ოქრიაშვილმა და მიქაუტაძემ ვარჯიშზე ერთმანეთზე ლამაზი გოლები გაიტანეს [VIDEO]

AutoSharing Option
რუმინეთში გამგზავრების წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანასკნელ ვარჯიშზე კარგი განწყობა იყო.

გუნდის ერთ-ერთ ლიდერ თორნიკე ოქრიაშვილს ლამაზი გოლი გამოუვიდა - ბურთი შესანიშნავად დაამუშავა და მეკარეს დაბალ კუთხეში გაუტანა.


კარგი იყო ახალბედა "ჯვაროსან" გიორგი მიქაუტაძის გოლი - ბურთი მკერდზე კარგად მიიღო და გიორგი ლორიას აუღებელი დაურტყა.


შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები რუმინეთის ქალაქ პლოიეშტში ადგილობრივ ნაკრებს 2 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაუპირისპირდება.

altსაქართველოს ნაკრებმა რუმინეთში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა



მკითხველის კომენტარები / 8 /
მე მგონი მიქაუტაძეს კვარასავით ცენტრიდან ბურთის თრევა არ შეუძლია. იგი უფრო გერდ მიულერის სტილისაა და საჯარიმოს მოთამაშეა.მთავარია პასი გაუკეთო
გიგა
17:48 02-06-2021
0
მიქაუტაძე გვაინტერესებს რა ბიჯია, ნეტა შეუცვლელად ათამაშონ
giorgi
06:27 02-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული