, სტუმრად რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ქალაქ პლოიეშტის სტადიონზე, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.


nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული